მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7038.1
-0.0003
flag
AZN 1.5836
-0.0003
flag
CNY 37.729
0.0003
flag
EUR 3.1492
0.0098
flag
GBP 3.631
0.007
flag
KZT 50.09
0.0021
flag
TRY 0.0653
-0.0001
flag
USD 2.693
-0.0006

მალე, თბილისი მოლსა და ისთ ფოინთში illy Caffè-ს ფილიალები გაიხსნება

news image

illy Caffè Georgia • ილი კაფე ფართოვდება. როგორც Business Insider Georgia-სთან საქართველოში illy Caffè-ს ფრანჩაიზის მფლობელი კომპანია „ჯორჯიან რითეილ ინვესტმენთსის“ დირექტორმა ლაშა კრიჭაშვილმა განაცხადა, illy Caffè მალე თბილისი მოლსა და ისთ ფოინთში გაიხსნება.

„გაფართოების პროექტი უკვე დაწყებული გვაქვს და illy Caffè მალე თბილისი მოლაში გაიხსნება. ასევე, მეორე პროექტია და უკვე ხელშეკრულების საბოლოო ვერსიაზე ვართ მივსულები, საუბარია ისთ ფოინთში illy Caffè-ს გახსნაზე. ისთ ფოინთში illy Caffè ახალ სივრცეში გაიხსნება, რომელიც ახალა შენდება. რეალურად დამოკიდებულები ვართ იმაზე, თუ თავად ისთ ფოინთი როდის დააანონსებს მის ოფიციალურ გახსნას. რაც შეეხება თბილისი მოლს, აქ illy Caffè სექტემბერში გაიხსნება“, - აცხადებს „ჯორჯიან რითეილ ინვესტმენთსის“ დირექტორი.

ირკვევა, რომ illy Caffè-ს თბილისი მოლისა და ისთ ფოინთის ფილიალებში ყავის მენიუ უცვლელი იქნება, ხოლო კვების მენიუ ოდნავ განსხვავებული.

„მენიუები შესაძლოა იყოს ოდნავ განსხვავებული, რადგანაც თბილისი მოლში მხოლოდ კუნძული იხსნება, რამდენიმე დასაჯდომით, ხოლო ისთ ფოინთში კუნძული საერთო დასაჯდომით. შესაბამისად, ორივე ლოკაციაზე სრული მენიუთი წარმოდგენილები არ ვიქნებით“, - განმარტავს ლაშა კრიჭაშვილი.

2026 წელს illy Caffè გაიხსნება ბათუმშიც.

„განვიხილავთ ბათუმში illy Caffè-ს გახსნას, თუმცა ეს უკვე 2026 წლის გეგმებია და ჩვენი სურვილია, რომ ბათუმში illy Caffè ტურისტული სეზონის დაწყებამდე გავხსნათ. თებერვალ-მარტიდან დავიწყებთ ფართის მოძიებას და ივნისი-ივლისისთვის მზად ვიქნებით, თუმცა ეს ჯერჯერობით არის გეგმა“, - ამბობს ლაშა კრიჭაშვილი.

ირკვევა, რომ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში illy Caffè-ს გალერია თბილისის ფილიალში ასორტიმენტის ცვლილება მოხდება.

„შემოდგომა-ზამთრისთვის ვგეგმავთ ასორტიმენტში ცვლილებებს, თუმცა ეს შეეხება გალერია თბილისში განთავსებულ ობიექტს. ამაზე სათაო ოფისთან დეტალებს ვათანხმებთ. ასევე შობა-ახალი წლისთვის ყავის მიმართულებით იქნება გარკვეული სიახლეები“, - აცხადებს „ჯორჯიან რითეილ ინვესტმენთსის“ დირექტორი.

illy Caffè არის იტალიური ყავის კომპანია, რომელიც ცნობილია პრემიუმ ხარისხის ყავითა და ინოვაციური მიდგომებით. კომპანიის დაარსება მოხდა 1933 წელს, როდესაც ყავის ექსპერტმა Francesco Illy-მა შექმნა თავისი პირველი ყავის დანადგარი, რომელიც ყავის ზეთების საუკეთესო შენახვას უზრუნველყოფდა.

Francesco Illy-მა კომპანიის დაარსების შემდეგ მიზნად დაისახა ყავის უმაღლესი ხარისხის მიწოდება. ჯერ კიდევ დასაწყისში, Illy-მ წარმატებით შექმნა სპეციალური სისტემები ყავის საფასურისა და ხარისხის კონტროლისთვის. შემდეგ მისმა შთამომავალმა Ernesto Illy-მ მასშტაბური ინოვაციები და ახალი ტექნოლოგიები დაამატა, რის შედეგადაც Illy Caffè დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ყავის კაფედ ითვლება.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ინფრასტრუქტურულ განვითარებას და გვერდით დავუდგეთ ბატონ კახის - “ბლექ სი გრუპის” დირექტორი

05.09.2025.21:00

მადლობა ასეთი ძლიერი გეგმისთვის და მისი განხორციელებისთვის. მზად ვართ, რომ გვერდით დავუდგეთ ბატონ კახის, – ამის შესახებ კომპანია “ბლექ სი გრუპის” დირექტორმა ⁠ამირან მამუჭაძემ კახა კალაძის მიერ ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, აღმშენებლობისთვის ასეთი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია.

„საკმაოდ მნიშვნელოვანია ის, რაც დღეს მოხდა. გასულ პერიოდში არა ერთ კარგ პროექტით მივიხიბლეთ თბილისელები – განსაკუთრებით ეფექტური იყო გარკვეული პროექტები. მინდა, ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოვუცხადო იმ პრეზენტაციას, რომელიც დღეს იყო წარმოდგენილი ბატონი კახის მიერ. ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომელიც წარმოდგენილი იყო. ჩვენი გუნდი უჭერს მხარს პროექტებს და გვერდით დავუდგებით მის განხორციელებას. განსაკუთრებით კომპანია „ბლექ სი გრუპი“ ხშირად იღებს მსგავს პროექტებში მონაწილეობას. 1000-კაციანი კომპანია, რომელიც დასაქმდება, მიიღებს მონაწილეობას და ქვეყნის აღმშენებლობაში ძალიან დიდ ეფექტს გამოიღებს და პოზიტიური იქნება ჩვენთვის. მადლობა ასეთი ძლიერი გეგმისთვის და მისი განხორციელებისთვის. მზად ვართ, რომ გვერდით დავუდგეთ ბატონ კახის“, – აცხადებს ⁠ამირან მამუჭაძე

შეგახსენებთ, რომ დღეს დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მომდევნო ოთხ წელში ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია გამართა.

საზოგადოებას განსახორციელებელი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა მიაწოდა და აღნიშნა, რომ მომდევნო ოთხ წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტისთვის ძირითადი მიმართულება არის გზების მოწყობა-რეაბილიტაცია, ხიდებისა და გზაგამტარების მშენებლობა-რეაბილიტაცია, ფერდების გამაგრება, კულტურული ძეგლების რეაბილიტაცია, „თბილსერვის ჯგუფის“, ბაგა-ბაღების სააგენტოსა და რაიონული გამგეობების მიერ დაგეგმილი პროექტები.

„რაც შეეხება უშუალოდ გზებს, ჩვენ მხოლოდ ასფალტის საფარის შეცვლას არ ვგულისხმობთ და საუბარია ფუნდამენტურად, სრულად კომუნიკაციების შეცვლაზე. კერძოდ, გზების მოწყობა-რეაბილიტაცია იგეგმება აკაკი ბელიაშვილის ქუჩაზე, კოჯრის გზატკეცილზე. დაგეგმილი გვაქვს კოჯრისა და წყნეთის ცენტრების სრული განახლება. სრულად რეაბილიტირდება რუსთაველის, ვაჟა-ფშაველასა და გურამიშვილის გამზირები, ასევე, თამარაშვილის, გორგასლისა და გოძიაშვილის ქუჩები“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

მერის მოადგილის თქმით, ხიდების, გვირაბებისა და ფერდების გამაგრების მიმართულებით დედაქალაქის მერია აქტიურად მუშაობდა წინა წლების განმავლობაში და ამას მომდევნო ოთხ წელშიც გააგრძელებს.

„არაერთი ხიდისა და გვირაბის რეაბილიტაცია მოხდა. მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო უნივერსიტეტისა და ბაგების დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი, რომელიც ქალაქისთვის გამორჩეულია.

მომავალ ოთხ წელში კი ვგეგმავთ მინდელის სახელობისა და გალაკტიონის ხიდების სრულ რეაბილიტაციას. ასევე, ვაპირებთ თამარ მეფის ხიდის რეაბილიტაციას. ხიდამდე მისასვლელი ესტაკადა რამდენიმე წლის წინ განვაახლეთ, რადგან მძიმე მდგომარეობაში იყო და მისი ჩამოშლის საფრთხე არსებობდა. ამასთან, სამომავლოდ ვაკის რაიონში, ახალდაბის მიმდებარედ საავტომობილო გზის გასწვრივ ფერდის გამაგრების სამუშაოებს განვახორციელებთ. როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნულ ტერიტორიაზე პერიოდულად მეწყრულ პროცესებს აქვს ადგილი. ბუნებრივია, მონიტორინგი მუდმივად მიმდინარეობს, რათა მოსახლეობისთვის გადაადგილება უსაფრთხო იყოს“, - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა