მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7102.5
-0.0085
flag
AZN 1.6022
-0.0009
flag
CNY 38.248
-0.0035
flag
EUR 3.1967
-0.0067
flag
GBP 3.6649
-0.011
flag
KZT 49.73
-0.0011
flag
TRY 0.0653
-0.0002
flag
USD 2.7238
-0.0025

„მაგთიკომმა" 5G-ის დასანერგად 7 აუქციონში გაიმარჯვა და 149 025 808 ლარის სიხშირეები შეიძინა - ComCom

news image

კომუნიკაციების კომისიის მიერ მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტის დასანერგად გამოცხადებულ აუქციონში „მაგთიკომი" დამატებით ცალკემდგომი ლოტების გამარჯვებული გახდა. კერძოდ, კომპანიამ 15 წლის ვადით მოიპოვა 2600 მჰც სიხშირული დიაპაზონით სარგებლობის ლიცენზიები. აღნიშნულ სიხშირულ დიაპაზონში გამოტანილი ლოტების საფასურმა სულ 23 097 816 ლარი შეადგინა, რომლის 30% „მაგთიკომმა" სახელმწიფო ბიუჯეტში უკვე გადაიხადა, ხოლო დარჩენილი 70% ლიცენზიის გაცემიდან ერთი წლის განმავლობაში უნდა დაფაროს.

5G აუქციონზე „მაგთიკომი" ასევე ერთი კომბინირებული ლოტის და ცალკემდგომი ლოტების გამარჯვებულად გამოცხადდა, რომლის ფარგლებშიც, 700, 800 და 3410-3710 სიხშირული დიაპაზონებით  სარგებლობის ლიცენზიები მიენიჭა. ჯამურად, „მაგთიკომის" მიერ ყველა შეძენილი სიხშირის ღირებულება 149 025 808 ლარს შეადგენს. სიხშირეების მოპოვებასთან ერთად, ოპერატორს დაევალა მომდევნო 7 წლის განმავლობაში 5G ქსელით ეტაპობრივად დაფაროს საქართველოს მჭიდროდ დასახლებული პუნქტები, ტურისტული ზონები, პორტები, აეროპორტები, რკინიგზა და ძირითადი საავტომობილო გზები. ამასთან, 5G ქსელების აგებისას, კომპანიამ უნდა იხელმძღვანელოს ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ტექნიკური ნორმებით, რაც ქსელის მაღალ ხარისხსა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

საგულისხმოა, რომ მეორედ გამოცხადებულ აუქციონზე მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) დაშვების სავალდებულო მოთხოვნა არ არსებობდა, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ლოტს MVNO-ს ვალდებულებით აირჩევდა, საწყის საფასურზე 20%-იანი ფასდაკლება იმოქმედებდა. „მაგთიკომმა" ლოტები MVNO-ს სავალდებულო დაშვების გარეშე შეიძინა. 

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს გამოცხადებულ 5G აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ „სელფი მობაილმა" მიიღო, რომლის ფარგლებშიც MVNO-ს დაშვების ვალდებულებასთან ერთად მოიპოვა ლიცენზია მეხუთე თაობის ტექნოლოგიის დასანერგად. დღეისთვის, „სელფი მობაილს" 5G ზუგდიდში, ბაკურიანში, გუდაურში, ბათუმში, ქობულეთში, შეკვეთილში, გონიოსა და  კვარიათში უკვე დანერგილი აქვს და ამ პროცესს კვლავ აქტიურად აგრძელებს. გამომდინარე იქიდან, რომ ComCom-ისთვის ახალი თაობის ტექნოლოგიების დანერგვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, კომისიამ გაითვალისწინა ოპერატორების მომართვა და პირველი აუქციონიდან ერთი წლის შემდეგ, კომპანიებს მეორედ მისცა შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა აუქციონში, დანერგონ მე-5 თაობის ტექნოლოგია და მომხმარებელს მაღალი ხარისხის მომსახურება შესთავაზონ.

5G - ეს არის უსადენო ახალი თაობის ინტერნეტ ტექნოლოგია, რომელიც უკვე არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით, მნიშვნელოვნად  გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს,  შეამცირებს დაყოვნებას  და საკომუნიკაციო სექტორთან ერთად, სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ისეთ უმნიშვნელოვანეს დარგებს, როგორიცაა: ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და სხვა. რაც თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკას გააძლიერებს. კომუნიკაციების კომისიისთვის კი, როგორც ტელეკომ სექტორის ზედამხედველისთვის, აღნიშნულ საკითხებში მეტი დაინტერესებული მხარის ჩართვა ერთ-ერთი პრიორიტეტია.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Networking Georgia 2025 – სტუდიო ლიბერთის სტრატეგიული პარტნიორობით ჩატარდა 

03.10.2025.19:17

კახეთში, წინანდლის ისტორიულ მამულში, ბენე ექსკლუზივის ორგანიზებით და სტუდიო ლიბერთის სტრატეგიული პარტნიორობით, გაიმართა ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბიზნეს ფორუმი – Networking Georgia. ღონისძიებამ 800-ზე მეტი პროფესიონალი და 200-მდე კომპანია გააერთიანა. 2 დღის განმავლობაში, სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს და  ურთერთთანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
სტუდიო ლიბერთის წარდგენით , ღონისძიების სპიკერმა ალექს ჩიქოვანმა, სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო LIVE Branding-ის დამფუძნებელმა და CEO- მ ისაუბრა თანამედროვე ბრენდინგის მნიშვნელობაზე და მისი განვითარებისა და პოზიციონირების ახალ ტენდენციებზე.

სტუდიო ლიბერთი ეს არის, ლიბერთი ბანკის ახალი, პრემიუმ ბანკინგის მიმართულება.

სტუდიო ლიბერთიში მარტივად, ბარიერების გარეშე შეგიძლია მიიღო გამორჩეული, პრემიალური მომსახურება როგორც შენი ბიზნესის, ასევე პირადი ფინანსების სამართავად.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა