მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7063.3
-0.007
flag
AZN 1.5875
-0.0001
flag
CNY 38.241
0.0026
flag
EUR 3.1582
0.0184
flag
GBP 3.6095
0.0162
flag
KZT 51.84
-0.0032
flag
TRY 0.0633
-0.0001
flag
USD 2.6991
-0.0004

MAIZEN-მა საქართველოს ბანკის Ads მენეჯერით გაყიდვები გაზარდა — გაიცანით სივრცე უნიკალური კონცეფციით

news image

თბილისის კულტურულ რუკაზე MAIZEN უნიკალური სივრცეა, რომელიც 2024 წლის ბოლოს შეიქმნა. იდეა ნატალი და დავით გურიელს 2022 წელს ოსაკაში მოგზაურობისას გაუჩნდათ. იქ იაპონური ნივთების ესთეტიკა აღმოაჩინეს, მატჩას სასმელები და მატჩათი მომზადებული სხვადასხვა პროდუქტი დააგემოვნეს, შედეგად კი, როგორც თავად ამბობენ, მიხვდნენ, როგორ შეიძლებოდა ხელოვნება, დიზაინი და გემო ერთ სივრცეში გაერთიანებულიყო. იდეა მეგობარს და ახლა უკვე პარტნიორს, ანა ხუფენიას გაუზიარეს, მოგვიანებით კი — რეალობადაც აქციეს.

MAIZEN-ის სივრცეში წამყვანი საერთაშორისო ბრენდებისა და არტისტების ხელნაკეთ ნამუშევრებს შეხვდებით. კონცეფცია მთელი მსოფლიოდან უნიკალური ნივთების გაერთიანებას გულისხმობს.

„თავიდანვე გვქონდა გადაწყვეტილი, რომ MAIZEN-ის მომხმარებლებისთვის უნდა შეგვეთავაზებინა ისეთი ნივთები, რომლებსაც საქართველოში სხვაგან ვერ შეხვდებოდნენ”, — იხსენებს ნატალი გურიელი, კომპანიის თანადამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი. ამგვარად, MAIZEN მატჩას პირველი ბარია საქართველოში — ტრადიციული მატჩას სასმელებითა და ექსკლუზიური კოქტეილებით.

პროდუქტი, ატმოსფერო და ემოცია

„როცა Maizen დავაარსეთ, ვიცოდით, რომ რაღაც ახალს ვაკეთებდით, ისეთ სივრცეს, რომელიც გამორჩეული იქნებოდა არა მხოლოდ პროდუქტით, არამედ ატმოსფეროთი და ემოციით. ჩვენ მოკლე დროში შევძელით მატჩას კულტურის პოპულარიზაცია. MAIZEN გახდა ადგილი, სადაც მოდიან ახალი გემოების აღმოსაჩენად, საჩუქრების შესაძენად ან უბრალოდ, დასასვენებლად. ვიმუშავეთ არაერთ კოლაბორაციაზე ქართველ დიზაინერებთან და ხელოვანებთან, შევქმენით ლიმიტირებული სერიები, როგორიც იყო, მაგალითად, სააღდგომო პანეტონე, რომელიც შეიქმნა კონდიტერ ირაკლი კახიძესთან თანამშრომლობით და შეფუთული იყო მხატვარ თუთუ კილაძის ნამუშევრით „სააღდგომო ნადიმი“. ნახატი სპეციალურად ამ პროექტისთვის შეიქმნა და პანეტონს უნიკალური ხასიათი შესძინა”, — ამბობს ნატალი გურიელი.

თანამშრომლობა საქართველოს ბანკთან

იმისათვის, რომ უფრო მეტი მომხმარებლისთვის მიეწვდინათ ამბავი სააღდგომო შეთავაზების შესახებ, MAIZEN-მა საქართველოს ბანკის Ads მენეჯერის პლატფორმა გამოიყენა. 

„Ads მენეჯერი ძალიან ეფექტიანი ინსტრუმენტი აღმოჩნდა. მასთან მუშაობა დაგვეხმარა უფრო ზუსტად გაგვეწერა მიზნობრივი სეგმენტები და მაქსიმალურად გამოგვეყენებინა ჩვენი გაყიდვების პოტენციალი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ Ads მენეჯერის დახმარებით ნამდვილად მივაღწიეთ კარგ შედეგებს და ამას მომავალშიც აუცილებლად გავიმეორებთ”, — აღნიშნავს ნატალი.

თუმცა, ეს არ არის ერთადერთი გადაკვეთის წერტილი საქართველოს ბანკთან. მაიზენი ყოველდღიურ საქმიანობაში ბანკის არაერთ პროდუქტს აქტიურად იყენებს.

 

„საქართველოს ბანკთან თანამშრომლობა ჩვენი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ვიყენებთ მის ციფრულ პროდუქტებს, ინტერნეტ ბანკსა და POS სისტემებს, რაც ჩვენი ოპერაციებისთვის აუცილებელია. საქართველოს ბანკთან პარტნიორობა გვაძლევს საშუალებას, გავზარდოთ ჩვენი შესაძლებლობები, განსაკუთრებით ახლა, როცა განვითარების ეტაპზე ვართ და ბევრი საინტერესო პროექტი გვაქვს განსახორციელებელი”.

MAIZEN -ის ამბავი ჯერ მხოლოდ იწყება. როგორც დამფუძნებელი ამბობს, ახლო მომავალში ბევრი საინტერესო სიახლე იგეგმება. მათ შორის —როგორც ბარის, ისე შორუმის მიმართულების განვითარება. დამატებით კი სურთ, სივრცეს დიზაინერებისთვის, ხელოვანებისა და მატჩას მოყვარულებისთვის საკომუნიკაციო პლატფორმის დანიშნულება შესძინონ.

„MAIZEN არ არის მხოლოდ მაღაზია ან ბარი, ეს არის სივრცე, რომელიც ადამიანებს აერთიანებს ახალი იდეებით და ცხოვრების წესით, რაც ჯანსაღ და ჰარმონიულ ცხოვრებას უწყობს ხელს. ჩვენი ისტორია მაჩვენებელია იმისა, როგორ შეიძლება ერთი მოგზაურობა გადაიქცეს გრძელვადიან და მასშტაბურ პროექტად, რომელმაც უკვე დაიკავა საკუთარი ადგილი ქალაქის ცხოვრებაში. ჩვენ მზად ვართ ახალი გამოწვევებისთვის და ძალიან გვიხარია, რომ საქართველოს ბანკთან ერთად ვაგრძელებთ ზრდასა და განვითარებას”, — ამბობს ნატალი გურიელი.

თუ თქვენც გსურთ თქვენი პროდუქტის ან სერვისის შეთავაზება შექმნათ, ეწვიეთ ბმულს. Ads მენეჯერი რეგიონში უნიკალური პლატფორმაა, რომლის მეშვეობით ბიზნესს საკუთარი შეთავაზება (ფასდაკლება, PLUS ქულების დაგროვება ან ქეშბექი) შეუძლია შესთავაზოს საქართველოს ბანკის მომხმარებლებს. შეთავაზება ეშვება საქართველოს ბანკის მობილბანკში, Offers.bog.ge-ზე და sCoolApp-ში. მათ ჯამურად 1 500 000-ზე მეტი ადამიანი იყენებს. 

ცნობისთვის, პლატფორმაზე შესვლას შეძლებენ დირექტორები იმ მომხმარებლის სახელითა და პაროლით, რომელსაც ბიზნეს მობილბანკის ან ბიზნეს ინტერნეტბანკისთვის იყენებენ. ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებს კი შეთავაზების შექმნის უფლება უნდა მიანიჭოს დირექტორმა.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image 2025 წლის ბოლო კვარტალში დავამატეთ კიდევ 50 ახალი აპარატი და გავაფართოვეთ ასორტიმენტი - „ჯამბო“

11.12.2025.18:00

ჯამბო არის პირველი ქართული ყავის ბრენდი, რომელიც სულ რამდენიმე თვეა ოპერირებს ბაზარზე. კომპანიაში არსებულ სიახლეებზე, Business Insider Georgia ნიკორა ტრეიდის ყავის განვითარების ხელმძღვანელს თათია ზარქუას ესაუბრა.

„ჯამბო“ ბაზარზე 2025 წლის გაზაფხულზე გამოჩნდა, უკვე ძალიან კარგად იგრძნობა ჩვენი ზრდა. გაყიდვები თვიდან თვემდე საშუალოდ 20-30%-ით გვემატება, ამასთან ბრენდის ცნობადობაც იზრდება -მომხმარებელი უკვე გვიცნობს და გვიბრუნდება.

2025 წლის ბოლო კვარტალში დავამატეთ კიდევ 50 ახალი აპარატი და გავაფართოვეთ ასორტიმენტი, რის შედეგადაც „ჯამბოს“ აპარატები კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდა “, - აღნიშნავს თათია ზარქუა.

ნოემბრის თვიდან კომპანიამ მომხმარებელს ორი ახალი პროდუქტი შესთავაზა.

„ნოემბრიდან ჩვენს მომხმარებლებს ორი ახალი, ძალიან პოპულარული პროდუქტი შევთავაზეთ - BARU-ს მაჩა ლატე და ვანილა ჩაი ლატე.

BARÚ ბელგიური პრემიუმ ბრენდია და ნამდვილად მაღალი სტანდარტის პროდუქცია აქვს. მათი მაჩა და ვანილა ჩაი ლატე იმდენად მოთხოვნადია მსოფლიოში, რომ გადავწყვიტეთ ჯამბოს აპარატებშიც დაგვემატებინა და შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.

პროდუქტის ჩაშვების დღიდან ყურადღებით ვაკვირდებით გაყიდვებს და სასიხარულოა რომ ორივე პროდუქტი არა მხოლოდ ახალ მომხმარებელს იზიდავს,არამედ არსებულსაც ინარჩუნებს და ძალიან პოზიტიურ შეფასებებს იღებს „“, - აღნიშნავს ნიკორა ტრეიდის ყავის განვითარების ხელმძღვანელი.

ცნობისთვის, ამჟამად "ჯამბო" მხოლოდ თვითმომსახურების აპარატების სახით არსებობს. კომპანია ყავის იმპორტს, ძირითადად, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან ახორციელებს, როგორიცაა ეთიოპია, კენია, ბრაზილია, კოლუმბია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა