მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7221.6
0.004
flag
AZN 1.5849
0.0004
flag
CNY 39.519
0.0021
flag
EUR 3.1679
-0.0008
flag
GBP 3.6385
-0.001
flag
KZT 58.08
0.0035
flag
TRY 0.06
0
flag
USD 2.6938
0.0007

„მარილა“ საერთაშორისო გაფართოებას აგრძელებს და ოპერირებას ესპანეთის ბაზარზე იწყებს

news image

მარილა ქართული ბრენდია, რომელიც ქმნის პრემიალურ მარილ-სანელებელს, რომელიც განსაკუთრებით საინტერესო პროდუქტად იქცა გურმანებისა და მაღალი გასტრონომიის მოყვარულთათვის. კომპანია იყენებს სიცილიურ, ხმელთაშუა ზღვის მარილსა და ქართულ ქვევრის ღვინოს, რომლის შედეგადაც მიიღება ღვინის მარილი , - ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს კომპანიის დირექტორმა, ვახტანგ ვათიაშვილმა განუცხადა. 

“მარილა” აწარმოებს შვიდ სხვადასხვა სახეობის სანელებელს. ესაა: კლასიკური საფერავი და რქაწითელი, პიკანტური მარილა - სხვადასხვა სუნელებით, საფერავი ლავანდით, რქაწითელი -„ჩაქაფული“, რქაწითელი -„მეგრული ცხარე“ და რქაწითელი ტრუფელით.

2026 წლის მარტში, კომპანიამ მონაწილეობა მიიღო ბარესელონაში, მასშტაბურ საკვებ გამოფენაზე, რომელიც 50 წელია მიმდინარეობს და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წამყვან გამოფენად ითვლება. აღსანიშნავია, რომ “მარილა” ერთადერთი კომპანია იყო, რამდენიმე ათას მონაწილეთა შორის, რომელსაც ქვევრის ღვინის მარილი ჰქონდა წარმოდგენილი.


ბარსელონაში “მარილამ” რამდენიმე საინტერესო შეთავაზება მიიღო და უკვე ემზადება ექსპორტისთვის ესპანეთში. “მარილა” ასევე წარმოდგენილი იქნება თბილისის გასტრო კვირეულზე, რომელიც 2026 წლის მაისში გაიმართება, სადაც იგეგმება კოლაბორაცია ცნობილ ქართველ და უცხოელ შეფებთან.

“მარილა” ძალიან საინტერესო პროდუქტია მიშლენის დონის რესტორნებისა და შეფებისთვის, ასევე გურმანებისთვის, რომელთაც თავად უყვართ კერძების მომზადება და განსაკუთრებული გემოს შექმნა. ესაა დამასრულებელი მარილი, რომელიც თითოეულ კერძს განსაკუთრებულს ხდის. ამ მიმართულებით კომპანია გეგმავს ცალკე კამპანიას, რათა ქართულ ბაზარზე ფართო მასშტაბით დაიმკვიდროს თავი და გაზარდოს ცნობა მომხმარებელში. კომპანიამ დამატებით შეიძინა რამდენიმე დანადგარი, რამაც გაზარდა წარმოების გაფართოებისთვის მზაობა.

“მარილა” ამჟამად იყიდება ამერიკაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში და მალე გამოჩნდება ესპანურ ბაზარზე “, - აცხადებს კომპანიის დირექტორი.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image BIZU-ს ბეჭდები Coachella-ს ფესტივალზე - ქართული ბრენდი საერთაშორისო ყურადღების ცენტრში

22.04.2026.12:00

ჩვენთვის ეს მომენტი მართლაც დაუვიწყარი და განსაკუთრებულია. სავსეები ვართ ემოციებით, აღფრთოვანებითა და უდიდესი ბედნიერებით, რადგან BIZU-ს ბეჭდები Coachella Valley Music and Arts Festival-ის დიდ სცენაზე გამოჩნდა , - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს პრემიუმ ხარისხის ქართული სამკაულების ბრენდის, BIZU-ს თანადამფუძნებელმა, ანუშკა ხაჩიძემ განაცხადა.

„ჩვენთვის ეს მომენტი მართლაც დაუვიწყარი და განსაკუთრებულია. სავსეები ვართ ემოციებით, აღფრთოვანებითა და უდიდესი ბედნიერებით, რადგან BIZU-ს ბეჭდები Coachella-ს ფესტივალის დიდ სცენაზე გამოჩნდა - მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და გავლენიან მუსიკალურ ფესტივალზე.

განსაკუთრებით ამაღელვებელია ის ფაქტი, რომ ჩვენი ბეჭდები სცენაზე იყო ცნობილ მომღერალ ვარსკვლავ Hayley Kiyoko-სთან ერთად. ეს ჩვენთვის მხოლოდ ლამაზი დეტალი არ არის - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც კიდევ ერთხელ გვაგრძნობინებს, რომ BIZU-ს სამკაულები უკვე ბევრად დიდ სივრცეში, საერთაშორისო ყურადღების ცენტრში იკავებს თავის ადგილს.

Coachella ყოველთვის ასოცირდება თავისუფლებასთან, ინდივიდუალობასთან, გამორჩეულ სტილთან და იმ ენერგიასთან, რომელიც მოდასა და მუსიკას ერთ სივრცეში აერთიანებს. სწორედ ამიტომ ჩვენთვის განსაკუთრებით სიმბოლურია, რომ BIZU-ს ბეჭდები ამ მასშტაბის ფესტივალის სცენაზე აღმოჩნდა - გარემოში, სადაც ყველა დეტალი, ყველა აქსესუარი და ყველა ელემენტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

Hayley Kiyoko-ს მსგავსი გამორჩეული არტისტის სტილში BIZU-ს დანახვა ჩვენთვის უდიდესი სიამაყის მიზეზია. ეს არის ემოციური მომენტი, რომელიც გვაძლევს შთაგონებას, კიდევ უფრო დიდი სიყვარულით, სიფრთხილითა და ამბიციით გავაგრძელოთ ის გზა, რომელსაც ჩვენი ბრენდი მიჰყვება “, - აცხადებს ანუშკა ხაჩიძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა