მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.5
0.001
flag
AZN 1.5848
-0.0003
flag
CNY 39.479
-0.0022
flag
EUR 3.1771
0.0037
flag
GBP 3.6439
-0.0046
flag
KZT 57.5
0.0021
flag
TRY 0.06
-0.0002
flag
USD 2.6936
-0.001

Magnus Insurance Brokers სავალდებულო სამოგზაურო დაზღვევაზე | ინტერვიუ აღმასრულებელ დირექტორთან

news image

2026 წლიდან საქართველოში ტურისტებისთვის სამოგზაურო დაზღვევა სავალდებულო გახდა. ახალი რეგულაციის მიხედვით, ყველა უცხოელ ვიზიტორს ქვეყნის საზღვრის გადაკვეთისას უნდა ჰქონდეს მოქმედი დაზღვევის პოლისი, რომელიც ფარავს საქართველოს ტერიტორიაზე გადაუდებელ სამედიცინო ხარჯებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით Business Insider Georgia  Magnus Insurance Broker -ის აღმასრულებელ დირექტორს, მაია კახიანს ესაუბრა.

2026 წლიდან სამოგზაურო დაზღვევა სავალდებულო გახდა. რას ნიშნავს ეს რეგულაცია რომ განგვიმარტოთ?

ახალი რეგულაციის მიხედვით, ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოში შემოდის ტურისტული ან სხვა ნებისმიერი მიზნით, ვალდებულია იქონიოს მოქმედი სამოგზაურო დაზღვევის პოლისი. აღნიშნული პოლისი უნდა ფარავდეს გადაუდებელ სამედიცინო მომსახურების ნუსხას კანონის მიერ გათვალისწინებული მოთხოვნების და ლიმიტების შესაბამისად.

პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ ვიზიტორმა ქვეყანაში ჩამოსვლამდე უნდა იზრუნოს დაზღვევის შეძენაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა საზღვრის კვეთის მომენტში მას შეექმნას შეფერხება.

რა როლი აქვს ამ პროცესში თქვენს კომპანიას?

„მაგნუს დაზღვევა“ სთავაზობს უცხოელ მომხმარებლებს პროდუქტს, რომელიც სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. „მაგნუს დაზღვევა“ თანამშრომლობს სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიებთან და ვიზიტორებს სთავაზობს ოპტიმალური პირობების შერჩევას - დაფარვის მოცულობის, ფრანჩიზის და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების გათვალისწინებით. ჩვენი ამოცანაა, მომხმარებელმა მიიღოს კანონთან შესაბამისი და მის საჭიროებებზე მორგებული დაზღვევის პოლისი.

რა ტიპის რისკებს უნდა ფარავდეს სავალდებულო სამოგზაურო დაზღვევა?

როგორც წესი, დაზღვევის პოლისი უნდა მოიცავდეს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, გადაუდებელ ჰოსპიტალურ და ამბულატორიულ მომსახურებას, გადაუდებელ სტომატოლოგიურ დახმარებას, საჭიროების შემთხვევაში რეპატრიაციას და სხვას.

შესაძლებელია თუ არა დაზღვევის დისტანციურად გაფორმება?

დიახ, ჩვენთან პროცესი სრულად დიჯიტალიზებულია. ვიზიტორებს შეუძლიათ მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან დისტანციურად შეიძინონ დაზღვევის პოლისი. „მაგნუს დაზღვევა“ უზრუნველყოფს სწრაფ კომუნიკაციას, პირობების დეტალურ ახსნას და დაზღვევის პოლისის ოპერატიულად გაცემას ელექტრონულ ფორმატში, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს პროცესს.

რას ურჩევდით ტურისტებს, რომლებიც საქართველოში მოგზაურობას გეგმავენ?

მნიშვნელოვანია, დაზღვევის საკითხი ბოლო მომენტისთვის არ გადადონ. სასურველია წინასწარ გადაამოწმონ, აკმაყოფილებს თუ არა არჩეული პოლისი საქართველოს მოთხოვნებს. ასევე ყურადღება მიაქციონ დაფარვის ლიმიტს, ფრანჩიზის არსებობას და მომსახურების პირობებს. სწორად შერჩეული სამოგზაურო დაზღვევა უზრუნველყოფს მშვიდ და უსაფრთხო მოგზაურობას.

სავალდებულო სამოგზაურო დაზღვევა არა მხოლოდ რეგულაციის შესრულებაა, არამედ ფინანსური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი მექანიზმი როგორც ვიზიტორებისთვის, ისე ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის. ახალი რეგულაცია მიზნად ისახავს გაუთვალისწინებელი სამედიცინო ხარჯების დაფარვას, რაც დადებითად აისახება ტურისტულ გარემოზე. 

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მზადყოფნას გამოვთქვამთ, რომ [ენერგეტიკის] დარგი აქტიურად დავაფინანსოთ - ზურაბ ქოქოსაძე

18.04.2026.03:49

„ენერგეტიკაში ინვესტიციები და საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა ძალზე მნიშვნელოვანი საკითხებია, განსაკუთრებით იმ ვითარების ფონზე, რაც ჩვენს რეგიონში ხდება,“ - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ზურაბ ქოქოსაძემ ეკონომიკური ფორუმის სხდომაზე, რომელიც საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის მიდგომასა და შესაძლებლობებს მიეძღვნა.

ფორუმი გახსნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, რომელმაც ფორუმის მონაწილე ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებს ენერგეტიკული პოლიტიკის მიმდინარე და სამომავლო მიმართულებები გააცნო.

„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებას საქართველოსთვის განვითარებისთვის ენერგოდამოუკიდებლობის განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ. ზურაბ ქოქოსაძემ ასევე დადებითად შეაფასა ის პროექტები, რომელთაც ეკონომიკის სამინისტრო ამ მიზნის მისაღწევად ახორციელებს.

„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ ხაზი გაუსვა ინვესტორების მხრიდან ენერგეტიკის სექტორისადმი გაზრდილ ინტერესს. „ინტერესი ინვესტორების მხრიდან საკმაოდ დიდია. ბევრი პროექტია, რაც ახლა დამუშავების ეტაპზეა ჩვენს ბანკში. დაახლოებით 700 მლნ ლარის ენერგოპროექტია მხოლოდ ჩვენ ბანკში და ვიმედოვნებ, რომ ამ სფეროს განვითარება კიდევ უფრო დინამიურად გაგრძელდება. შესაბამისად მზადყოფნას გამოვთქვამთ, რომ დარგი აქტიურად დავაფინანსოთ,“ - აღნიშნა ზურაბ ქოქოსაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა