მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7140.7
0.0447
flag
AZN 1.5836
0.0095
flag
CNY 39.121
0.0111
flag
EUR 3.1606
0.0025
flag
GBP 3.6065
-0.0001
flag
KZT 53.81
0.0007
flag
TRY 0.0612
0.0003
flag
USD 2.6922
0.0163

„ბუტრანა“ წარმადობის 50%-ით ზრდას გეგმავს

news image

სოფელ ტიბაანში მდებარე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მესაქონლეობის ფერმა Butrana / ბუტრანა იზრდება. როგორც „ბუტრანას“ დამფუძნებელი, ჯემალ ხატიაშვილი Business Insider Georgia-სთან საუბრისას განმარტავს, რამდენიმე დღეში ფერმას 25 ერთეული Fleckvieh-ის ჯიშის ძროხა შეემატება, რაც ფერმის რძის წარმადობას 50%-ით გაზრდის.

„ამ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე მხოლოდ ნედლი რძის რეალიზაციას ვაკეთებთ. ხელშეკრულება გვაქვს სხვა საწარმოსთან და მას ვაწვდით ნედლეულს. რაც შეეხება ფერმის გაფართოებას, სიახლე გვაქვს ის, რომ ავსტრიიდან რამდენიმე დღეში შემოვა ჩვენს ფერმაში Fleckvieh-ის ჯიშის ძროხები („სიმენტალი“). დღეისათვის ჩვენი ფერმა დაახლოებით 70 სულს აერთიანებს და მალე ავალთ 100 სულამდე.

გეტყვით, რომ „სიმენტალის“ ჯიშის ძროხები, რომელიც ახლა შემოგვყავს, გამოირჩევიან რძის მაღალი ხარისხით და ფერმის წარმადობა 50%-ით გაიზრდება,“ - განმარტავს ჯემალ ხატიაშვილი.

მისივე განმარტებით, დღეისათვის ბაზარზე 1 ლიტრი ნედლი რძის ფასი 2 ლარია.

„ახლა ნედლი რძის ფასი საშუალოდ 2 ლარია. თუმცა რამდენიმე თვის წინ, როდესაც ქვეყანაში დიდი ამბები იყო ატეხილი აფლატოქსინებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, იმ დროს ფასი 10–15%-ით შემცირდა. თუმცა ამ ამბების ჩავლილის შემდეგ ფასმა მოიმატა. ჩვენს შემთხვევაში სეზონურობას მნიშვნელობა არ აქვს და ზამთარსა და ზაფხულში ერთი და იგივე ფასად ვყიდით რძეს, რადგანაც შესაბამისი ხელშეკრულება გვაქვს კომპანიასთან,“ - ამბობს „ბუტრანას“ დამფუძნებელი.

აღსანიშნავია, რომ „ბუტრანა“ ნედლ რძეს რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანია „ლეანკას“ აწვდის.

„ბუტრანა“ ამ ეტაპზე რძის პროდუქტების საკუთარი წარმოების განახლებას არ გეგმავს, თუმცა მის სამომავლო გეგმებში შედის.

შეგახსენებთ, „ბუტრანამ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფერმა 2022 წლის აპრილში გახსნა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 1 მილიონი ლარია.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image 60-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე დაგვემატა და 122 მგზავრი მოვემართებით საქართველოსკენ! მადლობა მეგობარ ბიზნესმენებს და ეკონომიკის მინისტრს, მარიამ ქვრივიშვილს აღოჩენილი დახმარებისთვის | ილია წულაია

03.03.2026.19:08

არქის დამფუძნებელი, ილია წულაია პოსტს ავრცელებს, რომელსაც Business Insider Georgia უცვლელად გთავაზობთ: ,, 60-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე დაგვემატა და 122 მგზავრი მოვემართებით საქართველოსკენ!
მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობარ ბიზნესმენებს (ლაშა კვაჭაძეს, ლევან ფხაკაძეს, კახა დევაძეს, კახა კობაივანოვს, ბაჩო საბანაძეს, ლევან კობიაშვილს, ალექსანდრე ამისულაშვილს და უტა მაზიაშვილს), ვისთან ერთადაც შევუკვეთეთ კერძო რეისი და ვბრუნდებით ჩვენს საყვარელ სამშობლოში. ასევე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ეკონომიკის მინისტრს, მარიამ ქვრივიშვილს აღმოჩენილი დახმარებისთვის, რის გარეშეც ომანში კერძო თვითმფრინავის მიღებას ვერ მოვახერხებდით.
მშვიდობა საქართველოს,
მშვიდობა რეგიონს
და მშვიდობა ყველა საქართველოს მოქალაქეს ვინც ამ რეგიონშია ჩარჩენილი!
მალე ყველას საქართველოში მშვიდობით დაბრუნებას გისურვებთ!", - წერს წულაია. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა