მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7067.7
-0.0001
flag
AZN 1.5869
-0.0003
flag
CNY 38.283
0.0038
flag
EUR 3.1681
0.0041
flag
GBP 3.6087
0.0003
flag
KZT 52.34
0.0057
flag
TRY 0.0632
0
flag
USD 2.6981
-0.0004

Maizen-ი ერთი წლისაა - როგორ აფასებს კომპანია განვითარების საწყის ეტაპს და რა სიახლეებს სთავაზობს მომხმარებლებს

news image

MAIZEN-ი წარმოადგენს უნიკალურ სივრცეს, რომელიც აერთიანებს მაღაზიის, ბარისა და არტ-პლატფორმის ფუნქციებს. კომპანია ზუსტად ერთი წლის წინ დაარსდა. MAIZEN-ის თანადამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი ნატალი გურიელი Business Insider Georgia-სთან კომპანიაში არსებულ სიახლეებსა და 2025 წლის შედეგებზე საუბრობს.

როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?

MAIZEN-ი აქტიური განვითარების ფაზაშია. გავხსენით ახალი Matcha Bar სითი მოლში, რომელიც სრულიად განსხვავებული, უფრო დინამიკური ფორმატით მუშაობს. პარალელურად, აქტიურად არის დატვირთული ჩვენი მოძრავი MAIZEN Matcha Bar Truck, რომელიც მონაწილეობს სხვადასხვა კულტურულ, სპორტულ და კორპორატიულ ღონისძიებებში.

ამასთანავე, MAIZEN-ი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს კოლაბორაციებს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბრენდებთან. ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და სტრატეგიული ნაბიჯი გახდა MAIZEN × SARAJISHVILI-ს თანამშრომლობა - პროექტი, რომელიც დღესაც აქტიურ ფაზაშია.

„სარაჯიშვილის“ მსგავს ისტორიულ და საერთაშორისო მასშტაბის ბრენდთან თანამშრომლობა MAIZEN-ისთვის წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს. ეს არის კოლაბორაცია, რომელმაც გააერთიანა ორი განსხვავებული, თუმცა ღირებულებებით ძალიან ახლოს მდგომი ბრენდები - ქართული მემკვიდრეობა და თანამედროვე lifestyle ხედვა.

როგორია კომპანიის მიმდინარე ასორტიმენტი?

ასორტიმენტი მნიშვნელოვნად ფართოვდება, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ასორტიმენტის ზრდა არ იყოს რაოდენობრივი. თითოეული ახალი ბრენდი, პროდუქტი თუ კოლექცია გადის შერჩევის მკაცრ პროცესს და ემსახურება ერთ მიზანს — MAIZEN-ის როგორც თანამედროვე lifestyle ბრენდის პოზიციონირების გაძლიერებას, რომელიც აერთიანებს ხარისხს, კულტურას და გამოცდილებას.

გარდა ამისა, შევქმენით MAIZEN Collect — პლატფორმა, სადაც წარმოდგენილია მხოლოდ კოლაბორაციული და ლიმიტირებული პროდუქტები, რაც ბრენდს დამატებით ღირებულებასა და იდენტობას სძენს.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

მოთხოვნა აშკარად მზარდია და ეს ზრდა უკვე სტრუქტურულ ხასიათს ატარებს.
ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ იმაზე, რომ ამ ზრდას დავხვდეთ მომზადებული - მუდმივად ვამატებთ ახალ პროდუქტებს, ვავითარებთ კოლაბორაციებს და ვქმნით გამოცდილებებს, რომლებიც მომხმარებლისთვის ყოველ ჯერზე განსხვავებული და საინტერესოა.

როგორ აფასებთ 2025 წელს?

2025 წელი იქცა ბრენდის იდენტობის გამყარების წლად. MAIZEN-ი დღეს ბაზარზე მკაფიოდ პოზიციონირებულია, როგორც ბრენდი, რომელიც არ ყიდის მხოლოდ პროდუქტს, არამედ ქმნის კულტურას, ისტორიას და გამოცდილებას. ეს პოზიციონირება არის ჩვენი შემდგომი ზრდის და საერთაშორისო განვითარების საფუძველი.

ამავე დროს, ვამყარებთ პოზიციებს ორ მთავარ მიმართულებაში, როგორც Matcha Bar მატჩას კულტურის პიონერი საქართველოში და როგორც lifestyle ბრენდი, რომელიც აერთიანებს დიზაინს, გემოვნებას და ემოციურ გამოცდილებას.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ამიერიდან Kiwi Post-ის ამანათს სასურველ მისამართზე Wolt-ი მოგიტანთ

16.12.2025.14:00

ამიერიდან Kiwi Post • კივი პოსტის ამანათს სასურველ მისამართზე Wolt-ი მოგიტანთ - სერვისი ხელმისაწვდომია თბილისსა და ქუთაისში. როგორც Business Insider Georgia-სთან საუბარში Kiwi Post-ის საოპერაციო მენეჯერმა, ქეთევან შანიძემ განაცხადა, რომ KiwiPost-ით 7 ქვეყნიდან ჩამოსული ამანათის მიღება იმავე დღესვე, სახლიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი.

„ზოგადად Kiwi Post-ი Wolt-თან დიდი ხანია თანამშრომლობს, თუმცა ახლა უკვე ყველა ფილიალიდან, მათ შორის დრაივებიდანაც, დაემატა Wolt-ის მეშვეობით მიწოდების შესაძლებლობა. მომხმარებელს უკვე შეუძლია Wolt-ის აპლიკაციიდან ისარგებლოს საკურიერო სერვისით და მყისიერად მიიღოს ამანათები - ეს მოხდება უმოკლეს ვადაში. ასევე, Wolt-ის მომსახურება დაემატა ექსპრეს საკურიეროსაც და პრაქტიკულად 40 წუთში მომხმარებელს ამანათი სახლში მიეწოდება. ეს არის საკმაოდ კომფორტული და სწრაფი სერვისი. ქართველი მომხმარებელი მიჩვეულია, რომ ყველაფრის გამოძახება შეუძლია, ამიტომ ეს თანამშრომლობა ჩვენთვის მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მომხმარებლებთან ურთიერთობას,“ - აღნიშნა ქეთევან შანიძემ.

გააქტიურე KiwiPost-ის აპლიკაციაში ექსპრეს საკურიერო მომსახურება, ან ისარგებლეთ Wolt-ის აპლიკაციით და კურიერი ამანათს შენთან ყველაზე ახლოს მდებარე ფილიალიდან მოგიტანს.

საკურიერო მოთხოვნის დაფიქსირება შესაძლებელია შემდეგ მისამართებზე:

ვაკე - მცხეთის ქუჩა #1 ორშ–პარ 10:00–18:00, შაბათი 11:00–17:30

ვაჟა-ფშაველა - VII კვარტალი #1 ორშ–პარ 09:00 - 20:00, შაბათი 10:00–19:00

გლდანი - ანგია ბოჭორიშვილი 33ა ორშ–პარ 10:00–18:00, შაბათი 11:00–17:30

ქუთაისი - დ. აღმაშენებლის გამზირი 81 ორშ–პარ 10:00–18:00, შაბათი 11:00–17:30

KiwiDrive, ამაშუკელი - ლისზე, 23 ამაშუკელის ქუჩა ორშ–კვირა 09:00–23:00

KiwiDrive, დიდი დიღომი - 260 დ. აღმაშენებლის ხეივანი ორშ–კვირა 09:00–23:00

გადმოწერე KiwiPost-ის აპლიკაცია და იშოპინგე უფრო მარტივად და კომფორტულად.

iOS:  https://shorturl.at/8PSWQ

Android: https://shorturl.at/tOvgh

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა