მარტში უძრავი ქონების დაახლოებით 70% ევროკავშირის მოქალაქეებმა შეიძინეს - „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალური დირექტორი
ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე უკვე მიმდინარეობს 600 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის საინვესტიციო პროექტები, რომლებიც ძირითადად ქართული კომპანიების მიერ ხორციელდება. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას კომპანია „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალურმა დირექტორმა გოჩა კამკიამ განაცხადა, პროექტის განვითარებაში ადგილობრივი ბიზნესის აქტიური ჩართულობა საერთო სინერგიას უსვამს ხაზს.
„ვინაიდან თითოეული პროექტის განვითარების მონაცემები უკვე დათვლილი გვაქვს, შემიძლია ვთქვა, რომ ქართული კომპანიების ინიციატივით, კუნძულზე ამჟამად 600 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების საინვესტიციო პროექტები ხორციელდება.
ამ პროექტებს წმინდა ქართული კომპანიები უძღვებიან, რაც ჩვენთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა. როდესაც ამ ყველაფერს ვგეგმავდით, ჩვენი უმთავრესი მიზანი იყო, რომ მომავალში ეს წარმატება სხვა ქართული კომპანიებისთვისაც გაგვეზიარებინა. დღეს უკვე გვაქვს სურათი, სადაც ქართული ბიზნესი „ამბასადორ აილენდზეა“ წარმოდგენილი. ეს პროექტი მათი თანაზიარი საკუთრებაა. ისინი ჩვენთან სრულ სინერგიაში არიან და საკუთარ, დამოუკიდებელ ისტორიას ქმნიან, რაც, ვფიქრობ, შესანიშნავი შედეგია“, - აცხადებს გოჩა კამკია.
კომპანია „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალური დირექტორის, განცხადებით, პროექტის ფარგლებში უკვე გაიმართა მულტიფუნქციური კომპლექსის კაფსულის ჩადების ცერემონია და 21 ჰექტარის ექსპლუატაციაში შესვლის აღნიშვნა, ხოლო კომპლექსი მოიცავს სასტუმროს, აპარტამენტებს, აუზს, სპას და ვერტმფრენის პადს.
„პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, ქალბატონ მარიამს (მარიამ ქვრივიშვილი - რედ), მინისტრთა კაბინეტის წევრებსა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, რომლებიც პირადად ესწრებოდნენ ამ ისტორიული თარიღის აღნიშვნას.
ჩვენ ერთდროულად ორი მნიშვნელოვანი მოვლენა ვიზეიმეთ: პირველი - მულტიფუნქციური კომპლექსის საძირკველში სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონია და მეორე - 21-ჰექტარიანი ფართობის ექსპლუატაციაში მიღების დღე.
რაც შეეხება თავად მულტიფუნქციურ კომპლექსს, ის მოიცავს სასტუმროს, აპარტამენტებს, საცურაო აუზს, სპა-ცენტრსა და ვერტმფრენის ასაფრენ-დასაფრენ მოედანს (ე.წ. „პადს“).
გარდა ამისა, კომპლექსი მოიცავს უამრავ სხვა გასართობ და გამაჯანსაღებელ სივრცეს. თავად პროექტი იმ თვალსაზრისითაც არის მნიშვნელოვანი, რომ აქ, ცალკე აღებული, 200 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.
ჩვენთვის მთავარი მაინც ისაა, რომ ეს იყო კომპანიის მხრიდან გაჟღერებული მკაფიო სიგნალი - ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის უშუალო სამშენებლო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. შესაბამისად, აღნიშნული ტერიტორია უსაფრთხო და სრულად მზად არის მშენებლობისთვის.
რაც შეეხება სხვა საინტერესო ფაქტებსა და მონაცემებს, მარტის თვეში ძალიან საინტერესო მაჩვენებელი დაგვიფიქსირდა - უძრავი ქონების დაახლოებით 70% ევროკავშირის მოქალაქეებმა შეიძინეს. ეს ოფიციალური მონაცემია. მათი ასაკი, დაახლოებით, 25-დან 45 წლამდე მერყეობს. რაზე მეტყველებს ეს ყველაფერი? ევროკავშირის მოქალაქეები გადაწყვეტილების მიღებისას საკმაოდ ფრთხილები არიან და დიდხანს ფიქრობენ.
მეორე მხრივ, საქმე გვაქვს ასაკობრივ კატეგორიასთან, როდესაც ადამიანი ყველაზე პროდუქტიულია, მომავალზე ორიენტირებულია და საკუთარ პერსპექტივაში ახდენს ინვესტირებას. ეს ყველაფერი იმის დასტურია, რომ ჩვენი კომპანიის მიერ საერთაშორისო სისტემების სიღრმისეულმა დანერგვამ გლობალურ ასპარეზზე დიდი ნდობა მოიპოვა.
შესაბამისად, ევროკავშირის მოქალაქეები უკვე იღებენ სათანადო გადაწყვეტილებებს, რასაც ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით. სამომავლოდ ვგეგმავთ სხვადასხვა პროგრამის განხორციელებას, რათა მათ ამ გადაწყვეტილებების მისაღებად კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მივცეთ“, - აღნიშნა გოჩა კამკიამ.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
06.04.2026.18:21
მოსწავლეების საყვარელ აპლიკაცია sCoolApp-ში საგანმანათლებლო და გასართობი თამაშის - ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო.
ტრივია სპეციალურად სკოლის მოსწავლეებისთვის შეიქმნა და მათ ცოდნის გაღრმავებასა და ინტელექტუალური უნარების განვითარებაში ეხმარება. თამაში ორ ასაკობრივ ჯგუფზე - 6-13 და 14-18 წლის მონაწილეებზე არის მორგებული.
ტრივიას კითხვები ყოველ კვირას განსხვავებულ თემებს მოიცავს, მათ შორის: ტექნოლოგიებს, STEM, ფინანსური განათლებას, გეოგრაფიასა და პოპ კულტურას. თამაშის განმავლობაში,მონაწილეებმა ყოველდღიურად ხუთ კითხვას უნდა უპასუხონ, რითაც ვარსკვლავებსა და მონეტებს დააგროვებენ. მონეტების გამოყენება შესაძლებელია ტრივიას მარკეტში, სადაც მოსწავლეებს ბიბლუსის, პეპელას, XS toys-ის ვაუჩერები, ასევე საქართველოს ნაკრების ფეხბურთის მაისურები და სხვა საჩუქრები დახვდებათ.
ახალ სეზონზე საქართველოს ბანკი მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი სკოლა დაამატონ და კლასელებთან ერთად იასპარეზონ. თამაშის ბოლოს კი, ლიდერბოდზე მთელი ქვეყნის მასშტაბით ტოპ 10 სკოლა გამოჩნდება.
გარდა ამისა, მოსწავლეებს შეუძლიათ მეგობრების მოწვევა – თითო მოწვეული მეგობრისთვის კი 5 მონეტას (მაქსიმუმ 25 მონეტა) მიიღებენ.
ინფორმაციისთვის, sCoolApp-ს ყოველდღიურად უკვე 185,000-ზე მეტი ბავშვი იყენებს. თუ თქვენს შვილს sCoolApp ჯერ არ აქვს, გადმოწერეთ მარტივად, ჩაერთეთ თამაშში და მიეცით შანსი, ცოდნა ნამდვილ საგანძურად აქციოს!