MAIZEN × SARAJISHVILI წარმოგიდგენთ კოლაბორაციას, რომელიც აერთიანებს ქართულ მემკვიდრეობას, ოსტატობას და ტრადიციას
MAIZEN × SARAJISHVILI წარმოგიდგენთ კოლაბორაციას, რომელიც აერთიანებს ქართულ მემკვიდრეობას, ოსტატობას და ტრადიციას.
ნიკო ცეცხლაძის ხელოვნებით შთაგონებული “მეჯლისი” - ზეიმი სინათლეზე, მოძრაობასა და ჰარმონიაზე.
შეიქმნა სულ 5,000 ცალი სასაჩუქრე ყუთი, სადაც ყველა ბოთლს მინიჭებული აქვს უნიკალური ნომერი.

„მეჯლისი“ მხოლოდ საჩუქარი არ არის - ეს არის გამოცდილება, რომელიც ხელოვნებას მდიდარ ისტორიასთან აკავშირებს.
COLLECT. SHARE. REMEMBER.
დამზადებულია საქართველოში.
შეზღუდული რაოდენობა.
დაიწყო წინასწარი ჯავშნები.
სასაჩუქრე ყუთის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით : tata@maizen.store
დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს
მისამართი: ზაქარია ფალიაშვილის #110
საკონტაქტო ნომერი: 032 2 999 222
სამუშაო საათები: 11:00 - 21:00
სხვა სიახლეები
საქართველოში პირველად: Café del Mar-ის სახელობის Beach Club
12.03.2026.12:00
საქართველოში, ტურიზმის განვითარების ნაწილში, იწყება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი - პროექტ VR Shekvetili Forest~Beach-ის ფარგლებში, შავი ზღვის სანაპიროზე იგეგმება საერთაშორისო ბრენდის - Café del Mar-ის სახელობის VR Signature Beach Club-ის გახსნა, რომელიც მსგავსი კონცეფციის მქონე პირველი სივრცე იქნება, ქვეყნის მასშტაბით.
Café del Mar-ის Beach Club-ები და კონცეფციური სივრცეები წარმატებით ფუნქციონირებს მსოფლიოს მასშტაბით, მაგალითად ესპანეთში, მალტაზე, ტაილანდში, მექსიკასა და სხვადასხვა ცნობილ ლოკაციებზე. ლეგენდარული Ibiza-ს ბრენდი, რომელიც მსოფლიოში ცნობილია განსაკუთრებული მუსიკალური ატმოსფეროთი, ლაუნჯ კულტურითა და მზის ჩასვლის უნიკალური ხედებით, ახლა უკვე საქართველოს სტუმრებსა და ადგილობრივებს სრულიად ახალ გამოცდილებას შესთავაზებს.

VR Shekvetili Forest~Beach-ის სივრცეში შექმნილი Beach Club სტუმრებს შესთავაზებს ხმელთაშუა ზღვის ატმოსფეროს, ავთენტურ ლაუნჯ გამოცდილებას, მსოფლიო დონის DJ სეტებსა და განსაკუთრებულ საღამოებს მზის ჩასვლის ფონზე. შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ეს სივრცე მიზნად ისახავს არა მხოლოდ გართობის, არამედ ცხოვრების ახალი სტილის შექმნას, სადაც ბუნება, მუსიკა და მსოფლიო ბრენდის ენერგია ერთიანდება.

VR Holding-ში აღნიშნავენ, რომ ეს ინიციატივა საქართველოს ტურისტულ რუკაზე ახალ, საერთაშორისო მნიშვნელობის მიმართულებას შექმნის და ქვეყანას კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის მაღალი დონის დასვენებისა და გასართობი გამოცდილების მაძიებელი სტუმრებისთვისა და ინვესტორებისთვის.
VR Holding-ის მარკეტინგის დეპარტამენტის წარმომადგენელი - თინათინ სამხარაძე აღნიშნავს:
„ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რომ საქართველოში პირველად ვმასპინძლობთ ისეთ საერთაშორისო ბრენდს, როგორიცაა Café del Mar. ეს არის სივრცე, რომელიც მხოლოდ Beach Club არ იქნება - ეს არის ემოცია, ცხოვრების სტილი და გამოცდილება, რომელიც აერთიანებს მუსიკას, ბუნებასა და მაღალი ხარისხის გასართობ კულტურას. გვჯერა, რომ VR Shekvetili Forest~Beach-ში შექმნილი ეს ახალი ადგილი სწრაფად იქცევა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტუმრების საყვარელ ლოკაციად”.
ახალი Beach Club-ის გახსნა სტუმრებს დაუვიწყარ ზაფხულს ჰპირდება 2026 წელს. ეს არის ადგილი, სადაც ზღვა, ტყე და მსოფლიო ბრენდის ენერგია ერთიანდება.