Max Groom — სალონი ოთხფეხა მეგობრებისთვის, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით გაიხსნა
თანამედროვე სამყაროში ჩვენს ოთხფეხა მეგობრებზე ზრუნვა იმაზე გაცილებით მარტივი და მრავალფეროვანია, ვიდრე წლების წინ იყო. ძაღლებსა და კატებს ოჯახის წევრებად მივიჩნევთ, შესაბამისად, მათ მოვლასა თუ გალამაზებაში ისეთივე ძალისხმევას ვდებთ, როგორსაც საკუთარი თავის მოვლაში.
უკვე ორი წელია, სწორედ ამაზე ზრუნავს Max Groom-ი — გრუმინგ სალონი, სადაც ოთხფეხა მეგობრებისთვის ყველა საჭირო სერვისი ერთადაა თავმოყრილი. სალონში არასტრესულ გარემოსთან ერთად, მაღალი ხარისხის მომსახურება და პროფესიონალი გრუმერები დაგხვდებიან. Max Groom-ში ყველაფერი ერთი მიზნის ირგვლივ ტრიალებს: კომფორტული და სასიამოვნო გარემო იყოს შექმნილი, როგორც მომხმარებლისა და ოთხფეხა მეგობრებისთვის, ისე თანამშრომლებისთვის. ამგვარი მიდგომით, სალონი უწყვეტად ვითარდება.
როგორც Max Groom-ის დამფუძნებელი, ელენე პატარაია ამბობს, სალონი მისთვის არასდროს ყოფილა უბრალოდ ბიზნესი. „ცოცხალ არსებებთან გვაქვს შეხება, რომელთა ჯანმრთელობასა და სილამაზეს გვანდობენ, ეს დიდი პასუხისმგებლობაა ჩვენთვის. თითოეული კმაყოფილი მომხმარებელი ჩვენი წარმატების საწინდარია”.
ელენე პატარაიამ სალონის გახსნა თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით შეძლო.
უახლოეს მომავალში, Max Groom-ი გაფართოებასაც გეგმავს.
დღის ტოპ 10 სიახლე
STEM ოლიმპიადაზე 150-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
სხვა სიახლეები
STEM ოლიმპიადაზე 150-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
11.12.2025.17:02
საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან ერთად, უკვე მესამე წელია STEM ოლიმპიადას ახორციელებს. პროექტს, რომელიც ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით და ინჟინერიით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის STEM მიმართულებით განათლების შესაძლებლობების შექმნას ისახავს მიზნად.
STEM ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად 150-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა, მონაწილეობა კი თითოეული სკოლის VII-XI კლასის ხუთი მოსწავლისგან დაკომპლექტებულმა 800-ზე მეტმა გუნდმა მიიღო. საპრიზო ადგილზე გასულ სკოლის გუნდს საქართველოს ბანკისგან ფულადი პრიზი 10 000 ლარი გადაეცემა.
ოლიმპიადა ორ ტურად იმართება:
• თეორიული ტურის ფარგლებში, თითოეული სკოლის გუნდიდან სამი მოსწავლე მათემატიკის, ორი კი ფიზიკის ტესტს წერს. შედეგად, საუკეთესო შედეგის მქონე 10 სკოლა ფინალურ ტურში ასპარეზობს;
• ფინალურ რაუნდში მოსწავლეები გუნდურად მუშაობენ STEM დავალებების ამოხსნაზე.
ამასთან, ფინალურ ტურში გადასული გუნდების მენტორები სპეციალური გადამზადების კურსს გადიან, რომელსაც კომაროვის სპეციალისტები უძღვებიან.
საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ფარგლებში მონაწილეობა უკვე 300-ზე მეტი სკოლის, 1500-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს:ganatleba.bog.ge