მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7087.9
0.0064
flag
AZN 1.5883
-0.0007
flag
CNY 38.201
-0.0005
flag
EUR 3.1461
-0.0061
flag
GBP 3.6017
-0.0039
flag
KZT 53.53
-0.0035
flag
TRY 0.0635
-0.0001
flag
USD 2.7005
-0.0011

მარიამ ქვრივიშვილი კომპანია TAV Airports-ის პრეზიდენტს სერქან კაპტანს შეხვდა

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა კომპანია TAV Airports-ის პრეზიდენტ სერქან კაპტანთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც განხილულ იქნა კომპანიის შეთავაზება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემდგომი განვითარების შესახებ. კომპანია TAV Airports-ი ამჟამად თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია და ერთ-ერთი უმსხვილესი საავიაციო ჰოლდინგის, ფრანგული Groupe ADP - ის წევრია. აღსანიშნავია, რომ TAV Airports-ის მხრიდან წინადადების წარმოდგენას წინ უძღოდა შეხვედრა ADP - ის უმაღლეს ხელმძღვანელ პირებთან პარიზის ბოლო საავიაციო გამოფენის ფარგლებში, სადაც პირველად დაფიქსირდა საავიაციო ჰოლდინგის მხრიდან თბილისისა და ბათუმის მოქმედ აეროპორტებში დამატებითი ინვესტიციების განხორციელების ინტერესი.

სამუშაო შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გივი დავითაშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თამარ იოსელიანი და ამავე კომპანიის გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი, აგრეთვე კომპანია ტავ ჯორჯიას გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე.

როგორც სამუშაო შეხვედრაზე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, ვაზიანში, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი 2031 წლიდან ამოქმედდება და გათვლილი იქნება 19 მლნ მგზავრზე წელიწადში. მისი თქმით, დღეს სამოქალაქო ავიაცია ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სექტორია საქართველოში - 2024 წელს მგზავრთნაკადი 24 პროცენტით გაიზარდა და 7,4 მლნ მგზავრს გადააჭარბა, ეს ტენდენცია 2025 წელსაც გაგრძელდა. ასევე მზარდია საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში სიხშირეებისა და მიმართულებების რაოდენობა. მინისტრის განცხადებით, ამ ტენდენციის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა განიხილავს თბილისის არსებული საერთაშორისო აეროპორტის მოდერნიზაციასა და გაფართოებას, რათა ვაზიანის ამოქმედებამდე, შესაძლებელი იყოს გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურება შეფერხების გარეშე.

როგორც TAV Airports-ის პრეზიდენტმა განაცხადა, წელს კომპანია აღინიშნავს თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში ოპერირების დაწყებიდან 20 წლის იუბილეს. მისი თქმით, TAV Airports-ი განიხილავს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 150 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას, რომელიც მოხმარდება არსებული ტერმინალის გაფართოვებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას და უზრუნველყოფს 2031 წლამდე აეროპორტის გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურებას. სერქან კაპტანის განცხადებით, კომპანიის შეთავაზება ითვალისწინებს თბილისის აეროპორტის გამტარუნარიანობის გაორმაგებას. „გასულ წელს ჩვენ 4,7 მილიონი მგზავრი გვყავდა. ტერმინალებში გამტარუნარიანობის ზედა ზღვრამდე მივდივართ, სწორედ ამიტომ მივმართეთ საქართველოს მთავრობას, რათა შეგვეთავაზებინა ახალი ინვესტიცია ტერმინალების გასაუმჯობესებლად და აეროპორტის გამტარუნარიანობის 10 მილიონ მგზავრამდე გასაზრდელად," - აღნიშნა TAV Airports-ის პრეზიდენტმა.

სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მოხდება TAV Airports-ის შეთავაზების დეტალური შესწავლა თბილისის არსებული აეროპორტის გაფართოებასა და დამატებით ინვესტიციის განხორციელების მიზნით. ტავ ჯორჯია საქართველოში 20 წელია ოპერირებს და ამ პერიოდის განმავლობაში თბილისისა და ბათუმის აეროპორტების განვითარებაში 230 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია განახორციელა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image SOLO-ს საახალწლო შეთავაზება მომხმარებლებს: შეხვდით 31 დეკემბერს Rooms Batumi-ში სტეფანესთან ერთად

05.12.2025.18:42

31 დეკემბერს, Rooms Batumi ახალ წელს Stephane-სთან ერთად ხვდება. ღონისძიების მხარდამჭერია SOLO და Visa. 

სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ არტისტის ახალ და ძველ, ყველასთვის კარგად ნაცნობ სიმღერებს, რომლებიც ელექტრონული, პოპ, ბლუზ, დისკო და ფანკის ელემენტებს აერთიანებენ.

1 იანვარს ღონისძიება გაგრძელდება Day Party-ით, გუგა ხელაიასთან ერთად.

ამასთან, SOLO-ს მომხმარებლებისთვის მოქმედებს სპეციალური შეთავაზება, რომლის ფარგლებშიც, 10 დეკემბრამდე, სასტუმროს SOLO Visa ბარათით დაჯავშნის შემთხვევაში, ოთახებზე იმოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.

ინფორმაციისთვის, ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია მხოლოდ Rooms Batumi-ს სტუმრებისთვის.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა