მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7067.7
-0.0001
flag
AZN 1.5869
-0.0003
flag
CNY 38.283
0.0038
flag
EUR 3.1681
0.0041
flag
GBP 3.6087
0.0003
flag
KZT 52.34
0.0057
flag
TRY 0.0632
0
flag
USD 2.6981
-0.0004

მანიფესტაცია რეალურია - დაარქვი მიზანს სახელი

news image

ყველა ადამიანს თავისებურად გვიყვარს ძველ წელთან დამშვიდობება და ახლისთვის განსაკუთრებულად მომზადება. ეს შინაგანი ნოსტალგია - თითქოს ინდივიდუალურად განსხვავებული, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც ყველასთვის მსგავსი - ამ დროს ყველაზე მძაფრად იგრძნობა. რადგან წლის ბოლოს, მნიშვნელობა არ აქვს კონკრეტულად ვინ რას ჩავიფიქრებთ - სურვილები, მაშინ, როცა ყველაზე ჯადოსნური ღამე სულ უფრო და უფრო ახლოვდება, თითოეული ჩვენგანის გულში ჩნდება.

ეს სურვილები ხშირად განმეორებადია. ზოგიერთს შეიძლება უკვე დიდი ხანია უკავია ჩვენი “საახალწლო რეზოლუციების” მოწინავე ადგილი, მაგრამ მის გასწვრივ პლუსი ვერასდროს დავსვით. არადა, ძველი და ახალი წლების მიჯნაზე ზუსტად ის სურვილები არ გვასვენებს, რომლებიც ამ წელს რატომღაც ვერ შევასრულეთ.

თუმცა, თითქოს მაინც არასდროს ვფიქრობთ, რომ, მთავარი არა სურვილი, არამედ ისაა, თუ როგორ ვაჟღერებთ მას, რომელსაც სწორედ ხმამაღლა გამოთქმით ეძლევა ძალა. არასდროს შეგიმჩნევია, რომ იმ ათასი სურვილიდან, რომელიც წლის განმავლობაში, მოგზაურობისას, შოპინგისას, საყვარელ ადამიანებთან დროის გატარებისას, შვილის გასეირნებისას და კიდევ უამრავ სხვადასხვა დროს გიჩნდება, სწორედ ის იქცევა მიზნად, რომელზეც დღის ბოლოს, სახლში მისულები დღიურში დავწერთ, დავარქმევთ სახელს და დეტალურად წარმოვიდგენთ. წარმოვიდგენთ, რომ ვსწავლობთ იმ საოცნებო უნივერსიტეტში, ვჩუქნით მეგობარს საჩუქარს, ყველაზე მეტად რომ გაახარებს, ჩვენი ბუდე მოვიწყვეთ, “პარიზებში” გავფრინდით ან უბრალოდ სადმე სითბოში ვისვენებთ.

მანიფესტაცია სწორედ ამ ამბავს გვიყვება. ამბავს იმაზე, როგორ უნდა ვაქციოთ ერთი შეხედვით ყველაზე წარმოუდგენელი სურვილიც, ყველაზე ნამდვილ და ხელშესახებად მიზნად. ამ ჯადოსნურობის მიღმა ისეთი ფსიქოლოგიური მექანიზმები იმალება, ყველას რომ გვაერთიანებს. ამიტომაა, რომ როცა სურვილზე ვწერთ, ჩვენი ტვინი იწყებს მის რეალურ აღქმას, ფოკუსი იცვლება და ვიწყებთ დანახვას ისეთი შესაძლებლობების, რომლებიც აქამდე თვალწინ იყო და ვერასდროს ვამჩნევდით. აფირმაციებიც სწორედ ამაში გვეხმარება - ყოველ დილით გვახსენებს რისი გვჯერა და რისკენ მივდივართ.

ალბათ, ამ ადამიანური მიდრეკილებების გამოხატულებაა წლის ბოლო აქტივობებიც, როდესაც მომავალ წელს მთელი ყურადღებით ვგეგმავთ, “საახალწლო რეზოლუციებს” ვადგენთ და ზოგჯერ დაწერილი მიზნების ასრულებისთვის მაგიდის ქვეშ ყურძნის ჭამის ტრადიციასაც ვუჯერებთ.

მანიფესტაციის პრაქტიკულ გამოცდილებად ქცევისთვის - მაშინ, როცა საახალწლო სურვილები მალე ჩვენს გონებაში თავს მოიყრის - თიბისი ანაბრით „ჩემი მიზანი“ კიდევ ერთხელ დაგიდგება გვერდში და სურვილისთვის სახელის დარქმევის ძალას ახლებურად შეგახსენებს. დღეს შეგიძლია, რომ საახალწლო სურვილებიდან სწორედ ის აირჩიო, რომელიც ყველაზე მეტად გინდა და ანაბრისთვის კონკრეტული სახელის მინიჭებით უკვე მიზნად აქციო, ანუ გადადგა პირველი ნაბიჯები მისი განხორციელებისთვის. მეტიც, დეკემბერში ისიც შეგეძლება, რომ “ჩემი მიზანი” ანაბრის შექმნისას დამატებით 1% სარგებელი მიიღო, წლიური ეფექტური ლარში 9.74%-დან.

როდესაც მობაილბანკში შეხვალ და ანაბრის სათაურს შენდაუნებურად ყოველდღე წაიკითხავ, მანიფესტაციის ძალა ყოველ ჯერზე დაგიბრუნებს ფოკუსს შენს სურვილზე. არ აქვს მნიშვნელობა ახალი სახლისთვის აგროვებ ფულს, რემონტისთვის, სამოგზაუროდ თუ უბრალოდ “ყველაფრისთვის”, როდესაც ანაბარს კონკრეტული მიზნის სახელი ჰქვია, თითქოს შენი ყოველდღიურობა მთლიანად მისი შესრულებით ხდება მოცული.

ეს არის საკუთარ თავთან დადებული პირობა, რომ სურვილები ახლა მხოლოდ “საახალწლო რეზოლუციების” ფურცელზე აღარ დარჩება. რაც იმას ნიშნავს, რომ მთავარია ანაბარს “ჩემი მიზანი” დაარქვა სახელი და იმაზე სწრაფად გექცევა შენი ერთ დროს შორეული ოცნება გარდაუვალ მიზნად, ვიდრე ოდესმე გიფიქრია.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „მეველე“ ბაზარზე ფერმენტირებული ჩაის გამოტანისთვის და ექსპორტზე გასვლისთვის ემზადება

15.12.2025.16:00

მცენარეული ჩაისა და ნატურალური კოსმეტიკის მწარმოებელი ბრენდი „მეველე“, რომელიც ბაზარზე დაახლოებით 5 წლის წინ გამოჩნდა, თანდათან უფრო მოთხოვნადი ხდება. როგორც Business Insider Georgia-სთან ბრენდის დამფუძნებელმა და მთავარმა ტექნოლოგმა ამირან გელაშვილმა განაცხადა, „მეველეს“ პროდუქტებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე მზარდია და ბრენდიც ცდილობს, რომ საკუთარ მომხმარებლებს ნატურალურ პროდუქტებთან ერთად გარკვეული სიახლეებიც შესთავაზოს.

„მეველეს“ 2026 წლის გეგმებში ბაზარზე ფერმენტირებული ჩაის გამოტანა და ასევე პროდუქციის ექსპორტზე გატანაა.

„იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ჩაი არის სასარგებლო და გამაჯანსაღებელი, არსებობს ჩაის პრაქტიკაში ფერმენტირებული ჩაის წარმოება. ფერმენტაცია არის უძველესი ტრადიცია. თავიდან ადამიანებმა ეს მეთოდი იმიტომ გამოიყენეს, რომ რაღაც პროდუქტი უფრო ხანგრძლივი ვადით შეენახათ. ვინაიდან ის ასრულებს ბუნებრივი კონცენტრატის როლს, ფერმენტაციის დროს იქმნება ძალიან სასარგებლო ფერმენტი, რომელიც კუჭისთვის და ორგანიზმისთვის არის აუცილებელი. ამიტომაც ვფიქრობ ფერმენტირებული ჩაის დამზადებას, რომელიც იქნება კიდევ უფრო სასარგებლო. მინდა, რომ ეს ხაზი უფრო გავზარდო.

ასევე მაქვს შემოთავაზება რამდენიმე ქვეყნიდან ექსპორტზე და აქტიურად ვმუშაობ ყველა დოკუმენტის, სერტიფიკატის სრულყოფაზე,“ - ამბობს ბრენდის დამფუძნებელი.

მისივე განმარტებით, „მეველეს“ პროდუქტებზე მოთხოვნა არის მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, თუმცა პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებით აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს საუდის არაბეთში, გერმანიაში და ავსტრიაში.

„ჩვენ ვართ მცენარეული ჩაის წარმოება. საუბარია არა კლასიკური ჩაის წარმოებაზე - ეს არის გამაჯანსაღებელი ჩაი. მცენარეების ბაზაზე ჩვენ ვამზადებთ თავის მოვლის საშუალებებს: ხელის კრემებს, სარეკლამო მალამოებს, თმის ზეთებს და ასე შემდეგ. ჩვენ ამ ყველაფერს ვაწარმოებთ ბორჯომში. დაახლოებით 5 წელია, რაც ამ საქმიანობით ვართ დაკავებული.

ჩვენი წარმოების მთავარი ბენეფიტი ისაა, რომ ეს არ არის ინდუსტრიული, არამედ მცირე წარმოება. რაც იმას ნიშნავს, რომ გვყავს პატარა გუნდი და მთებში - განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთისა და ბორჯომის მთებში - ვახდენთ ამ მცენარეების შეგროვებას. შეგროვება ხდება სუფთა ადგილებში, სადაც დაბინძურება არ არის, და მხოლოდ ამ ნედლეულის ბაზაზე ვაკეთებთ ჩვენს პროდუქტებს. მთავარი ისაა, რომ ამ ნედლეულს არავისგან არ ვიძენთ და ამიტომაც გვაქვს ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქტი და ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი.

ჩვენი პროდუქტები იყიდება ძირითადად საქართველოში. მცირე პარტიებით გაგვიგზავნია მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, თუმცა ოფიციალური პარტნიორი ჯერჯერობით არ გვყავს. საქართველოში ჩვენი ჩაი იყიდება „წისქვილი ბაზრის“ სუპერმარკეტებში და ისეთ სივრცეებში, სადაც არის მაღალი, შედარებით მაღალი ხარისხის პროდუქცია - კონცეპტუალური სივრცეები, რომლებიც ძირითადად ეძებენ ხელნაკეთ და ხარისხიან პროდუქტებს.

ჩვენ გვაქვს 10–15 სახეობის მცენარე სეზონურობის მიხედვით - ზოგადად მსგავსი წარმოება ყოველთვის სეზონურობაზეა დამოკიდებული. ამ მცენარეებიდან ვამზადებთ გამაჯანსაღებელ პროდუქციას. ეს ყველაფერი ჩვენი ქართული ტრადიციაა, ისევე როგორც მეღვინეობა, მეფუტკრეობა, პურის მარცვალი და ასე შემდეგ.

პირველი წლები ექსპერიმენტების იყო. დაახლოებით 3 წლის წინ დავიწყეთ ეკონომიკური ზრდა ჩვენს მიმართულებაში. მოთხოვნის კუთხით ყოველწლიურად 15–20%-იანი ზრდა გვაქვს. მე პირადად მაქვს ასეთი სტრატეგია - ჩვენს პროდუქტებს რაოდენობაზე გათვლით არ ვაწარმოებთ. მეტის წარმოებაც შეგვიძლია, მაგრამ როდესაც წარმოება რაოდენობაზე გადადის, ხარისხი იკარგება. ამ ყველაფრის ხელით შეგროვება რთულია: შორს მივდივართ მთებში და იმავე დღეს უნდა მოხდეს მცენარის ჩამოტანა და გადამუშავება, რათა მაქსიმალურად იყოს შენარჩუნებული ხარისხი და მისი სასარგებლო თვისებები. მე დიდი რაოდენობაზე გათვლა არ მაქვს - გათვლა მაქვს ხარისხზე.

ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ სხვა დიდ კომპანიებთან. მაგალითად გეტყვით, რომ წელს „აჭარა ჯგუფს“ გავუკეთეთ ჩაი - საკმაოდ დიდი რაოდენობით. როგორც იცით, არსებობს „უდაბნო შოპი“, რომელიც არის უდაბნოს მეურნეობიდან, კახეთში მდებარე სივრცე, და იქ არის ძალიან ბევრი მცენარე, გამაჯანსაღებელი. მიგვიწვიეს, რომ გაგვეკეთებინა პროექტი. გავუკეთეთ დიდი რაოდენობით გამაჯანსაღებელი ჩაი, რომელიც „უდაბნო შოპში“ მათი ბრენდინგით და ჩემი ტექნოლოგიით შევქმენით.

კოსმეტიკის ხაზით ჩვენ ვიყიდებით თბილისში რამდენიმე მაღაზიაში, სადაც ძირითადად ნატურალური კოსმეტიკა იყიდება. საუბარია ხარისხიან და ლიმიტირებულ პროდუქციაზე. ასევე იყიდება იოგას სტუდიოებში და მსგავს გამაჯანსაღებელ სპორტულ სივრცეებში. კოსმეტიკის ხაზში წარმოდგენილი გვაქვს: ხელის კრემი, ცივი დაწურვის ზეთები, ფუტკრის ცვილი, ფიჭვის მალამო, როზმარინის თმის ზეთი, სახის ზეთი (ე.წ. სერუმი), გვირილის ზეთი,“ - აცხადებს „მეველეს“ დამფუძნებელი ამირან გელაშვილი.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა