მარტივი, ხელმისაწვდომი, ეფექტური - როგორ გახდა გაყიდვებისა და მარაგების მართვის ქართული პროგრამა Optimo ბიზნესების რჩეული
საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაცია ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია. სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ შეიქმნა Optimo • ოპტიმო - გაყიდვებისა და მარაგების მართვის პროგრამა, რომელიც მაღაზიებისა და კვების ობიექტების მართვის პროცესს ამარტივებს და ავტომატიზებას ახდენს.
Optimo-ს cloud-based პლატფორმა მენეჯერებს საშუალებას აძლევს, მართონ თავიანთი ობიექტები დისტანციურად, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი მოწყობილობიდან.
როგორ განვითარდა კომპანიის საქმიანობა წლების განმავლობაში და რა შედეგებზე მოახერხა გასვლა, დეტალებზე Business Insider Georgia-სთან Optimo-ს მარკეტინგის მენეჯერმა მარიამ შალიკიანმა ისაუბრა.
- რამდენი წელია რაც Optimo ბაზარზეა და რა სერვისებს სთავაზობთ ბიზნესს და რა მიგაჩნიათ თქვენს კონკურენტულ უპირატესობად?
- Optimo უკვე ექვსი წელია ქართულ ბაზარზეა და ამ დროის განმავლობაში მოიპოვა მცირე და საშუალო ბიზნესების ნდობა. ჩვენი მთავარი სერვისი არის ერთიანი მარაგებისა და გაყიდვების მართვის პროგრამა, რომელიც განსაკუთრებულად მორგებულია როგორც მოლარის, ისე მენეჯერის საჭიროებებზე.
კონკურენტულ უპირატესობად გვაძლევს სიმარტივე, სისწრაფე და ხელმისაწვდომობა. პროგრამა არ საჭიროებს სპეციალურ ტრენინგებს, თავსებადია სხვადასხვა მოწყობილობასთან, ამცირებს რიგებს და ზრდის მომხმარებელთა კმაყოფილებას. სწორედ ეს არის ის, რის გამოც ბიზნესები ხშირად აკეთებენ არჩევანს Optimo-ზე. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში წარმატებით ვითარდება Optimo-ს მომსახურება უზბეკეთშიც, სადაც პროცესები ძალიან კარგად მიდის.
- რას აჩვენებს დაკვირვება, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში რამდენი პროცენტით გაიზარდა თქვენი მომხმარებლების რაოდენობა და თქვენს მაგალითზე ძირითადად რა ტიპის ობიექტები აქტიურობენ?
- მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მომხმარებლების რაოდენობა დაახლოებით 20%-ით გაიზარდა. აქტიურობით ყველაზე მეტად გამოირჩევიან დრაივები და მცირე ტიპის კვების ობიექტები, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ მაღალი დატვირთვით და შესაბამისად განსაკუთრებულად საჭიროებენ პროცესების ეფექტურ მართვას. კონკრეტული კლიენტების სახელების დასახელება ამ ეტაპზე არ შემიძლია, თუმცა ნათლად ჩანს, რომ ჩვენი სერვისი განსაკუთრებით მოთხოვნადია სწორედ ამ მიმართულებებში.
- როგორ ხდება კომპანიებში Optimo-ს სერვისების დანერგვა და მისი ადაპტაცია და გარდა სერვისების მიწოდებისა ახდენთ თუ არა თქვენი კლიენტების დატრენინგებასაც?
- Optimo-ს დანერგვა მარტივი და სწრაფი პროცესია. პროგრამის დაყენება შესაძლებელია როგორც კლიენტის არსებულ მოწყობილობაზე, ისე Optimo-ს სალაროს მოწყობილობით, რომელიც სპეციალურად არის შექმნილი მოლარის მუშაობის გასამარტივებლად.
პირველივე დღიდან თითოეულ მომხმარებელს ჰყავს პერსონალური მხარდაჭერის მენეჯერი, რომელიც უფასოდ უწევს დახმარებას როგორც მოლარეს, ისე მენეჯერს. პროგრამა იმდენად მარტივია, რომ სპეციალური ტრენინგიც არ სჭირდება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ჩვენ ვატარებთ კონსულტაციებს და ვეხმარებით ადაპტაციაში.
- რა გეგმები აქვს სამომავლოდ კომპანიას სერვისი მიწოდების გაუმჯობესების კუთხით და ასევე ბაზრის წილის ზრდის მიმართულებით?
- Optimo მომავალშიც გააგრძელებს ფუნქციონალის გაუმჯობესებას, მთავარი მიზანია მომხმარებლისთვის პროცესების მაქსიმალური ავტომატიზაცია და ინტეგრაცია სხვა საჭირო სისტემებთან. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება პროგრამის სიმარტივის კიდევ უფრო დახვეწაზე, რათა ჩვენმა მომხმარებლებმა შეძლონ სწრაფად და უშეცდომოდ მუშაობა.
ბაზრის ზრდის კუთხით, გეგმაშია საქართველოს რეგიონებში კიდევ უფრო აქტიური დაფარვა და პარალელურად უზბეკეთის ბაზარზე პოზიციების გამყარება, სადაც უკვე წარმატებით მიმდინარეობს ჩვენი საქმიანობა.
სხვა სიახლეები
რა მნიშვნელობა აქვს ზარის დარეკვას ლონდონის საფონდო ბირჟაზე
29.04.2026.18:17
ლონდონის საფონდო ბირჟა მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი და უძველესი ფინანსური ცენტრია, რომელიც კომპანიებისთვის ქმნის კაპიტალის მოზიდვის ხელსაყრელ პირობებს, განაპირობებს საერთაშორისო ნდობასა და გამჭვირვალე გარემოს.
ის 1801 წელს შეიქმნა და დღეს 60-ზე მეტი ქვეყნის 1 900-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს, რომელთა საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია 5,9 ტრილიონ აშშ დოლარს უტოლდება.
ამ ფონზე, ყოველი სავაჭრო დღის დასაწყისი და დასასრული განსაკუთრებული ცერემონიებით აღინიშნება, რომელიც მხოლოდ ფიქტიური სანახაობა არ არის - არამედ წარმოადგენს იმ ინსტიტუტის დინამიკურობისა და მნიშვნელობის გამომხატველ ნიშანს, რომელიც დიდ როლს ასრულებს თანამედროვე გლობალური ეკონომიკის ჩამოყალიბებაში.
ზარის დარეკვის მნიშვნელობა: "დიდი აფეთქების" წინ
ისტორიულად, ზარი ყოველი სავაჭრო დღის დასაწყისის მანიშნებელი იყო და ლონდონის საფონდო ბირჟის მთავარ სავაჭროსართულზე ბროკერებს გარიგებების დაწყებისკენ მოუწოდებდა.
თუმცა, ეს ტრადიცია შეიცვალა 1980-იან წლებში, როდესაც ბრიტანეთის მთავრობამ ფინანსური ბაზრების ფართო დერეგულაცია მოახდინა. ეს მოვლენა ცნობილი გახდა “დიდი აფეთქების” სახელით და მან ძირეულად გარდაქმნა LSE-ის ყოველდღიური საქმიანობა.
რეფორმების შედეგად სრულად გაუქმდა ფიქსირებული საკომისიო გადასახადები და პირისპირ ვაჭრობა შეიცვალა კომპიუტერიზებული, ეკრანზე დაფუძნებული სისტემებით. შედეგად, სავაჭრო სართულმა ფუნქციების დიდი ნაწილი დაკარგა. ზარი გაჩუმდა და მასთან ერთად გაჩერდა ბირჟის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტრადიციაც - მომდევნო ორი ათწლეულის განმავლობაში LSE ავტომატური სისტემებით ანიშნებდა სავაჭრო დღის დასაწყისსა და დასასრულს.
ტრადიციის აღდგენა
2011 წელს ლონდონის საფონდო ბირჟაზე ზარის დარეკვის ტრადიცია კვლავ აღადგინეს - თუმცა, განსხვავებული მნიშვნელობით და თანამედროვე ფორმით.
განთავსდა ორიგინალური და უნიკალური ვიზუალის მქონე, რეალური დროის მაჩვენებელი ეკრანული სისტემა, რომლის დიზაინი ვარსკვლავურ მეტაფორას ეფუძნება:
„დიდი აფეთქება“ დღეს ვაჭრობის დაწყებას 08:00 საათზე აღნიშნავს, აქციების ტიკერები კი ჰგვანან ვარსკვლავებს, რომლებიც ცენტრალური სინათლის წყაროს გარშემო ბრუნავენ.
კომპანიებსა და ემიტენტებს, რომლებიც ბაზრის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობენ, საფონდო ბირჟის უფროსი წარმომადგენელი ატრიუმში მასპინძლობს. ბაზრის დახურვის ცერემონია, კი ყოველდღიურად 16:30 საათზე იმართება და ბაზრის გახსნის ვიზუალიზაციის ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს
ცერემონიების კულტურული მნიშვნელობა
ბაზრის გახსნისა და დახურვის ცერემონიები თანამედროვე ფინანსურ ეკოსისტემაში სხვადასხვა დანიშნულებას იძენს. ლონდონის საფონდო ბირჟაზე, რომელიც დღეს მსოფლიოს უდიდესი და სწრაფადმზარდი კომპანიებისთვის ერთგვარ ფინანსურ ცენტრს წარმოადგენს, ამ ცერემონიებში მონაწილეობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ლონდონის საფონდო ბირჟაზე, წამყვან 100 კომპანიას შორის ლისტინგი ხშირად კომპანიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია და სწორედ ამ მიღწევის აღსანიშნად გამოიყენება ზარის დარეკვის ცერემონია.
ამასთან, ბირჟის გახსნის და დახურვის დროს ზარი კომპანიების მიერ სხვადასხვა კორპორატიული მოვლენების აღსანიშნადაც ირეკება - , იქნება ეს ობლიგაციების ტრანზაქციების დასრულება, იუბილეები, სტრატეგიული შენაძენები თუ ახალი პროდუქტების გამოშვება. საგულისხმოა ისიც, რომ ამ ცერემონიებზე რეგულარულად იკრიბებიან წამყვანი კომპანიები მთელი მსოფლიოდან. ყოველი ასეთი ცერემონია კი LSE-ის როგორც "მსოფლიოს საერთაშორისო ბაზრის" სახელს უსვამს ხაზს.
რაც მთავარია, აღნიშნული ცერემონიები მხოლოდ ცალკეულ კორპორატიულ მოვლენებს არ ასახავს, არამედ წარმოაჩენს ბაზრის დინამიკასაც, რადგან ყოველი გახსნა ახალი სავაჭრო დღისადმი ნდობის გამოხატულებაა, დახურვა კი - ხშირად საქმიანობის წარმატებით დასრულების ნიშანი. ხოლო სამყაროში, სადაც ინვესტირება სულ უფრო ავტომატიზებული და ალგორითმური ხდება, ეს ტრადიციაბაზრის თითოეულ მონაწილეს შეახსენებს რომ, სინამდვილეში, საფონდო ბირჟების საქმიანობის უკან რეალური ადამიანური ისტორიები დგას.