მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7099
0.004
flag
AZN 1.5856
-0.0002
flag
CNY 38.678
-0.0016
flag
EUR 3.1316
-0.0061
flag
GBP 3.6152
-0.004
flag
KZT 52.6
-0.0013
flag
TRY 0.0623
-0.0001
flag
USD 2.6957
-0.0004

ენერგეტიკის სექტორისათვის ₾1 მილიარდის ჯარიმების ჩამოწერით კომპანიებს მიეცათ შესაძლებლობა, ეს თანხა მოახმარონ ამ პროექტების განვითარებას და დასახული მიზნის მიღწევას - GREDA

news image

ეს არის შესაძლებლობა მიცემული სექტორისთვის, იმისთვის, რომ განახორციელონ განახლებად ენერგოწყაროებზე მომუშავე ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტების მშენებლობა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიებისთვის კონკრეტული დათქმით სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმების ჩამოწერის შეფასებისას განაცხადა.  

მისი თქმით,  საქართველოს აქვს შანსი, რომ ჩამოყალიბდეს ენერგეტიკულ ჰაბად და იმ ინვესტორებს, რომელთაც დაწყებული პროექტების დასრულება სურთ ახლა ამის შესაძლებლობა ეძლევათ.

„წლების განმავლობაში იყო პროექტები, რომლებსაც გამოწვევები ფინანსური თვალსაზრისით და შესაბამისად დაგროვდა პირგასამტეხლო და ჯარიმები. ახლა მიეცათ შესაძლებლობა, რომ პროექტები განახორციელონ და ის ფინანსური წნეხი და დავალიანება და ვალდებულება, რომელიც გააჩნიათ მათ ეს თანხა არ გადაიხადონ ბიუჯეტში და მოახმარონ ამ პროექტების განვითარებას-მშენებლობას და დასახული მიზნის მიღწევას, რაც აქვთ მათ დღის წესრიგში. უბრალოდ თუ ამას ვერ შეძლებენ და მოხდება ის, რომ გაგრძელდება ჯარიმების, საურავების და პირგასამტეხლოს დარიცხვა და თუ ვერ შეძლებენ იმ ვალდებულების შესრულებას რაც აქვთ აღებული მაშინ მათი მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დამძიმდება. ანუ ეს მოცემულობაც შეიძლება დაგვიდგეს. თუმცა ამ კონკრეტულ სიტუაციაში ეს არის შანსი მიცემული სექტორისთვის, იმისთვის, რომ განახორციელონ თავიანთი განახლებად ენერგოწყაროებზე მომუშავე ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტების მშენებლობა. 

მოცემულობა არის ასეთი, სულ არის დაახლოებით პროექტების რაოდენობა 140 - რეალურად 75%-ი მოდის ჰიდროზე, 20%-ი მოდის ქარზე და 5%-ი მოდის მზეზე. ეს არის რეალობა. მეგავატებს რაც შეეხება, არის 1150 მგვტ დადგმული სიმძლავრე. ის ინვესტორები, რომლებიც ძველები არიან - არ არიან ახლები და აქვთ სურვილი, რომ პროექტები განახორციელონ ახლა ეძლევათ ამისი შანსი.  იმის გათვალისწინებით, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელმა საერთო ინტერესის პროექტის დატვირთვა მიიღო და სომხეთთან გადამცემი ხაზების გაძლიერება ხდება, საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, რომ ჩამოყალიბდეს ენერგეტიკულ ჰაბად. თუმცა ეს ყველაფერი ვერ მიიღწევა თუ არ მოხდება ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტების ძალიან სწრაფი მშენებლობა და შემდეგ გენერირებული ელექტროენერგიის ინტეგრაცია შემდეგ ქსელში და ქსელიც უნდა დახვდეს ამ ყველაფერს მზად. ეს არის რეალურად ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული“, - აღნიშნა მაია მელიქიძემ.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ყველა კომპანიას, რომელიც ჩართულია განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარების პროცესში, კონკრეტული დათქმით ჩამოეწერება სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმები, რომლის ჯამური მოცულობა 1 მილიარდი ლარია.

ირაკლი კობახიძის თქმით, დავალიანებები, ჯარიმებისა თუ საურავების სახით, რომლებიც კომპანიებს გასული წლების განმავლობაში დაუგროვდა, ენერგეტიკის სისტემის განვითარებას ერთ-ერთ დაბრკოლებას უქმნის.

მისივე განმარტებით, დავალიანებების პატიება უნდა გახდეს ახალი, ორმხრივ თანამშრომლობაზე დაფუძნებული, თუმცა, ამასთანავე, პასუხისმგებლობით გაჯერებული პროცესის დასაწყისი.

„ეს ნიშნავს ახალ შეთანხმებებს, ახალ გრაფიკს და ახალ გონივრულ ურთიერთვალდებულებებს სახელმწიფოსა და კომპანიებს შორის. ჩვენ მკაცრად მივუდგებით ახალ შეუსრულებელ ვალდებულებებს ან ახალ დავალიანებებს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე.

ჩვენი ახალი მიდგომით, ვიწყებთ ისეთი ენერგეტიკული პოლიტიკის დანერგვას, რომელიც მისაღები იქნება ენერგეტიკის სფეროში ჩართული კომპანიებისათვის და რომლიდანაც მაქსიმალურ სარგებელს მიიღებს ქვეყანა. ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება ახალ სტიმულს მისცემს ენერგეტიკის სისტემის განვითარებას, რასაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

მადლობას ვუხდი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ქალბატონ მარიამ ქვრივიშვილს და სამინისტროს გუნდს ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მომზადებისთვის. ენერგეტიკულ კომპანიებს მინდა ვუსურვო წარმატებები განახლებადი ენერგიის პროექტების განხორციელების პროცესში", - განაცხადა პრემიერმა.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image 2026 წელი განვითარების ახალი ეტაპი იქნება - როგორია BODBE Hotel - ის სამომავლო გეგმები

16.01.2026.18:00

კახეთის გულში, სიღნაღთან მდებარე სასტუმრო „ბოდბემ“ სულ მცირე დროში მოიგო როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტუმრების გული და იქცა ადგილად, სადაც დახვეწილი დიზაინი, კომფორტული გარემო და თანამედროვე სერვისი ქმნიან ტრადიციულ სტუმართმოყვარეობას. სასტუმროს განვითარების 2026 წლის ხედვასთან დაკავშირებით Business Insider Georgia სასტუმროს მარკეტინგის ხელმძღვანელს, ქეთი ბახტურიძეს ესაუბრა.

„2026 წელი "ბოდბესთვის“ განვითარების ახალი ეტაპია. სასტუმრო კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება, სტუმრებს მეტ არჩევანსა და გამოცდილებას შევთავაზებთ.

გვემატება კვების ობიექტი - „კახური კუთხე“, სადაც ადგილობრივი სამზარეულო ავთენტურ გარემოში გაცოცხლდება. ჩვენი სტუმრებისთვის საყვარელი, ღია აუზის ზონა კიდევ უფრო ცოცხალი და საინტერესო გახდება პიცა ბარით. პადელის მოედანი, რომელიც უკვე ფუნქციონირებს, 2026 წლიდან სრულად აღიჭურვება და მზად იქნება როგორც სტუმრებისთვის, ასევე შეჯიბრებებისა და სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისთვის.

ჩვენი მთავარი მიზანია, მომავალ წელს მნიშვნელოვნად გავზარდოთ ბოდბეზე შეყვარებული სტუმრების რაოდენობა და ვიქცეთ იმ ადგილად, რომელსაც ადამიანები გააზრებულად, ნამდვილი დასვენებისთვის ირჩევენ მაშინ, როცა განტვირთვა სჭირდებათ “, - აცხადებს ქეთი ბახტურიძე.

აღსანიშნავია, რომ „ბოდბე“ არ არის მხოლოდ ადგილი - ეს არის გამოცდილება, რომელიც მუდმივად ვითარდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა