მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7109.6
0.015
flag
AZN 1.5762
-0.0005
flag
CNY 38.812
0.0007
flag
EUR 3.1802
0.002
flag
GBP 3.6578
0.007
flag
KZT 54.49
0.0039
flag
TRY 0.0613
0
flag
USD 2.6799
-0.0008

მარტის თვიდან „ნანოლენდი“ სტუმრებს ახალ კოტეჯებში უმასპინძლებს

news image

ნანოლენდი დასასვენებელი სივრცეა დუშეთში, ბაზალეთის ტბასთან ახლოს, რომელიც სამი წელია რაც ბაზარზე ოპერირებს. Business Insider Georgia 2025 წლის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე „ნანოლენდის“ დამფუძნებელს ნანიკო ქელიხაშვილს ესაუბრა.

„2025 წელი “ნანოლენდისთვის” ზრდისა და განვითარების წლად იქცა. ეს წელი საფუძველი გახდა შემდგომი წარმატებისა და განვითარებისთვის. მიხარია, რომ “ნანოლენდი” ინარჩუნებს ხარისხზე ორიენტირებულობას და დამსვენებლის კომფორტზე მორგებული, მყუდრო სივრცის სტატუსს.

ამჟამად, ვამატებთ ახალ კოტეჯებს, რომელთაც ორი საძინებელი ექნებათ, რაც საშუალებას მოგვცემს გავაფართოვოთ ნანოლენდის სერვისის მასშტაბი. ახალ კოტეჯში მოთავსდება 6–7 ადამიანი, ხოლო ჯამში ჩვენს კოტეჯებში მარტის თვიდან 12–13 სტუმარს ვუმასპინძლებთ “, - აცხადებს ნანიკო ქელიხაშვილი.

ცნობისთვის, „ნანოლენდი“ თბილისთან ახლოს დაახლოებით ერთი საათის გზაზე მდებარეობს და უზრუნველყოფილია საპარკინგე სივრცით.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სანაყინეების ქსელის გაფართოების ფარგლებში, „თოლია“ 2026 წელს კიდევ 5 ობიექტს გახსნის

17.02.2026.12:00

კომპანია თოლია - Tolia ქვეყანაში სანაყინეების ქსელის გაფართოების პროცესს აგრძელებს. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის სანაყინეების მარკეტინგის მენეჯერმა, ბერდია ბედიაშვილმა განაცხადა, 2026 წელს კომპანია 5 ახალი ობიექტის გახსნას გეგმავს.

„დღეისათვის „თოლიას“ სანაყინეების ქსელი 31 ობიექტს აერთიანებს, საიდანაც 4 ობიექტი 2025 წელს დავამატეთ. 2026 წელს კი კიდევ 5 ობიექტის გახსნა იგეგმება. ახალი ობიექტები როგორც თბილისში, ისე რეგიონებშიც გაიხსნება“, - განმარტავს ბერდია ბედიაშვილი.

სანაყინეების ქსელის გაფართოებასთან ერთად, „თოლია“ ასორტიმენტის გაზრდაზეც ინტენსიურად მუშაობს. კომპანიამ მომხმარებლებს უკვე შესთავაზა ცხელი შოკოლადი, ხოლო ზაფხულის სეზონზე ახალი პროდუქტების შეთავაზების გეგმაზე მუშაობა გრძელდება.

„თოლია“ დღეს ნაყინის ბაზრის ლიდერია და მისი წარმატება რამდენიმე ფაქტორით განპირობებულია, მათ შორის გამორჩეული მენიუ და კონცეფცია, რაც კომპანიას კონკურენტებისგან გამოარჩევს.

„თოლია“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართული ბრენდია ნაყინის ინდუსტრიაში. კომპანია ბაზარზე 1997 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს როგორც ინდუსტრიულ, ისე ჩამოსასხმელ ნაყინებს სთავაზობს.

„თოლიას“ სანაყინეები მდიდარ მენიუს სთავაზობს, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობით ვანილის ნაყინი სარგებლობს, რომელიც გაყიდვებში ერთპიროვნული ლიდერია. მას მოსდევს შოკოლადის ნაყინი.

ბრენდის წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მისი ძლიერი იმიჯია, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა. „თოლია“ საქართველოში ნაყინის ერთ-ერთი პირველი მწარმოებელი იყო, რომელმაც 90-იან წლებში მომხმარებელს ხარისხიანი პროდუქტი შესთავაზა, რაც დღემდე ინარჩუნებს მომხმარებლის ლოიალობას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა