მარიამ ქვრივიშვილი დიდი ბრიტანეთის ელჩს გარეტ უორდს შეხვდა - რა განიხილეს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში გარეტ უორდს შეხვდა. შეხვედრას ასევე დაესწრო მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.
შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური მიმართულებით არსებულ დინამიკას ისეთ სექტორებში, როგორიცაა ვაჭრობა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, საფინანსო სექტორი, ტურიზმი და სამოქალაქო ავიაცია. აღინიშნა ის ტენდენციები, რომლებიც ორი ქვეყნის ეკონომიკურ ურთიერთობებში არსებობს, მათ შორისაა ორმხრივი ვაჭრობა - 2024 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 170 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 7 პროცენტით მეტია. ასევე გაიზარდა ექსპორტის მაჩვენებელი - 2024 წელს ადგილობრივმა ექსპორტმა დიდ ბრიტანეთში 43 პროცენტით მოიმატა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 2024 წელს დიდი ბრიტანეთიდან საქართველოს ეკონომიკაში 448 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. მინისტრმა ხაზი გაუსვა თანამშრომლობის გააქტიურების აუცილებლობას ორი ქვეყნის საქმიან წრეებს შორის. მისი თქმით, ორი ქვეყნის მთავრობებმა ხელი უნდა შეუწყონ კერძო სექტორს, რათა მათ მეტად გაიცნონ ერთმანეთი და ერთობლივი პროექტები განახორციელონ. ამ მხრივ, მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება გაამახვილა ბიზნეს ფორუმებისა და სავაჭრო მისიების მეტად გამართვის მნიშვნელობაზე. ასევე ხაზი გაესვა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ფარგლებში საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.
მარიამ ქვრივიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა 2025 წლის დასაწყისში საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის პირველი პირდაპირი ავიარეისების დანიშვნაზე და აღნიშნა, რომ „ბრიტანეთის ავიახაზების" და „იზიჯეტის" საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლამ ახალი ბიძგი მისცა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას, განსაკუთრებით, ტურიზმის სექტორში. მისი თქმით, 2025 წლის ორ კვარტალში საქართველოს დიდი ბრიტანეთიდან 26 პროცენტით მეტი ვიზიტორი ეწვია.
მინისტრმა ასევე ისაუბრა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელზე, თბილისის ახალ საერთაშორისო აეროპორტსა და სხვ. მან ყურადღება გაამახვილა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის აღნიშნული პროექტების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მათ უდიდესი ფუნქციის შესრულება შეუძლიათ საართველოს რეგიონულ სატრანსპორტო - ლოგისტიკურ და ენერგეტიკულ სისტემებში ინტეგრაციის მიმართულებით.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და გამოწვევები.
დღის ტოპ 10 სიახლე
ჩვენი მიზანია გავხდეთ საქართველოს წამყვანი სასტუმრო - Le Méridien Batumi-ს ახალი გენერალური მენეჯერი
სხვა სიახლეები
კოკა-კოლას „წლის რეგიონი“ - დაჯილდოება თანამშრომლებისა და პარტნიორების წახალისებისთვის
13.02.2026.21:56
თანამშრომლებზე ზრუნვის, წახალისებისა და მოტივაციის ზრდის მიზნით, კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ტრადიციად აქცია. 13 თებერვალს, ქობულეთში, სასტუმრო „ჯორჯია პალასმა“ დაჯილდოების ცერემონიას „წლის რეგიონი“ უმასპინძლა, სადაც კომპანიამ რეგიონებში მოქმედი პარტნიორები დააჯილდოვა.
„წლის რეგიონი“- ეს არის კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ მიერ რეგიონებში მომუშავე პარტნიორებისთვის შექმნილი დაჯილდოება, რომლის მთავარი მიზანი თანამშრომლების წახალისება და დასახული გეგმების გუნდურად შესრულების ხელშეწყობაა. ეს ჯილდო მადლიერების ჟესტია იმ პარტნიორების მიმართ, რომელთაც კომპანიის წარმატებაში ყოველდღიური წვლილი შეაქვთ.
„ეს არის კოკა-კოლას პარტნიორების დაფასება, რაც აუცილებელია მოტივაციისთვის. მოტივაციისა და პატივისცემისთვის ეს დაჯილდოება არის ჩვენი სიმდიდრე. ეს არ არის მხოლოდ შეხვედრა შეხვედრისთვის, ეს ჩვენი - კოკა-კოლას - დიდი ოჯახის შეკრების პრეზენტაცია, სადაც ვაჩვენებთ რამდენად პატივს ვცემთ დიდ ბიზნესსა და ჩვენს ქვეყანას, რომელსაც ვემსახურებით. ამით ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას ქვეყანასთან, ოჯახებთან, ბიზნესთან; რაც მთავარია ჩვენ ერთმანეთს ყოველ წელს ვუმტკიცებთ, რამდენად გავიზარდეთ ჩვენ თვითონ. ცოტა სხვანაირად რომ ავხსნა - ეს კონკურსია ცოდნის, დისციპლინის, ნდობისა და ერთობლიობის. ეს მრავალფეროვანი შეფასებაა. გვეამაყება რომ ჩვენი როლი სახელმწიფოს ეკონომიკაში ძალიან მნიშვნელოვანია. ათასობით ადამიანი და ოჯახი მონაწილეობს ამ პროცესში“, - განაცხადა კომპანია "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ თემურ ჭყონიამ.
თანამშრომლების დაფასება და მათი პროფესიული ზრდის მხარდაჭერა კი “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” კორპორატიული კულტურის განუყოფელი ნაწილია. კომპანიას რეგიონებში პარტნიორებთან მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება აქვს, მსგავსი ინიციატივა კი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ მხარდაჭერას, რომელსაც კომპანია თითოეულ დასაქმებულს სთავაზობს. დაჯილდოება “წლის რეგიონი” იმ უწყვეტი პროცესის ნაწილია, რომელსაც თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაში ინვესტირება ჰქვია. კომპანიის მიზანია შექმნას გარემო, სადაც თითოეული თანამშრომელი და პარტნიორი, საკუთარი შრომის შედეგსა და დაფასებას ხედავს.
განვითარებაზე, ზრდასა და პროგრესზე ორიენტირებული კრიტერიუმების მიხედვით, საუკეთესო შედეგების მქონე რეგიონები, კომპანია “კოკა-კოლამ” 6 სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინა და გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადასცა.
კოკა-კოლას პარტნიორები რეგიონებიდან შემდეგ ნომინაციებში დაჯილდოვდნენ:
გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები - კოკა-კოლას ოქროს ბოთლი, კოკა-კოლას ბრენდირებული საჩუქრების ყუთი, საერთაშორისო სერტიფიკატი და ფულადი ჯილდო გადაეცათ. რეგიონების შეფასება კი ისეთ რამდენიმე მნიშვნელოვან კრიტერიუმს ეფუძნებოდა, როგორიცაა გასულ წელთან შედარებით მიღწეულ შედეგები, გეგმის შესრულების ხარისხი, კონტრიბუცია, RGM - შემოსავლის ზრდის მენეჯმენტი და მარკეტინგული აქტივობები.
კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასგან” თანამშრომლების წახალისება უკვე ტრადიციაა, რაც მათი შრომისა და მიღწევის დაფასებას ემსახურება.
