მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7087.9
0.0064
flag
AZN 1.5883
-0.0007
flag
CNY 38.201
-0.0005
flag
EUR 3.1461
-0.0061
flag
GBP 3.6017
-0.0039
flag
KZT 53.53
-0.0035
flag
TRY 0.0635
-0.0001
flag
USD 2.7005
-0.0011

მარიამ ქვრივიშვილმა უნგრეთის ელჩთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილა

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში უნგრეთის ახლადდანიშნულ ელჩს პეტრა პონევაჩ - პანას შეხვდა. მინისტრმა ელჩს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატება უსურვა. 

შეხვედრაზე განხილულ იქნა ეკონომიკური თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში. ხაზი გაესვა ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა ორმხრივი ვაჭრობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ენერგეტიკა, ტურიზმი, სამოქალაქო ავიაცია, კავშირგაბმულობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები და სხვ.  მხარეები საქართველო-უნგრეთის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. 

შეხვედრაზე მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, რომელიც მიმდინარე წელს 22-23 ოქტომბერს გაიმართება, უნგრეთი მაღალი დონის დელეგაციით იქნება წარმოდგენილი.

2024 წელს საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა და აღსანიშნავია, რომ აქედან  ექსპორტის ზრდა 93%-ს შეადგენს. 19%-ით არის გაზრდილი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 2025 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებითაც. გარდა ამისა, ხაზგასასმელია ტურიზმის ზრდის სტატისტიკაც, რომელსაც კიდეც უფრო გაუმჯობესების დიდი პოტენციალი აქვს.  ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ის საქართველოში წარმატებული ოპერირება - ავიაკომპანია  ამჟამად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული ოთხი საჰაერო  ხომალდით  ოპერირებს და მიმდინარეობს მოლაპარაკებები მეხუთე ბაზირებული ხომალდის დამატებასთან დაკავშირებით.

ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების კუთხით ასევე აღსანიშნავია 2025 წლის აპრილში, თბილისში გამართული საქართველო-უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეექვსე სესია, ასევე 2025 წლის ივნისში ბუდაპეშტში გამართული საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტის მეორე შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას საქართველოსა და უნგრეთს შორის.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image SOLO-ს საახალწლო შეთავაზება მომხმარებლებს: შეხვდით 31 დეკემბერს Rooms Batumi-ში სტეფანესთან ერთად

05.12.2025.18:42

31 დეკემბერს, Rooms Batumi ახალ წელს Stephane-სთან ერთად ხვდება. ღონისძიების მხარდამჭერია SOLO და Visa. 

სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ არტისტის ახალ და ძველ, ყველასთვის კარგად ნაცნობ სიმღერებს, რომლებიც ელექტრონული, პოპ, ბლუზ, დისკო და ფანკის ელემენტებს აერთიანებენ.

1 იანვარს ღონისძიება გაგრძელდება Day Party-ით, გუგა ხელაიასთან ერთად.

ამასთან, SOLO-ს მომხმარებლებისთვის მოქმედებს სპეციალური შეთავაზება, რომლის ფარგლებშიც, 10 დეკემბრამდე, სასტუმროს SOLO Visa ბარათით დაჯავშნის შემთხვევაში, ოთახებზე იმოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.

ინფორმაციისთვის, ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ Rooms Batumi-ს სტუმრებისთვის.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა