მარტინ ლინდსტრომმა - ბრენდინგის #1 ექსპერტმა მსოფლიოში - „არქის“ რებრენდინგი განახორციელა
New York Times-ის რვა ბესტსელერი წიგნის ავტორმა და ბრენდინგის #1 საერთაშორისო ექსპერტმა მარტინ ლინდსტრომმა „არქის“ ახალი იდენტობის შექმნაზე იმუშავა.
ლინდსტრომი მარკეტინგისა და ბრენდინგის სფეროში მსოფლიოში წამყვანი ფიგურაა; მისი კომპანია Lindstrom Company ბრენდისა და ორგანიზაციული კულტურის ტრანსფორმაციაზე მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს. 2009 წელს TIME Magazine-მა ლინდსტრომი „მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის“ დაასახელა, ხოლო Thinkers 50-მა - მსოფლიოს ტოპ ბიზნესს მოაზროვნეთა შორის.

ბრენდის რედიზაინის ღონისძიებას „არქი გრანდ ავენიუს“ ღონისძიებების დარბაზმა უმასპინძლა.
ივენთზე მარტინ ლინდსტრომმა, საკუთარ მიმართვაში, „არქის“ ახალი იდენტობის კონცეფციასა და მის შინაარსზე ისაუბრა:
„არქი“ არის წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, სწორედ ამიტომ მისი ბრენდი იმსახურებს ისეთივე უნიკალურ მახასიათებლებს, როგორიც აქვთ წამყვან გლობალურ ბრენდებს - Uber, Lidl, Google, Lego, The Walt Disney Company, რომლებთანაც მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს. ვფიქრობ, არქის ბრენდის განვითარების ეს საფეხური დროული, გამორჩეული და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. არქის ხედვა სცდება ლოკალურ საზღვრებს - კომპანია თამამად დგამს ნაბიჯს საერთაშორისო აღიარებისკენ და აქვს ამბიცია დაიწყოს წარმატებების ახალი ერა.

ღონისძიებაზე „არქის“ დამფუძნებელმა, ილია წულაიამ, წარადგინა კომპანიის სამომავლო ხედვა და განვითარების სტრატეგია. მისი თქმით, რებრენდინგი მხოლოდ ვიზუალური განახლება არაა - ეს არის განვითარების ახალი ეტაპი, რომელზეც კომპანია გადადის.

„ჩვენი მიზანია, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ, დავნერგოთ ახალი სტანდარტები, ვიმუშაოთ საერთაშორისო დონის ექსპერტებთან და, რაც ყველაზე მთავარია, შევქმნათ საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილება.
მნიშვნელოვანია, რომ ჯგუფი ერთიან სტრატეგიაზე გადადის, რაც სამ მიმართულებას მოიცავს - Property, Hospitality და Investments. ჩვენ უფრო მეტ შესაძლებლობას შევთავაზებთ როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო სეგმენტს,“ - აღნიშნა ილია წულაიამ.
ეწვიეთ ლინკს: https://bit.ly/4pi2qcl
სხვა სიახლეები
ExpoGeorgia-ს ორგანიზებითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისის წიგნის დღეები 2025 გაიმართა
17.11.2025.17:22
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, 14-16 ნოემბერს, ExpoGeorgia-ს ორგანიზებულ თბილისის წიგნის დღეები 2025 -ის გენერალური სპონსორი იყო.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 60-ზე მეტი გამომცემლობა და წიგნის მაღაზია. შესაბამისად, სამი დღის განმავლობაში, დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ:
• გასცნობოდნენ უახლეს ლიტერატურულ ნაშრომებს;
• შეხვედროდნენ ცნობილ ავტორებს;
• მიეღოთ ექსკლუზიური შეთავაზებები და ფასდაკლებები;
• დასწრებოდნენ დისკუსიებსა და საინტერესო შეხვედრებს.
თბილისის წიგნის დღეების ფესტივალი ExpoGeorgia-ს მე 11 პავილიონში გაიმართა. სპეციალურად ამ დღეს, საქართველოს ბანკის მომხმარებლებს ბანკის ექსკლუზიური შეთავაზებები დახვდათ.
ინფორმაციისთვის, თბილისის წიგნის დღეები აერთიანებს გამომცემლებს, წიგნისა და აქსესუარების მაღაზიებს, ბიბლიოთეკებს, კულტურისა და განათლების ცენტრებს. ღონისძიება ქმნის სივრცეს, სადაც ლიტერატურა, კულტურა და ადამიანები ერთიანდებიან.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის ერთ–ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდებისთვის ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. ამ კუთხით ბანკი 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. მათ შორისაა, საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები, რომლებიც საქართველოს მასშტაბით 11 რეგიონის 24 სკოლაში ფუნქციონირებს და 18 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ამასთან, საქართველოს ბანკი ერთ წელზე მეტია სტიპენდიების პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 21 პარტნიორ უნივერსიტეტში სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 160-ზე მეტი სტიპენდიატი და მათი რაოდენობა იზრდება. საქართველოს ბანკის მიერ Fulbright-ის, CHEVENING-ისა და ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში კი უკვე 60 ახალგაზრდა გაემგზავრა დიდ ბრიტანეთში, აშშ–ში და გერმანიაში სასწავლებლად. საქართველოს ბანკის CSR პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: csr.bog.ge.