მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსს 2500-ზე მეტი მონაწილე ჰყავს - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი იმართება, რომლის მიზანი გამორჩეული მასწავლებლების გამოვლენა და მათი დაფასებაა.
წელს ჯილდოზე განაცხადი 142-მა მასწავლებელმა შეავსო, ხოლო 2455 მასწავლებელს კი ნომინირება გაუწიეს.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის ფარგლებში, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ჰქონდა შესაძლებლობა, ნომინირება გაეწია სასურველი მასწავლებლისთვის ან თავად შეევსო განაცხადი.
კონკურსის მისაღები ეტაპი დასრულდა. მალე მიღებული აპლიკაციების ტექნიკურად შემოწმება მოხდება. ივნისის ბოლოს მასწავლებელთა ათეული გამოვლინდება, რის შემდეგაც ფინალურ ტურში 5 მასწავლებელი გადავა.
5 ოქტომბერს - მასწავლებლის მსოფლიო დღეს კი კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება.
გამარჯვებულს 19 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური გამოავლენს.
ინფორმაციისთვის, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. ინიციატივა გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“-ის ნაწილია, რომლის მიზანიც მასწავლებლების პროფესიის პოპულარიზაციაა. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერები არიან: გენერალური სპონსორი – გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი; მთავარი მხარდამჭერი – საქართველოს ბანკი; ოქროს სპონსორი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; მხარდამჭერი და სპონსორი – კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC); მხარდამჭერები - EPAM Georgia, ალტე უნივერსიტეტი და პირველი არხი.
ამასთან, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
03.06.2025.18:12
თბილისის მშრალი პორტი (Tbilisi Dry Port) ოფიციალურად ამოქმედდა - თანამედროვე საკონტეინერო და სატვირთო ტერმინალმა დღეიდან მუშაობა დაიწყო. როგორც Tbilisi Dry Port-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ ინაიშვილმა მედიასთან განაცხადა, მშრალი პორტის მშენებლობა რამდენიმე ფაზას მოიცავს. პირველი ფაზის ფარგლებში პორტს ყოველწლიურად 100,000 TEU-ს დამუშავება შეუძლია. საბოლოოდ კი ყველა ფაზის დასრულების შემდეგ შეძლებს 200,000 TEU-მდე სიმძლავრის გაზრდას.
„თბილისის მშრალი პორტის პირველი ფაზა პროექტის მიხედვით წელიწადში 100 000 კონტეინერზეა გათვლილი. შემდეგ უკვე მეორე ფაზა ითვალისწინებს, რომ ეს რაოდენობა გაიზრდება 200 000 ერთეულ კონტეინერამდე. პარალელურად ვიწყებთ A კლასის საწყობების მშენებლობას. მეორე ფაზის ფარგლებში ჩვენ ავაშენებთ დაახლოებით 10 000 კვ/მ საწყობს და შემდეგ უკვე ამას დაემატება კიდევ 50 000 კვ/მ-ს თანამედროვე ტიპის, A კლასის საწყობები“, - აცხადებს ჯემალ ინაიშვილი.
მისივე განმარტებით, თბილისის მშრალი ტიპი ყველა სახის ტვირთებს მოემსახურება. პორტში შევა, როგორც იმპორტი, ასევე ექსპორტი. აღნიშნული ინფრასტრუქტურა გამოყენებული იქება ასევე ტრანზიტული ტვირთებისთვისაც.
„საექსპორტო ტვირთების გარკვეული რაოდენობა ზუსტად აქ მოთავსდება კონტეინერში და შემდეგ მოხდება მისი ტრანსპორტირება ფოთსა და ბათუმში და აგრეთვე ჩვენ ორიენტირებული ვართ, რომ ვიყოთ დამაკავშირებელი ცენტრალურ აზიასა და საქართველოს ნავსადგურებს შორის და ჩვენ ამ მიმართულებითაც გვაქვს უკვე კონკრეტული მოლაპარაკებები. მათ შორის ჩინელებთან და ჩინური ტვირთი შემოვა აქ გარკვეული რაოდენობით, აგრეთვე ყაზახეთთან და რა თქმა უნდა ჩვენს უახლოეს მეზობლებთან აზერბაიჯანთან და სომხეთთან. ყველა ტიპის ტვირთი, რომლის ტრანსპორტირება ხორციელდება კონტეინერით.
მე ძალიან ხშირად ვამბობ, რომ ჩვენ ექსპორტზე ორიენტირებული ქვეყანა ვართ და ჩვენი საექსპორტო ბაზა არის ცენტრალურ აზიაში და ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. ამიტომაც საჭირო იყო, რომ ინფრასტრუქტურა ყოფილიყო თბილისში განთავსებული. ვინაიდან, თბილისს ასეთი ტიპის საკონტეინერო ტერმინალი და ჰაბი არ გააჩნდა აქამდე. იმიტომ, რომ ძირითადი იმპორტი მოდის საქართველოში შემოსული ტვირთების თბილისზე და შესაბამისად ჩვენ უნდა ვყოფილიყავით ახლოს რა თქმა უნდა მთავარ სარკინიგზო კვანძთან და შესაბამისად ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, საიდანაც ხორციელდება ექსპორტი და აგრეთვე, ცენტრალური აზრის ქვეყნებთან განსაკუთრებით, ყაზახეთზე მაქვს აქცენტი და უზბეკეთზე ამ შემთხვევაში“, - აღნიშნა Tbilisi Dry Port-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, თბილისის მშრალი პორტის მშენებლობის ყველა ფაზის განხორციელების შემდეგ ინვესტიციის საერთო მოცულობა 60 მლნ დოლარს მიაღწევს.
„თითოეული ასე ვთქვათ ფაზა განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 60 მილიონს მიაღწევს“, - განაცხადა ინაიშვილმა.
თბილისი დრაი პორტი – მულტიმოდალური ლოგისტიკური ჰაბი უკვე ფუნქციონირებს საქართველოს დედაქალაქში
აღნიშნული პროექტი წარმოადგენს აბუ დაბი პორტს გრუპის, ნორვეგიული ვილჰელმსენ პორტ სერვისის და ადგილობრივი ინვეკოს კოლაბორაციას. თბილისი დრაი პორტი, პირველი თანამედროვე სარკინიგზო საკონტეინერო და სატვირთო ტერმინალი თბილისში ოფიციალურად ამოქმედდა. ობიექტმა მიიღო როგორც საბაჟო ზონის ავტორიზაცია, ასევე პირველი რკინიგზის ინფრასტრუქტურის ოპერირებისა და უსაფრთხოების სერტიფიკატი საქართველოს რკინიგზის სააგენტოსგან. პორტი სტრატეგიულად მდებარეობს როგორც განუყოფელი ნაწილი საქართველოს ძირითადი საზღვაო პორტებისთვის – ფოთისა და ბათუმისთვის, მომავალში ანაკლიისთვის – და მნიშვნელოვან როლს ითამაშებს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სავაჭრო ნაკადებში.
მთელ მსოფლიოში და ასევე შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნებში ვითარდება საპორტო, სატერმინალო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა გაზრდილი მოთხოვნიდან და ტვირთნაკადიდან გამომდინარე. განსაკუთრებით კი აღნიშნული ეხება საკონტეინერო ტვირთებს როგორც თანამედროვე სტანდარტს ტრანსპორტირებისთვის.
ობიექტი შექმნილია მასშტაბური და ეფექტიანი ლოგისტიკური ოპერირებისთვის. სრულად პორტი შენდება 3 ფაზად 286 000 კვ.მ ტერიტორიაზე. ამ ეტაპზე დასრულებულია და საოპერაციოდ ფუნქიონირებს პირველი ფაზა , რომელშიც უკვე განხორციელდა 21 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიცია და ის მოიცავს::
• 110 000კვ.მ ტერიტორიას, რომელიც მოიცავს 50,000 მ² საკონტეინერო ეზოს სამი ერთეული ახალი საკონტეინერო ტექნიკით
• სამ 600-მეტრიან სარკინიგზო ჩიხს
• ორ საკუთარ სარკინიგზო ლოკომოტივს, რომლებიც დაკავშირებულია თბილისის დამხარისხებელ სადგურთან
• 2,500 მ² გადახურულ სასაწყობე სივრცეს
• სხვადასხვა ტიპის ამწე ტექნიკასა და სერტიფიცირებულ სასწორებს
ამ ინფრასტრუქტურით პორტს შეუძლია ყოველწლიურად 100,000 TEU-ს დამუშავება, საბოლოოდ კი ყველა ფაზის დასრულების შემდეგ შეძლებს 200,000 TEU-მდე სიმძლავრის გაზრდას.
მშენებლობის მეორე ფაზაში დაგეგმილია საკონტეინერო ეზოს გაფართოება, სარკინიგზო ჩიხის დამატება და თანამედროვე ა კლასის ტიპის 9800 კვ.მ საწყობის მშენებლობა.
თბილისი დრაი პორტი, გარდა იმისა რომ ემსახურება ქართულ პორტებს, ასევე ფუნქციონირებს როგორც საერთაშორისო საზღვაო ხაზებისთვის საკონტეინერო ჰაბი და დეპო – კონტეინერების დამუშავებისა და გადაადგილების ოპერაციების გაუმჯობესების მიზნით. ის წარმოადგენს მნიშვნელოვან პუნქტს ჩინეთიდან და შორეული აღმოსავლეთიდან "შუა დერეფნის" მეშვეობით რკინიგზით გადაზიდული კონტეინერებისთვის. ასევე, პორტი უზრუნველყოფს მოქნილ სატვირთო ნაკადებს ცენტრალური აზიიდან ან შორეული აღმოსავლეთიდან თბილისის დანიშნულებით სხვადასხვა სახის ტრანსპორტის გამოყენებით – რკინიგზით, მფლობელის კონტეინერით ან სატვირთო მანქანებით.
ა/წ 3 მაისს პორტმა მიიღო პირველი შემოსული მატარებელი, რომელიც MSC-ის საზღვაო ხაზის კუთვნილი 30 ერთეული 20-ფუტიანი სავსე კონტეინერით ჩამოვიდა ბათუმიდან. თითოეულ კონტეინერში 26 ტონაზე მეტი ტვირთი იყო განთავსებული, რაც წარმოაჩენს სარკინიგზო გადაზიდვის ეფექტიანობას, ეკოლოგიურ სარგებელს და მძიმე ტვირთის გადაზიდვის ეფექტურ შესაძლებლობას, სატვირთო სამანქანო ტრანსპორტთან შედარებით.
საზღვაო ხაზები, გადამზიდავები და ტვირთის მფლობელები ახლა სარგებლობენ მაღალი ხარისხის მულტიმოდალური ლოგისტიკური სერვისებით, რომლებიც ამარტივებენ მიწოდების ჯაჭვებს და ზრდიან სატრანზიტო პოტენციალს.
პორტის სტრატეგიული ადგილმდებარეობა უზრუნველყოფს: პირდაპირ წვდომას საერთაშორისო ავტომაგისტრალებთან ქალაქის ცენტრის ავლით, ასევე პირდაპირ კავშირს ეროვნულ სარკინიგზო ქსელთან, უპირატესობაა სიახლოვე სახმელეთო საზღვართან – მხოლოდ 70 კმ სომხეთთან და აზერბაიჯანთან და სულ 7 კმ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან.