მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7232.5
0.0109
flag
AZN 1.5849
0
flag
CNY 39.473
-0.0046
flag
EUR 3.1652
-0.0027
flag
GBP 3.642
0.0035
flag
KZT 58.2
0.0012
flag
TRY 0.06
0
flag
USD 2.6938
0

მართე გადახდები კიდევ უფრო მარტივად მობაილაპით - Flitt Dashboard

news image

Flitt არის თიბისის წევრი ფინტექ კომპანია, რომელიც ბიზნესებს სთავაზობს ონლაინ გადახდების მიღებისა და მართვის მარტივ, სწრაფ და უსაფრთხო გზებს.

კომპანიის მისიაა, რეგიონში ბიზნესებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ციფრული გადახდების მოქნილი გადაწყვეტილებები, რომლებიც აქტუალურია გლობალურ ფინტექ ინდუსტრიაში. ასევე შექმნას გარემო, რომელიც სწრაფ განვითარებაში, მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებასა და შემოსავლის ზრდაში დაეხმარებათ.

ამჯერად, Flitt-მა ბიზნესებისთვის შექმნა მობაილაპი - Flitt Dashboard, რომელიც  QR და ბმულით მიღებული გადახდების პირდაპირ ტელეფონიდან მართვის შესაძლებლობას აძლევთ, დამატებითი მოწყობილობების ან ტექნიკური ინტეგრაციის გარეშე.

აპლიკაცია ერთ სივრცეში აერთიანებს გადახდების მენეჯმენტს, რეპორტინგსა და ანალიტიკას. მისი საშუალებით, ბიზნესს შეუძლია რეალურ დროში აკონტროლოს ფულადი ნაკადები, როგორც ონლაინ, ისე ფიზიკური გადახდების შემთხვევაში.

Flitt Dashboard-ის შესაძლებლობები

Flitt Dashboard ბიზნესებს აძლევს საშუალებას ერთი დეშბორდიდან:

  • მიიღონ QR და ბმულით გადახდები
  • აკონტროლონ ტრანზაქციები რეალურ დროში
  • სწრაფად მოიძიონ ნებისმიერი ოპერაცია
  • გაუგზავნონ ან ხელახლა გაუგზავნონ ქვითრები მომხმარებლებს
  • მართონ თანხის დაბრუნებები
  • აკონტროლონ conversion rate
  • მიიღონ დეტალური რეპორტები და ანალიტიკა

აპლიკაციის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია თანამედროვე ავტორიზაციის სისტემებით, მათ შორის: Face ID, Touch ID და PIN კოდი.

აპლიკაციის გადმოწერა:

„Flitt Dashboard არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი მისიისკენ - ონლაინ გადახდების მართვა გავხადოთ მაქსიმალურად მარტივი და ხელმისაწვდომი ბიზნესებისთვის. ჩვენი სერვისებითა და პროდუქტებით ვქმნითციფრული გადახდების მოქნილ ინფრასტრუქტურას, რომელიც სიმარტივის გარდა, არის უსაფრთხო და სანდო“,-  გიორგი ქუთათელაძე, Flitt-ის CEO 

კომპანია აგრძელებს განვითარებას, იმისათვის, რომ ყველა ზომის ბიზნესს შესთავაზოს პროდუქტები და სერვისები, რომლებიც სრულად შეესაბამება გლობალურ ფინტექ სტანდარტებს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image KiwiPost-ი საერთაშორისო გაფართოებას აგრძელებს - კომპანიამ ოპერირება უზბეკეთის ბაზარზე დაიწყო

22.04.2026.18:00

ქართული გადამზიდი კომპანია Kiwi Post • კივი პოსტი  უზბეკეთის ბაზარზე შევიდა. ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს კომპანიის საოპერაციო მენეჯერმა ქეთი შანიძემ განუცხადა.

„უზბეკეთის პროექტზე მუშაობა საკმაოდ დიდი ხნის წინ დავიწყეთ. 4 აპრილს კი ოფიციალურად შევედით უზბეკეთის ბაზარზე.

იმის გათვალისწინებით, რომ უზბეკეთის ბაზარი ბოლო პერიოდში აქტიურად იზრდება, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს. ასევე აღსანიშნავია, რომ არსებობს როგორც მოთხოვნა, ისე მზარდი ინტერესი.

უზბეკეთში მომხმარებლებისთვის უკვე ხელმისაწვდომია:

  • ამანათების ჩამოტანა აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, ჩინეთიდან, თურქეთიდან და ესპანეთიდან;
  • პირადი მისამართები თითოეულ ქვეყანაში;
  • საკუთარი მობილური აპლიკაცია სრული თრექინგის ფუნქციით;
  • მარტივი და გამჭვირვალე შეკვეთის პროცესი;
  • მხარდაჭერა მიწოდების ყველა ეტაპზე;

სამომავლოდ, ქალაქში სერვის ცენტრების ქსელის გაფართოებას ვგეგმავთ, რათა მომსახურება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს “, - აცხადებს ქეთი შანიძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა