მაისში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე მცირედით გაიზარდა - Galt & Taggart
2025 წლის მაისში გაყიდვები მცირედით გაიზარდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე და 2025 წლის წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებლებს შესაბამისად 6.4%-ით და 11.8%-ით გადააჭარბა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ კვლევაში „თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონება“ არის აღნიშნული. ირკვევა, რომ ფასებმა ორივე ბაზარზე მცირედით იკლო, რამაც მოთხოვნის ზრდას შეუწყო ხელი. მიწოდების მხარეს, გაცემული ნებართვების საცხოვრებელი ფართი მაისში შემცირდა, რამაც 2025
წლის 5 თვის ჯამური მაჩვენებლის მცირედი კლება გამოიწვია.
„2025 წლის მაისში, საჯარო რეესტრის მონაცემებით, გაყიდული ბინების რაოდენობამ 3,325 შეადგინა, აქედან:
• მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 6.5%-ით გაიზარდა, თუმცა ჯამურად 2025 წლის 5 თვეში გაყიდვების მაჩვენებელი წლიურად 6.4%-ითაა შემცირებული.
• პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 2.2%-ით გაიზარდა.
ჩვენ მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის შედეგებიც (რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს) მეორადი ბაზრის მსგავს სურათს აჩვენებს. 2025 წლის მაისში გაყიდვები პირველად ბაზარზე 6.4%-ით გაიზარდა 2025 წლის 4 თვის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. ჯამურად, 2025 წლის 5 თვეში, გაყიდვები გასული წლის მსგავს ნიშნულზე შენარჩუნდა.
2025 წლის 5 თვეში, თბილისში სულ 15,865 ბინა გაიყიდა და ჯამურმა ღირებულებამ 1.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+2.6% წ/წ)“, - აღნიშნულია Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ კვლევაში.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
11.07.2025.18:00
Escapers • ესქეიფერები ტურისტული კომპანიაა, რომელიც 2023 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. მეტი ინფორმაციისთვის Business Insider Georgia კომპანიის გაყიდვების ხელმძღვანელს ანი კეკელიას ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
ტურისტული კომპანია „ესქეიფერები“ 2023 წლის ზაფხულიდან ოპერირებს გამყვანი ტურიზმის მიმართულებით. კომპანია გაერთიანებულია All Travel Services-ის ჰოლდინგში, რომელიც 12 წელზე მეტია წარმატებით საქმიანობს ავიაციისა და ტურიზმის სფეროში. ჰოლდინგში ასევე შედის:
• ATS Ground Handling – საავიაციო სერვისები;
• Georgian Travel Club – შემომყვანი ტურიზმი;
• QRENT – მანქანების გაქირავება.
„ესქეიფერები“ სთავაზობს მომხმარებლებს სრულ სერვისს უცხოეთში მოგზაურობისთვის:
• ავიაბილეთები;
• სასტუმროების დაჯავშნა;
• ტრანსფერები;
• დაზღვევა;
• ღონისძიებების ბილეთები;
• ტურისტული პაკეტები;
• თემატური ტურები და კრუიზები.
ჩვენ ვქმნით არასტანდარტულ, ინდივიდუალურად მორგებულ, შთამბეჭდავ გამოცდილებებს, „ესქეიფერების“ მიზანია გაამარტივოს, გააბედნიეროს და გაამრავალფეროვნოს მოგზაურობის პროცესი.
როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
ტურისტული ბაზარი აქტიურად აღდგა პანდემიის შემდგომ და მოთხოვნაც გაიზარდა. მოგზაური ეძებს უსაფრთხოებას და სიმარტივეს. სწორედ ამაზეა ჩვენი კომპანია ორიენტირებული.
მოთხოვნა ძირითადად მოდის შემდეგ სეგმენტებზე:
• ახალგაზრდები და სტუდენტები;
• ოჯახები;
• კორპორატიული ჯგუფები;
• მაღალი შემოსავლის მქონე მოგზაურები.
„ესქეიფერების“ მრავალფეროვანი შეთავაზებები და მოქნილი პირობები მაქსიმალურად პასუხობს ბაზრის მოთხოვნებს. მომხმარებელთა კმაყოფილება, განმეორებითი ჯავშნები და რეკომენდაციები არის ამის ნათელი დასტური.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
ჩვენი ძირითადი კონკურენტული უპირატესობები არის:
• ჰოლდინგური რესურსი და გამოცდილება – გვაძლევს სტაბილურობასა და პროფესიონალურ მხარდაჭერას;
• მაღალი ხარისხის ინდივიდუალური სერვისი – ყოველი ტური მაქსიმალურად მორგებულია მომხმარებელზე;
• 24/7 კონსულტაცია – მუდმივი კომუნიკაცია მოგზაურებთან;
• ინოვაცია – ციფრული არხების და თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაცია;
• სოციალური პასუხისმგებლობა – მდგრადი და ეთიკური ტურიზმის მხარდაჭერა;
• ექსკლუზიური პარტნიორები – სანდო პარტნიორები და განსაკუთრებული შეთავაზებები.
ეს მიდგომა საშუალებას გვაძლევს ვიყოთ გამორჩეული არამხოლოდ სერვისით, არამედ ღირებულებებითაც.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
ჩვენი სტრატეგიული ხედვა მიმართულია გაფართოებაზე. მომავალში ვგეგმავთ:
• ახალი მიმართულებების დამატება — მათ შორის, ნაკლებად პოპულარულ მაგრამ საინტერესო ქვეყნებში;
• ინოვაციური ტურისტული პროდუქტების შექმნა — თემატური, გამაჯანსაღებელი, ჯგუფური და კრეატიული ტურები;
• ციფრული სერვისების გაუმჯობესება – ონლაინ დაჯავშნის პლატფორმის განვითარება;
• მრავალფეროვანი B2B პარტნიორობების გაფართოება – საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის გზით.
თანამედროვე და შინაარსით მდიდარი ტურიზმი არამარტო მოგზაურის, არამედ ქვეყნის განვითარების ნაწილია – ამ მიმართულებითაც ვაგრძელებთ მუშაობას.
ჩვენ გვჯერა, რომ „ესქეიფერები“ იქცევა რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოთამაშედ გამყვანი ტურიზმის სფეროში.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის მთავარი მიზანი თითოეული მომხმარებლის კეთილგანწყობა და სანდოობაა.