მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7113.3
0.027
flag
AZN 1.5994
0.0056
flag
CNY 38.183
0.0142
flag
EUR 3.1522
0.0115
flag
GBP 3.629
0.0205
flag
KZT 50.52
0.002
flag
TRY 0.0648
0.0002
flag
USD 2.72
0.0095

მასშტაბური პროექტების პრეზენტაციით საშუალება გვეძლევა პოტენციური ინვესტორები მოვიზიდოთ - ელგუჯა თურმანიძე აბრეშუმის გზის ფორუმზე

news image

აბრეშუმის გზის ფორუმი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქვეყნის პრეზენტაციისა და მისი პოტენციალის რეგიონის წარმომადგენლებისთვის გაცნობის თვალსაზრისით. ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ELT Group-ის დამფუძნებელმა, ელგუჯა თურმანიძემ, 22–23 ოქტომბერს თბილისში მიმდინარე აბრეშუმის გზის ფორუმის გახსნის შემდეგ განაცხადა. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, ბიზნესის წარმომადგენლები და რეგიონის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები და მინისტრები ესწრებოდნენ.

„ეს ღონისძიება 2015 წლიდან ტარდება და ორ წელიწადში ერთხელ იმართება ჩვენს ქვეყანაში. დღევანდელი მდგომარეობით, ფორუმზე 2300-ზე მეტი ვიზიტორი და მაღალი დონის წარმომადგენელია, მათ შორის - პრემიერ-მინისტრები და ბიზნესწრეების ლიდერები 73 ქვეყნიდან. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რომ მოხდეს ჩვენი ქვეყნის პრეზენტაცია და მისი პოტენციალის გაცნობა რეგიონის წარმომადგენლებისთვის.

დღევანდელ პანელზე წარმოდგენილები იყვნენ აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები, რაც მისასალმებელია. აღსანიშნავია, რომ წინა ფორუმის დროს, ორი წლის წინ, მრავალი პროექტი მხოლოდ იდეის დონეზე იყო, დღეს კი ეს იდეები ხორცშესხმული და უკვე რეალიზებული პროექტებია.

დღეს და ხვალ გაიმართება რამდენიმე პანელი და დისკუსია სხვადასხვა მიმართულებით — როგორც ინფრასტრუქტურულ, ასევე რეგიონულ დონეზე. ინვესტირებისთვის წარმოდგენილი იქნება როგორც წარმატებით მიმდინარე, ასევე დაგეგმილი პროექტები. მათ შორისაა ისეთი მასშტაბური ინიციატივები, როგორიცაა თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, ანაკლიის პორტი, „ემაარ ჯგუფის“ ინვესტიცია, წყალტუბოს განვითარების პროექტები და რაჭის სათხილამურო ტრასები.

ფორუმი იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას არა მხოლოდ ამ პროექტების პრეზენტაციისთვის, არამედ პოტენციური ინვესტორების მოსაზიდადაც. როგორც გასული ორი წლის გამოცდილებამ აჩვენა, ეს კიდევ უფრო გაზრდის შესაძლებლობებს ჩვენი ქვეყნისთვის, მოსახლეობისთვის და მთლიანად რეგიონისთვის - როგორც მშვიდობის, თანამშრომლობისა და ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით, ასევე პირდაპირი ფინანსური სარგებლის მიღების თვალსაზრისით.

დღევანდელ ფორუმზე ჩატარდა გამოკითხვაც, რომლის შედეგად მონაწილეთა უმრავლესობამ - 50%-მა - ხმა მისცა ინფრასტრუქტურის სხვადასხვა მიმართულების განვითარებას ჩვენს ქვეყნებსა და რეგიონში, იქნება ეს რკინიგზა, საჰაერო, საზღვაო თუ სხვა,“ - განაცხადა ელგუჯა თურმანიძემ.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 32%-ით არის გაზრდილი - TAV Georgia

23.10.2025.16:38

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 32%-ით არის გაზრდილი. როგორც თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული,  უკვე მესამედ, მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ცერემონიაზე ბათუმი დაასახელეს ევროპის ოთხი სეზონის წამყვან ტურისტულ მიმართულებად.
„ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს ტავ ჯორჯია მართავს და მოთხოვნა მის მომსახურებაზე წლიდან წლამდე იზრდება.
2025 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადის ზრდა ბათუმის აეროპორტში 32%-ია, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით კი - 90%.
მგზავრთა რაოდენობის ზრდა უპრეცედენტო იყო 2025 წლის აგვისტოში. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის არსებობის განმავლობაში პირველად, ის ერთი თვის განმავლობაში 200 000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა (213,636). ისტორიული იყო 2025 წლის 24 აგვისტო, როცა აღნიშნულმა აეროპორტმა დღის განმავლობაში 9000 მგზავრი გაატარა და 35 რეისი მიიღო და გააცილა“, - აღნიშნულია TAV Georgia-ს ინფორმაციაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა