მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7112.3
-0.0017
flag
AZN 1.5841
-0.0003
flag
CNY 38.724
-0.0011
flag
EUR 3.2009
0.0059
flag
GBP 3.6894
0.0063
flag
KZT 53.49
-0.0017
flag
TRY 0.062
-0.0001
flag
USD 2.6932
-0.0005

„მამების სკოლა“ - „თეგეტელი“ მამების ახალი გამოცდილება

news image

მამობა მხოლოდ პასუხისმგებლობა არაა - ესაა ყოველდღიური ჩართულობა, ზრუნვა და ურთიერთობა, რომელსაც ბავშვის შემდგომი ცხოვრება ეფუძნება. სწორედ ამ იდეის გარშემო გააერთიანა „თეგეტა ჰოლდინგმა“ კომპანიაში დასაქმებული მამები და გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA in Georgia-სთან) ერთად, ავტოინდუსტრიის სფეროში პირველად, მათთვის „მამების სკოლა“ დაიწყო.

ინიციატივის მიზანი „თეგეტა ჰოლდინგში“დასაქმებული მამებისთვის იმ ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება იყო, რაც მათ უფრო მეტად ჩართულ მშობლებად და მზრუნველ პარტნიორებად აქცევთ. ეს კი მნიშვნელოვნად აისახება ოჯახების კეთილდღეობაზე.

მარიამ ჯაფარიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ CSR მენეჯერი: „თეგეტა ჰოლდინგში“ თანამშრომელთა 76% კაცია, ამიტომ, როგორც პასუხისმგებლობიანი კომპანია, აქტიურად ზრუნავს თანასწორი ორგანიზაციული კულტურის დამკვიდრებაზე. ჩვენთვის გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა და ეს პრინციპი კომპანიის CSR სტრატეგიითაცაა განსაზღვრული. ამ მიმართულებით უკვე წლებია, წარმატებით ვთანამშრომლობთ „გაეროს მოსახლეობის ფონდთან“. „მამების სკოლაც“ ამ თანამშრომლობის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც ჩვენი თანამშრომელი მამები ისეთ საკითხებს განიხილავენ, რომლებზედაც შესაძლოა, ყოველდღიურად არ საუბრობენ ან ფიქრობენ. მაგალითად, მამის როლი ბავშვის აღზრდაში, სტერეოტიპები და მათი დაძლევა. ეს არის სივრცე, რომელიც ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს, დაფიქრდნენ თავიანთ ღირებულებებსა და მოსაზრებებზე, რაც პირდაპირ აისახება ოჯახების კეთილდღეობასა და თანასწორ ორგანიზაციულ კულტურაზე. ამ ტიპის პროექტის ინიციირება „თეგეტასთვის“ სიახლე იყო და განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ მამები დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ“.

„მამების სკოლის“ ფარგლებში 4 შეხვედრა გაიმართა. მსურველებს ონლაინ და ფიზიკურად შეეძლოთ სკოლაში მონაწილეობა და ინფორმაციის მიღება იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს მამობა, როგორც პროფესია, და როგორ აისახება ის ოჯახის ჯანსაღ ფუნქციონირებაზე. სკოლაში მონაწილეობა „თეგეტაში“ დასაქმებულ ყველა კაცს შეეძლო, ვინც ახლო მომავალში გეგმავს მამობას, ამჟამად ელოდება შვილის დაბადებას, ან უკვე არის მამა.

მირზა სამხარაძე, „თეგეტა მოტორსის“ პროდუქტმენეჯერი: „ის საკითხები, რომლებიც „მამების სკოლაში“ განვიხილეთ, ერთი შეხედვით ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, თუმცა ბევრად უფრო ღრმა და საინტერესო აღმოჩნდა. შეხვედრების დროს საუბარი შეეხო იმას, რომ აუცილებელია, შვილებს ვესაუბროთ, მოვუსმინოთ, პატივი ვცეთ მათ აზრებს და ვაგრძნობინოთ, რომ, მცირე ასაკის მიუხედავად, მათაც შეიძლება ჰქონდეთ სწორი ხედვა და ღირებული მოსაზრება. მნიშვნელოვანია, მშობელი ყოველთვის არ ცდილობდეს, „მართალი იყოს“ - შეცდომის დაშვებაც აღზრდის ნაწილია.

კმაყოფილი ვარ შეხვედრებით. ჩემი შთაბეჭდილებები სხვებსაც გავუზიარე და ვურჩიე, ჩაერთონ ამ ინიციატივაში. მე სამი შვილი მყავს, სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, თავისუფალი დღეები მხოლოდ შაბათ-კვირას მაქვს. ის მცირე დრო, რაც ბავშვებთან ურთიერთობისთვის მრჩება, ვფიქრობ, აქამდე სრულად და ეფექტიანად არ გამომიყენებია. „მამების სკოლის“ შემდეგ შვილებთან გატარებული საათები უფრო ხარისხიანი გავხადე“.

„მამების სკოლა“ 2021 წლიდან ფუნქციონირებს, როგორც ემოციური გახსნილობის, ურთიერთგაზიარებისა და სწავლის სივრცე. მასში მონაწილეობა ეხმარებათ მამებს, გაიაზრონ შვილის ცხოვრებაში ჩართულობის მნიშვნელობა. სკოლა ამსხვრევს საზოგადოებაში დამკვიდრებულ წარმოდგენებს დედისა და მამის განსხვავებული „როლების“ შესახებ. ზრუნვის თანაბარი გადანაწილება, ბავშვის აღზრდაში მამის სრულფასოვანი ჩართულობა უზრუნველყოფს ოჯახში ჰარმონიას, ბავშვების ჯანსაღ გარემოში აღზრდას.

ნინო ფაშალიშვილი, „გაეროს მოსახლეობის ფონდის“ გენდერის პროგრამის წარმომადგენელი: „მამების სკოლა“, რომელიც ახლახან „თეგეტასთან“ თანამშრომლობით მოეწყო, ხორციელდება „გაეროს მოსახლეობის ფონდის” მიერ, გაეროს ერთობლივი პროგრამის - „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, შვედეთის მხარდაჭერით. პროექტის მიზანია, დაეხმაროს კაცებს ისეთი უნარების განვითარებაში, რომლებიც მათ უფრო მზრუნველ მამებად და პარტნიორებად აქცევს. ჩვენ „თეგეტა ჰოლდინგთან“ სხვადასხვა მიმართულებით ვთანამშრომლობთ, მათ შორის თანამშრომლებზე ზრუნვის კუთხითაც, რისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, შევუქმნათ მათ ბალანსი სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის, რათა იყვნენ კმაყოფილი და ბედნიერი თანამშრომლები. შვილების ცხოვრებაში აქტიური ჩართულობა, მათთან ხარისხიანი დროის გატარება უზრუნველყოფს თვალსაჩინო შედეგებს. კვლევებითაა დადასტურებული, რომ ბავშვები, რომლებზეც ორივე მშობელი თანაბრად ზრუნავს, მაღალი თვითშეფასებით გამოირჩევიან და კარგად სწავლობენ, ზრდასრულ ასაკში კი თავს უფრო ბედნიერად გრძნობენ“.

„თეგეტა ჰოლდინგი“ გენდერული თანასწორობის კუთხით არაერთი ინიციატივის ავტორია. ნაბიჯები ცნობიერების ამაღლებას, კაცებისა და ქალების პროფესიების შესახებ გენდერული სტერეოტიპების მსხვრევასა და ქალთა გაძლიერებით თანასწორი, მრავალფეროვანი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად. „თეგეტა აკადემიასთან“ ერთად, პირველად საქართველოში, ქალებმა სატვირთოსა და მსუბუქი ავტომობილის მექანიკოსის პროფესია შეიძინეს და კომპანიაში დასაქმდნენ. „თეგეტა“ სისტემატურად აძლევს ქალებს ტექნიკურ პროფესიებში ჩართვის მიზნით სტიპენდიების მიღებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას. ბოლო წლებში კომპანიამ მნიშვნელოვნად გაზარდა ქალთა რაოდენობა ტექნიკურ, ლიდერის და ინოვაციურ პოზიციებზე.

,,თეგეტა ჰოლდინგის” შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ,,თეგეტას” 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentlye, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. ,,თეგეტა” მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. ,,თეგეტა ჰოლდინგი”, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image რებრენდინგი, 2025 წლის შეფასება და სამომავლო გეგმები - ინტერვიუ „მტევანი კოსმეტიკსის“ დამფუძნებელთან

28.01.2026.12:00

ქართული ყურძნის კოსმეტიკურმა ბრენდმა „ზარბაზანმა“ რებრენდინგი განახორციელა და საქმიანობას მტევანი კოსმეტიკსის“ სახელწოდებით აგრძელებს. ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს კომპანიის დამფუძნებელმა ალექსანდრე ბოლქვაძემ განუცხადა.

„როგორც მოგეხსენებათ, კომპანიის ძირითადი ბრენდული სახელი იყო „ზარბაზანი“, რომელიც მომდინარეობს იმ პერიოდიდან, როდესაც კომპანია ღვინის წარმოებით იყო დაკავებული. მას შემდეგ, რაც ინტენსიურად შევედით ფარმაცევტულ ქსელებში, მომხმარებლებისგან მივიღეთ უკუკავშირი - ისინი დადებითად აფასებდნენ პროდუქციის ხარისხსა და დიზაინს, თუმცა ხშირად გამოხატავდნენ გაკვირვებას ან უკმაყოფილებას ბრენდული სახელის მიმართ. ჩვენი პოზიციაა, მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ მომხმარებლის მოთხოვნა. სწორედ ამიტომ, ამ სიტუაციაში მოქნილები აღმოვჩნდით. კომპანიის პროდუქციის დიზაინიც ამას ნათლად ასახავს - მტევანი ამ შემთხვევაში ყველაზე სწორი არჩევანი აღმოჩნდა, რის საფუძველზეც ბრენდს სახელი შევუცვალეთ და მიმდინარე წლის იანვრიდან პროდუქცია ბაზარზე „მტევანი კოსმეტიკსის“ სახელით არის წარმოდგენილი. მომდევნო 2–3 თვის განმავლობაში აქტიურად ვიმუშავებთ რებრენდინგის მარკეტინგულ კამპანიებზე. მომხმარებელთა პირველმა რეაქციამ უკვე აჩვენა, რომ ახალი სახელი მათთვის უფრო მისაღებია, და გვაქვს მოლოდინი, რომ ეს პოზიტიური განწყობა კიდევ უფრო გაძლიერდება “, - აღნიშნავს ალექსანდრე ბოლქვაძე.

2025 წელი კომპანიისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.

„2025 წლის თებერვლიდან სრულად ვარ ჩართული კომპანიის მენეჯმენტში, რასაც დადებითი შედეგები მოჰყვა : შევედით თითქმის ყველა სააფთიაქო ქსელში, ასევე ისეთ არა სააფთიაქო ქსელებში, როგორიცაა „სუფთა სახლი“, „კარფური“ და სხვა. ჩემი შეფასებით, კომპანიამ განიცადა დაახლოებით 100%-იანი ზრდა - წარმოება გაორმაგდა, ჩვენი ადგილი საცალო გაყიდვების ქსელში გაიზარდა და ცნობადობამაც საგრძნობლად მოიმატა “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

ბრენდი, სამომავლოდ ასორტიმენტის გამრავალფეროვნებას გეგმავს.

„რა თქმა უნდა, ჩვენი აქცენტი ყურძენზეა. პირადად ჩემი მიზანია ქართული ყურძნის მნიშვნელობის წარმოჩენა კოსმეტიკურ და პარფიუმერულ ბიზნესში მაქსიმალურად მაღალ დონეზე. მოგეხსენებათ, როგორ ამაყობენ სხვადასხვა ქვეყნები თავიანთი პროდუქტით, მაგალითად, საფრანგეთში ლავანდა და ჟასმინი, ბულგარეთში ვარდი, იტალიაში ბერგამოტი და ასე შემდეგ. ჩვენ, როგორც უძველესი ყურძნისა და მეღვინეობის კულტურის ქვეყანამ, შესაბამისი სიტყვა უნდა ვთქვათ ყურძენთან მიმართებაში, რომელსაც უამრავი სასიკეთო თვისება აქვს.

ჩვენს პროდუქციაში ყურძენი იქნება ძირითადი ინგრედიენტი. ამავე დროს დაწყებულია მუშაობა პროექტზე „Crapes and Flowers“, რომლის მიზანიც არის ქართულ ყურძენთან ერთად, ქართული ენდემური ყვავილების გამოყენება, როგორიცაა ია, კავკასიური ცაცხვის ყვავილი, ქართული პეონია და სხვა. ეს უფრო გაამდიდრებს პროდუქტებს - საპნებს, სკრაბებს, ზეთებს, ლოსიონებს, ხელის საცხებს, სახის ნიღბებს. ჩვენი მიზანია, საქმიანობას მეტი ეროვნული ღირებულება შევძინოთ. ბუნებრივია, ბიზნესის მთავარი ფუნქცია მოგებაა, მაგრამ ეროვნული ელემენტის დამატება პროდუქტებს უფრო საინტერესო ხდის, როგორც ქვეყნისთვის, ასევე მომხმარებლისთვის, და, რა თქმა უნდა, ჩვენთვის დიდი სიამაყის საკითხს წარმოადგენს “, - აცხადებს ალექსანდრე ბოლქვაძე.

ცნობისთვის, კომპანიის კოსმეტიკური ხაზი გაყიდვაში 2021 წლის ნოემბერში ჩაეშვა. საწარმო თბილისთან ახლოს, წავკისში მდებარეობს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა