მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.5
0.001
flag
AZN 1.5848
-0.0003
flag
CNY 39.479
-0.0022
flag
EUR 3.1771
0.0037
flag
GBP 3.6439
-0.0046
flag
KZT 57.5
0.0021
flag
TRY 0.06
-0.0002
flag
USD 2.6936
-0.001

“მართე ბიზნესი ბიზნეს მობილბანკით“ - როგორ შეიქმნა და განვითარდა საქართველოს ბანკის აპლიკაცია ბიზნესებისთვის

news image

ბიზნესის სწორად მართვას განსაკუთრებული ყურადღება, დრო და რესურსები სჭირდება. თანამედროვე სამყაროში კი ტექნოლოგიები ამ ყველაფრის დაზოგვის, შესაბამისად - ბიზნესის ეფექტიანად მართვის შესაძლებლობას იძლევა. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი ბიზნესებისთვის ავითარებს აპლიკაციას - ბიზნეს მობილბანკს, რომელიც უკვე იქცა 80 ათასზე მეტი მომხმარებლისთვის ბიზნესის და ფინანსების მართვის გამორჩეულ პლატფორმად.  ბლოგში გიამბობთ, როგორი ტრანსფორმაცია განიცადა აპლიკაციამ, რომელიც წელს SME Business Agency-იმ საქართველოში საუკეთესო ბიზნეს მობილბანკად აღიარა.

„მართე ბიზნესი ბიზნეს მობილბანკით“

2021 წელს, დიჯიტალიზაციის მზარდ ტენდენციებზე საპასუხოდ, საქართველოს ბანკმა ბიზნესებს გამორჩეული ტექნოლოგიური ინსტრუმენტი შესთავაზა. აპლიკაცია ფინანსების მართვის გამარტივების მისიით შეიქმნა და კომპანიებს საბანკო პროდუქტებითა და სერვისებით დისტანციურად სარგებლობის შესაძლებლობა მისცა. შექმნიდან 1 წელიწადში კი საქართველოს ბანკმა მომხმარებლებს სრულიად განახლებული ბიზნეს მობილბანკი წარუდგინა.

სულ ახალი ბიზნეს მობილბანკი მომხმარებლების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად შეიქმნა და არაერთ სიახლეს სთავაზობდა ბაზარს. მათ შორის იყო ანგარიშების მართვის ფუნქციონალი,  დოკუმენტების დადასტურების შესაძლებლობა, შეღავათიანი პირობები ვალუტის კურსის კონვერტაციაზე და სხვა.

განახლებული ბიზნეს მობილბანკი დიზაინის კუთხითაც გამოირჩეოდა - პარამეტრების მორგების ფუნქციონალით შესაძლებელი გახდა პირადი მონაცემების შეცვლა, დიზაინის სასურველი რეჟიმის შერჩევა და ავტორიზაციის პროცესის კომფორტულად გავლა.

აპლიკაციის განვითარება მომდევნო წლებში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდა და მან ბიზნესისთვის საჭირო არაერთი ფუნქციონალი შეიძინა.

ფუნქციონალები

4 წლის განმავლობაში საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი ყოვლისმომცველ ფინანსურ აპლიკაციად გარდაიქმნა და ბიზნესებს, ტრადიციული საბანკო სერვისების მიღმა, არაერთი სასარგებლო სერვისი შესთავაზა. დღეს ბიზნეს მობილბანკით შესაძლებელია:

  • ყველა ტრანზაქციის შესრულება, რაც ბიზნესს შესაძლოა დასჭირდეს;
  • ამონაწერის მიღება როგორც ჯამურ თანხებზე, ისე ანგარიშის ნომრისა და თარიღის მიხედვით;
  • ხელფასის გადარიცხვა;
  • საკრედიტო ხაზის ათვისება და შეღავათიანი ბიზნეს სესხით სარგებლობა;
  • ინდივიდუალურად ან პაკეტურად გადარიცხვების შესრულება;
  • ციფრული ან პლასტიკური ბიზნეს ბარათის შეკვეთა;
  • ბიზნეს ნაკრების გახსნა;
  • ახალი ანგარიშის გახსნა;
  • ბიზნეს ანაბრის გახსნა და სხვა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სერვისი, რომლითაც სარგებლობა კომპანიებს მობილბანკის დახმარებით შეუძლიათ, ბიზნეს შეთავაზებებია. იგი ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულ საბუღალტრო, საგადასახადო, მარკეტინგულ და სხვა სერვისებზე ფასდაკლებებს აერთიანებს.

ჯილდოები

ბიზნეს მობილბანკი დროთა განმავლობაში იქცა ინსტრუმენტად საუკეთესო საბანკო გამოცდილების მიღებისთვის. ეს პროგრესი კი საერთაშორისო გამოცემებმაც აღიარეს.

2023 წელს Global Finance-მა მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოს ფარგლებში, მსოფლიოში საუკეთესო ციფრული კორპორატიული ბანკების ქვე-კატეგორიის გამარჯვებულები გამოავლინა. მსოფლიოში საუკეთესო ბიზნეს მობილური აპლიკაციის ნომინაციაში გამარჯვებულად კი საქართველოს ბანკი დასახელდა.

აღსანიშნავია, რომ ჯილდო საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკმა 2024 წელსაც მოიპოვა. ამჯერად მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო სააგენტომ (SME Banking Agency) საქართველოს ბიზნეს მობილბანკი, ბიზნეს ინტერნეტბანკთან ერთადქვეყანაში საუკეთესოდ დაასახელა. აღსანიშნავია, რომ რეგიონულ რეიტინგში საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკი 60-ზე მეტ ფინანსურ ინსტიტუტს შორის მეორე ადგილს იკავებს. საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი კი რეგიონში წამყვან 10 საბანკო აპლიკაციას შორის მოხვდა.

დღეს საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკის მომხმარებელთა კმაყოფილების მაჩვენებელი 94%-ს უტოლდება.

გაიგეთ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკის შესახებ მეტი ამ ბმულიდან, ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Trump Tower Tbilisi ჩვენთვის ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ცალკე აღებული დეველოპერული პროექტი - ეს არის დადასტურება იმისა, რომ ქართულ ხედვას, პროფესიონალიზმსა და ქართულ შრომას შეუძლია დადგეს მსოფლიოს უდიდეს ბრენდებთან ერთ რიგში l სოსო ფხაკაძე

20.04.2026.16:42

"Trump Tower Tbilisi ჩვენთვის ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ცალკე აღებული დეველოპერული პროექტი - ეს არის დადასტურება იმისა, რომ ქართულ ხედვას, პროფესიონალიზმსა და ქართულ შრომას შეუძლია დადგეს მსოფლიოს უდიდეს ბრენდებთან ერთ რიგში.

ჩვენს პარტნიორთან, “არქისთან” ერთად გვჯერა, რომ თბილისი იმსახურებს იმავე ხარისხის არქიტექტურასა და ცხოვრების სტანდარტს, რასაც ნიუ-იორკი, მაიამი თუ დუბაი სთავაზობენ საკუთარ მოქალაქეებსა და სტუმრებს - და ეს პროექტი სწორედ ამ რწმენის მატერიალიზებაა.

პროექტის განხორციელებაში ასევე მონაწილეობენ: The Sapir Organization-ი, BLOX Group-ი და Finvest Georgia.

პროექტის არქიტექტორია “Gensler”-ი, ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი არქიტექტურული კომპანია. The Trump Organization-ის გლობალური სტანდარტებისა და Gensler-ის პროფესიონალიზმის შერწყმით შექმნილი პროექტი აუცილებლად გახდება ჩვენი დედაქალაქის ახალი არქიტექტურული ღირსშესანიშნაობა და დააწესებს სრულიად ახალ ხარისხობრივ სტანდარტს.

პროექტის ეკონომიკური ეფექტი მრავალმხრივია: მასშტაბური პროექტის ირგვლივ უცხოური კაპიტალის მოზიდვა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა სამშენებლო და ოპერაციულ ფაზებზე, საერთაშორისო ბაზრებიდან უძრავი ქონების შესყიდვის მსურველთა ინტერესის ზრდა და ქართული დეველოპერული ინდუსტრიის შემდგომი განვითარება. აღნიშნული პროექტი არის სტრატეგიული ეტაპი და იგი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას პრემიუმ უძრავი ქონების გლობალურ ბაზარზე ", - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა