მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7083
0.0113
flag
AZN 1.601
-0.0015
flag
CNY 38.005
0.003
flag
EUR 3.191
0.0028
flag
GBP 3.7287
-0.0089
flag
KZT 52.33
-0.0001
flag
TRY 0.0684
0.0001
flag
USD 2.7227
-0.0009

მარიამ ქვრივიშვილი კომპანია TAV Airports-ის პრეზიდენტს სერქან კაპტანს შეხვდა

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა კომპანია TAV Airports-ის პრეზიდენტ სერქან კაპტანთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც განხილულ იქნა კომპანიის შეთავაზება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემდგომი განვითარების შესახებ. კომპანია TAV Airports-ი ამჟამად თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია და ერთ-ერთი უმსხვილესი საავიაციო ჰოლდინგის, ფრანგული Groupe ADP - ის წევრია. აღსანიშნავია, რომ TAV Airports-ის მხრიდან წინადადების წარმოდგენას წინ უძღოდა შეხვედრა ADP - ის უმაღლეს ხელმძღვანელ პირებთან პარიზის ბოლო საავიაციო გამოფენის ფარგლებში, სადაც პირველად დაფიქსირდა საავიაციო ჰოლდინგის მხრიდან თბილისისა და ბათუმის მოქმედ აეროპორტებში დამატებითი ინვესტიციების განხორციელების ინტერესი.

სამუშაო შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გივი დავითაშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თამარ იოსელიანი და ამავე კომპანიის გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი, აგრეთვე კომპანია ტავ ჯორჯიას გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე.

როგორც სამუშაო შეხვედრაზე მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, ვაზიანში, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი 2031 წლიდან ამოქმედდება და გათვლილი იქნება 19 მლნ მგზავრზე წელიწადში. მისი თქმით, დღეს სამოქალაქო ავიაცია ერთ-ერთი ყველაზე მზარდი სექტორია საქართველოში - 2024 წელს მგზავრთნაკადი 24 პროცენტით გაიზარდა და 7,4 მლნ მგზავრს გადააჭარბა, ეს ტენდენცია 2025 წელსაც გაგრძელდა. ასევე მზარდია საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში სიხშირეებისა და მიმართულებების რაოდენობა. მინისტრის განცხადებით, ამ ტენდენციის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობა განიხილავს თბილისის არსებული საერთაშორისო აეროპორტის მოდერნიზაციასა და გაფართოებას, რათა ვაზიანის ამოქმედებამდე, შესაძლებელი იყოს გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურება შეფერხების გარეშე.

როგორც TAV Airports-ის პრეზიდენტმა განაცხადა, წელს კომპანია აღინიშნავს თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში ოპერირების დაწყებიდან 20 წლის იუბილეს. მისი თქმით, TAV Airports-ი განიხილავს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 150 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებას, რომელიც მოხმარდება არსებული ტერმინალის გაფართოვებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას და უზრუნველყოფს 2031 წლამდე აეროპორტის გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურებას. სერქან კაპტანის განცხადებით, კომპანიის შეთავაზება ითვალისწინებს თბილისის აეროპორტის გამტარუნარიანობის გაორმაგებას. „გასულ წელს ჩვენ 4,7 მილიონი მგზავრი გვყავდა. ტერმინალებში გამტარუნარიანობის ზედა ზღვრამდე მივდივართ, სწორედ ამიტომ მივმართეთ საქართველოს მთავრობას, რათა შეგვეთავაზებინა ახალი ინვესტიცია ტერმინალების გასაუმჯობესებლად და აეროპორტის გამტარუნარიანობის 10 მილიონ მგზავრამდე გასაზრდელად," - აღნიშნა TAV Airports-ის პრეზიდენტმა.

სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მოხდება TAV Airports-ის შეთავაზების დეტალური შესწავლა თბილისის არსებული აეროპორტის გაფართოებასა და დამატებით ინვესტიციის განხორციელების მიზნით. ტავ ჯორჯია საქართველოში 20 წელია ოპერირებს და ამ პერიოდის განმავლობაში თბილისისა და ბათუმის აეროპორტების განვითარებაში 230 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია განახორციელა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ბავშვებისა და მოზარდებისთვის, BTU და Coca Cola ციფრული წიგნიერების საერთაშორისო ინიციატივას იწყებენ

01.07.2025.16:28

ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის, BTU და Coca Cola ციფრული წიგნიერების საერთაშორისო ინიციატივას იწყებენ. ინიციატივის ფარგლებში, თანამედროვე ტექნოლოგიების, კიბერჰიგიენის, ხელოვნური ინტელექტის და სხვა საკითხების გარშემო შექმნილი საგანმანათლებლო, მულტიმედია მასალა, ქართულ და ინგლისურ ენაზე, ასობით ათას ბავშვს და მოზარდს, როგორც საქართველოში, ისე მთელს მსოფლიოში გაუზიარდება. პროექტი ხორციელდება BTU AI4Globe და „კოკა-კოლა განათლებისთვის“ ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში. შექმნილი ვიდეორგოლებისა და მულტიმედია მასალის გარდა, მთელი წლის განმავლობაში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი უმასპინძლებს საბავშვო ტექნოლოგიურ ბანაკებს, ვორკშოპებს და ჩაატარებს სესიებს აღნიშნული საგანმანათლებლო მასალების შესახებ.

ინიციატივის ფარგლებში, უკვე შეიქმნა 20 ვიდეომასალა ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომლებიც ეტაპობრივად განთავსდება ონლაინ პლატფორმაზე და ფართოდ ხელმისაწვდომი იქნება მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვისა და მასწავლებლებისთვის.

ვიდეორგოლები შექმნილია შემდეგი თემატიკის გარშემო: კიბერჰიგიენა, სოციალური მედიის უსაფრთხოება, სოციალური ინჟინერია და ფიშინგის ტიპები, კიბერბულინგი და სახიფათო თამაშები, ხელოვნური ინტელექტი და კიბერუსაფრთხოება, რა არის ხელოვნური ინტელექტი?, როგორ მუშაობს ხელოვნური ინტელექტი, ხელოვნური ინტელექტის როლი ყოველდღიურ ცხოვრებაში, მონაცემები და AI-ის აპლიკაციები, AI ტექნოლოგიების საწყისები ბავშვებისთვის, ეთიკა, კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება AI-ში ბავშვებისთვის, ხელოვნური ინტელექტი და სხვადასხვა პროფესიები, როგორ მუშაობს ნივთების ინტერნეტი AI-ში, ხელოვნური ინტელექტის (AI) აპლიკაციები განათლებაში, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება თამაშების შესაქმნელად, ხელოვნური ინტელექტის როლი კლიმატის ცვლილებებში, ხელოვნური ინტელექტი და რობოტიკა, ხელოვნური ინტელექტი საზოგადოებრივი სიკეთისთვის, ცრუ ახალი ამბები და Deepfake: ინსტრუმენტები, რა არის ციფრული ნაკვალევი?

კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასთვის განათლების ხელშეწყობა არა მხოლოდ სოციალურიპასუხისმგებლობის ნაწილი, არამედ კომპანიის ღირებულებებისა და მისი ხედვის განუყოფელინაწილია. წლების განმავლობაში, კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია აქტიურად უჭერს მხარსსაგანმანათლებლო ინიციატივებსა და პროექტებს, რომელთა მიზანია ახალგაზრდებისთვის ცოდნისხელმისაწვდომობა და შესაძლებლობების გაფართოებაა.

BTU-ს პროექტის, AI4Globe-ის მიზანია, ხელი შეუწყოს ბავშვების და ახალგაზრდების, ქალების დაკერძო სექტორის მიერ, თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისების, მომზადება გადამზადებისპროცესს. საერთაშორისო პროექტი საქართველოდან მსოფლიოში უკვე ხორციელდება და აფრიკისრამდენიმე ქვეყანაში, უკრაინაში და სლოვაკეთში, მიზნობრივი ჯგუფებისთვის ქმნის და უფასოდაზიარებს საგანმანათლებლო მასალას და მულტიმედია რესურსებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა