მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7029.9
0.0019
flag
AZN 1.617
-0.0003
flag
CNY 37.724
0.0123
flag
EUR 3.1354
-0.026
flag
GBP 3.6589
-0.0181
flag
KZT 52.99
-0.0003
flag
TRY 0.0718
-0.0001
flag
USD 2.7496
-0.0004

„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა

news image

კომპანია „მაკდონალდს საქართველო” ქვეყნის მასშტაბით გაფართოებას განაგრძობს. ამჯერად, თბილისში, „მაკდონალდს საქართველოს“ გუნდი კიდევ ერთ ახალ მისამართზე მოგემსახურებათ.

ახალი რესტორანი ვაჟა-ფშაველას გამზირზე N42/44-ში,  დელისის მეტროდან 1 წუთის გზაზეა განთავსებული. “მაკდონალდსის” ახალი სივრცე, ერთგულ მომხმარებლებს, ვისთვისაც უკვე 26 წელია, მაკდონალდსი შეუცვლელ, მაგიურ გარემოსთან ასოცირდება, სტუმარ-მასპინძლობის განხვავებულ და ჯადოსნურ გამოცდილებას სთავაზობს. სიმბოლურია, რომ საქართველოში ოპერირების 26-ე წელს მაკდონალდსი 26-ე ახალი რესტორნით ხვდება, რომელიც სტუმრებს 17 აპრილიდან ემსახურება.

“მაკდონალდსის” ახალი რესტორანი თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო და შშმ პირებზე სრულად მორგებულ ინფრასტრუქტურას სთავაზობს სტუმრებს. რიგით 26-ე რესტორანი დასაჯდომ ღია და შიდა სივრცეებს და გამწვანებულ გარემოს აერთიანებს, ამასთან რესტორანში თვითმომსახურების განახლებულ კიოსკებს და მაკკაფეს კუთხეს შეხვდებით, სადაც მისულ მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ განახლებული დესერტები და არომატული ყავა. მნიშვნელოვანია, რომ რესტორანში 8:00-12:00 საათამდე ხელმისაწვდომია მაკსაუზმეც, დღის საუკეთესო დასაწყისისთვის.

“მაკდონალდსის” სიმბოლოს -  ჯადოსნური  -ის კიდევ ერთ მისამართზე განათება ნიშნავს, რომ ჯადოსნური მოგონებების კოლექციის შეგროვება არ სრულდება, რადგან მაკდონალდსს განსაკუთრებული, ემოციური ძალა აქვს. ის სხვადასხვა გზით ქმნის გამორჩეულ მომენტებს, რადგან ეს არის ადგილი, რომელსაც ნებისმიერ დროს შეგიძლია ესტუმრო, სწორედ ამ მისიის და იდეის გაგრძელებაა კიდევ ერთი ახალი სივრცე, რომელიც საბურთალოზე რიგით მეხუთე რესტორანია, რომელიც მომხმარებლების მაღალი მოთხოვნის უკუკავშირია, რომ თბილისის ერთ-ერთ დიდ უბანში, საბურთალოზე, “მაკდონალდსის” კიდევ ერთი რესტორანი გამოჩენილიყო. ასე მივიდა “მაკდონალდს საქართველო” რიგით 26-ე რესტორნამდე, რომლის სივრცეც 145 სტუმარზეა გათვლილი.

მაკდონალდსის მისიაა ბედნიერი მომენტების შექმნა ყველასთვის. ეს არის ადგილი, სადაც პატარებს განსაკუთრებით უყვართ სტუმრობა, აქ მათი ემოციები ყოველთვის გულწრფელია, მხიარულება კი დაუვიწყარი. “მაკდონალდსის” ხელწერა არც აქ დარღვეულა და ტრადიცია გაგრძელდა: რესტორნის კარი მათთვის გაიღო, ვისაც ბედნიერი მომენტების შექმნა და მოგონებებად ქცევა ყველაზე მეტად სჭირდება.

“მაკდონალდსმა” საქველმოქმედო ფონდის “მომავლის გზის,“ აღსაზრდელებს უმასპინძლა, სადაც 45 გაშვილების რისკის ქვეშ მყოფი ბენეფიციარი ბავშვია, საქველმოქმედო ფონდის მზრუნველობის ქვეშ კი უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი 35 ბენეფიციარი ოჯახია. “მაკდონალდსის” გუნდმა მათ სხვადასხვა სახალისო და გასართობი აქტივობა შესთავაზა.

აღსანიშნავია, რომ “მაკდონალდსის” ერთგულ მომხმარებლებს, აპლიკაციაში, ახალი რესტორნისთვის განკუთვნილი შეთავაზება დახვდებათ, ბიგ მაკ მენიუ სპეციალურ ფასად უკვე 1 კვირის განმავლობაშია აქტიური და 24 აპრილის ჩათვლით იქნება ხელმისაწვდომი.

“მაკდონალდსი” ეს არის კომპანია, სადაც ინოვაცია, სტანდარტები, მომსახურების მაღალი ხარისხი, გარემოზე ზრუნვა და ბედნიერი მომენტები ერთიანდება. ამასთან, მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამუშაო ადგილების შექმნაში, ქმნის ახალ შესაძლებლობებს და ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.

ახალი რესტორნის ჩათვლით, თბილისში “მაკდონალდსის” ჯამში - 19, საქართველოს მასშტაბით კი 26 რესტორანია. ახალ პროექტში, რომელიც საბურთალოს ტერიტორიაზე გაიხსნა, კომპანიამ 14 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა და 100-მდე ადამიანი დაასაქმა.

„მაკდონალდს საქართველო“ ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია. დღეის მდგომარეობით, რესტორნების ქსელში 2200-მდე ადამიანია დასაქმებული. გახსნის პირველი დღიდან დღემდე კი, „მაკდონალდსში“ სამუშაო გამოცდილება 7000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

„მაკდონალდს საქართველოს“, სხვადასხვა მიმართულებით, დღემდე 202 მილიონ ლარამდე ინვესტიცია აქვს განხორციელებული, აქედან, მხოლოდ 2025 წლის პირველ კვარტალში 10 მლნ ლარი. კომპანიის ქვეყნის ბიუჯეტში შენატანი კი 233 მილიონ ლარს აღწევს, მხოლოდ 2025 წელს ბიუჯეტში შენატანმა თანხამ 8.5 მლნ ლარი შეადგინა. „მაკდონალდს საქართველო“ 2025 წელს, ქვეყნის მასშტაბით, დამატებით რამდენიმე ახალი რესტორნის გახსნას და მსხვილი ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს.

 

 

 

 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image აპრილი თიბისის მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული შეთავაზებებით სრულდება

24.04.2025

ახალი თიბისი ბარათის, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებისა და ერთგული საკრედიტო ბარათის მფლობელებისთვის აპრილი განსაკუთრებულად მრავალფეროვანი და გრძელვადიანი შეთავაზებებით სრულდება.  

25 აპრილიდან თიბისის მომხმარებლები სხვადასხვა კატეგორიის ყველაზე მოთხოვნად სავაჭრო ობიექტებში არსებულ ფასდაკლებებთან ერთად, დამატებით, გამორჩეული შეთავაზებებით ისარგებლებენ: 

25-27 აპრილი - დაიბრუნეთ გადახდილი თანხის 15%, მაქსიმუმ 500 ლარი, გალერია თბილისში მდებარე, iSpace-ის ფილიალში;

25-27 აპრილი - დაიბრუნეთ გადახდილი თანხის 20%, მაქსიმუმ 200 ლარი, Redberry-ის ფიზიკურ და ონლაინ მაღაზიებში;

მხოლოდ 28 აპრილს - მინიმუმ 50 ლარის შენაძენზე, დაიბრუნეთ 30%, მაქსიმუმ 30 ლარი, ავერსის ფიზიკურ და ონლაინ აფთიაქებში;

29-30 აპრილი - დაიბრუნეთ 30%, მაქსიმუმ 150 ლარი, Veli.store-ზე. 

ამასთან, ისარგებლეთ მიმდინარე, გრძელვადიანი შეთავაზებებით: 

თიბისისა და მაგთის შეთავაზების ფარგლებში, 17 აპრილიდან - 17 ივნისის ჩათვლით, ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით აპლიკაციაში MyMagti,  პაკეტების  “ყველაფერი ულიმიტო” შეძენისას, გადახდილი თანხის 30%, მაქსიმუმ 15 ლარი, მომენტალურად დაგიბრუნდებათ. 

28 აპრილიდან - 24 მაისამდე ონლაინ პლატფორმებზე:  myhome.ge, mymarket.ge, myauto.ge, myparts.ge განცხადების განთავსების ფასიანი სერვისების შეძენისას, გადახდილი თანხის 100%-ს, მაქსიმუმ 10 ლარს დაიბრუნებთ.

28 აპრილიდან - 28 მაისამდე, ყოველ კვირა დღეს, “ქონექთის” ბენზინგასამართ სადგურებზე შესაძლებლობა გექნებათ გადახდილი თანხის 10%, ჯამში მაქსიმუმ 50 ლარი დაიბრუნოთ. 

შეთავაზებების დეტალური პირობების სანახავად, ეწვიეთ ბმულს.

ახალი თიბისი ბარათი სრულიად უფასოა და მისი აღება შეგიძლიათ, როგორც ფიზიკურად, თიბისის ნებისმიერ ფილიალში, ისე მობაილბანკიდან.

აიღეთ, ახალი თიბისი ბარათი და ისარგებლეთ გამორჩეული უპირატესობებით.  

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა