მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7070.6
0.0029
flag
AZN 1.5868
-0.0001
flag
CNY 38.307
0.0024
flag
EUR 3.1726
0.0045
flag
GBP 3.621
0.0123
flag
KZT 52.32
-0.0002
flag
TRY 0.0632
0
flag
USD 2.6978
-0.0003

საბანკო აკადემია MMBA - ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა საფინანსო სექტორის მხარდასაჭერად

news image

ახლად შექმნილი საბანკო აკადემია MMBA პასუხობს ძალიან მნიშვნელოვან საჭიროებას, რაც დღეს საბანკო-საფინანსო ბაზარზე არსებობს. აკადემია აქტიურად იმუშავებს საზოგადოების ფინანსური განათლების გაღრმავებაზე, ხოლო თავად სექტორს ხელს შეუწყობს  კვალიფიციური კადრების მომზადებასა და გადამზადებაში თანამედროვე, პრაქტიკაზე დაფუძნებული განათლების მიწოდების გზით. აკადემია უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას საბანკო ოპერაციების, გადახდების, შესაბამისობის, ციფრული ბანკინგისა და ფინტექის მიმართულებით, საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ საბანკო აკადემია პრაქტიკულ ბანკინგსა და აკადემიურ სექტორში მრავალწლიანი გამოცდილების პროფესიონალთა მიერ დაფუძნდა.

აკადემიის მიზანია, პროფესიულ წრეებთან მჭიდრო თანამშრომლობით ხელი შეუწყოს ქართული საფინანსო სექტორის შემდგომ განვითარებასა და კონკურენტუნარიანობის ზრდას. თანამედროვე ტექნოლოგიებზე, საერთაშორისო გამოცდილებასა და პრაქტიკულ ცოდნაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პროგრამების საშუალებით, MMBA ბაზარს ახალი შესაძლებლობებისა და ინოვაციური სერვისების შექმნაში დაეხმარება.

საბანკო აკადემიამ საბანკო სექტორთან აქტიური თანამშრომლობა უკვე დაიწყო და კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან საგანმანათლებლო მიმართულებით პარტნიორობს. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, საბანკო აკადემია MMBA-მ პირველი ტრენინგი ქართულ-თურქული ბანკის - „ზირაათ ბანკი საქართველოს“ თანამშრომლებისთვის გამართა.

მაია მელიქიძე, საბანკო აკადემია MMBA-ის დამფუძნებელი და დირექტორი:

„MMBA ემსახურება ძალიან მნიშვნელოვან მიზანს და მისიას. ეს არის პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნის, გამოცდილების, კვალიფიკაციის და კომპეტენციის საფუძველზე შემდეგი თაობის აღზრდა, არსებული სპეციალისტების მომზადება-გადამზადება და ფინანსურ სექტორში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება. საბანკო აკადემია MMBA შექმნილია და ემსახურება შემდეგ მნიშვნელოვან მიზნებს: ეს არის სექტორში უკვე არსებული სპეციალისტების მომზადება-გადამზადება, სიახლეებთან შერწყმა და ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევის გაზიარება მომავალი თაობისთვის“.

მაია ხელაძე, საბანკო აკადემია MMBA-ის დამფუძნებელი და დირექტორი:
„ტრენინგი, რომელიც ეძღვნებოდა საბანკო ბარათების ემისიას, კერძოდ ბიზნეს ბარათების ემისიის მართვას, ჩატარდა „ზირაათ ბანკი„-ს ოფისში მისი თანამშრომლებისთვის. ეს ტრენინგი პირდაპირი გამოძახილია იმ გეგმებისა, რასაც საბანკო ასოციაცია ისახავს მიზნად. კერძოდ, მივაწოდოთ საბანკო-საფინანსო ბაზარს ის პროდუქტები და სერვისები, რომელიც საჭიროა ტალანტების მოზიდვისთვის, მათი მომზადებისთვის და გადამზადებისთვის, ასევე დასაქმებისთვის და არსებული კომპეტენციების ზრდისთვის. რაც საბოლოო ჯამში ემსახურება ძირითად მიზანს -  ფინანსური განათლების ამაღლების ხელშეწყობას“.

„ზირაათ ბანკი საქართველოს“ თანამშრომლები საბანკო აკადემია MMBA-თან თანამშრომლობით კმაყოფილნი არიან და მიაჩნიათ, რომ ტრენინგის შედეგად მიღებული ცოდნა მათ ბანკის პროდუქტების უკეთ პოზიციონირებაში დაეხმარება.

აკადემიის მიერ წამოწყებული ინიციატივა მეტად პოზიტიურად ფასდება, ვინაიდან ბაზარზე მსგავსი ტიპის პრაქტიკულ და სპეციალიზებულ ტრენინგებზე მაღალი მოთხოვნაა, ხოლო მათი არსებობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს როგორც პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებას, ისე სექტორის საერთო განვითარებას.

ანა გულბანი, „ზირაათ ბანკი საქართველოს“ ბარათების განყოფილების მენეჯერი:
„დღევანდელი ტრეინინგი ბიზნეს ბარათებზე იყო ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი. მისი მსვლელობის დროს ბევრი სიახლე მოგვეწოდა და ვფიქრობ, რომ მომავალში ძალიან დაგვეხმარება მიღებული ინფორმაცია ჩვენი ბიზნეს ბარათის მართვის პროცესის გაუმჯობესებისათვის“.

შოთა ჭკუასელი, ზირაათ ბანკი საქართველოს“ AML და შესაბამისობის ოფიცერი:
„დღეს ჩვენ დავესწარით ტრეინინგს ბიზნეს ბარათების ემისიის მართვა, მისი დანერგვა და ის რისკები რისი გათვალისწინებაც აუცილებელია ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან, რათა სათანადოდ მართონ აღნიშნული პროდუქტის რისკები. კმაყოფილები ვართ ჩატარებული ტრენინგით, აღნიშნული კურსი იყო ძალიან საინტერესო, ნაყოფიერი და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მივიღეთ პასუხები იმ კითხვებზე, რომელიც გვაინტერესებდა. წარმატებებს ვუსურვებ ახლად დაფუძნებულ აკადემიას!“

 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში წლიური მგზავრთნაკადი უკვე 6,3 მილიონს აჭარბებს - თეა ზაქარაძე

17.12.2025.10:31

2025 წლის 14 დეკემბრის მონაცემებით ტავ ჯორჯია თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში წლიურად უკვე 6,349,279 მგზავრს მოემსახურა. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ მის მართვაში არსებული ორივე აეროპორტი 2025 წელს ჯამში 6,6 მილიონამდე მგზავრით დახურავს.

„2025 წელი რეკორდული იყო როგორც თბილისის, ასევე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებისთვის. დეკემბრის დასაწყისში, ისტორიაში პირველად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის წლიური მგზავრთნაკადი 5 მილიონ მგზავრს გასცდა, ბათუმში კი ოქტომბერში მილიონ მგზავრს გადავაჭარბეთ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა 12 აგვისტოს, როცა 24 საათში მოვემსახურეთ 21,959 მგზავრს და 97 რეისს. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის რეკორდული იყო 24 აგვისტო, როცა მივიღეთ და გავაცილეთ 35 რეისი და მოვემსახურეთ 8,446 მგზავრს. აქვე უნდა აღვნიშნო ზრდის პროცენტული მაჩვენებლებიც - თბილისის აეროპორტში შარშანდელთან შედარებით მგზავრთნაკადი 13%-ით გაიზარდა, პანდემიანდელ პერიოდთან შედარებით კი 45%-ით. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში წლიური ზრდა ამ დროისთვის 30%-ია, პანდემიამდელ პერიოდთან (2019) შედარებით კი 96% - რაც დამეთანხმებით უპრეცედენტოდ მაღალი შედეგია. თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში 2025 წლის მგზავრთნაკადი უკვე აჭარბებს 6,3 მილიონს და ვვარაუდობთ, რომ წლის ბოლომდე ეს რიცხვი 6,6 მილიონამდე გაიზარდება“ - აცხადებს ტავს ჯორჯიას გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე.

2025 წლის მონაცემებით თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში 61 ავიაკომპანია 67 მიმართულებით ასრულებს ავიარეისებს. ბოლო 1 წლის განმავლობაში აღნიშნულ აეროპორტებში ოპერირება დაიწყო დამატებით 8 ავიაკომპანიამ. მათ შორის: Air Serbia, British Airways, Easy Jet, Edelweiss, Transavia France, Vision Air, Fly Khiva, Air Samarkand.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა