„მაგნუს დაზღვევა“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს
„მაგნუს დაზღვევა“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს. ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მაია კახიანმა განუცხადა. მისივე თქმით, ეს არის სავალდებულო ავტოდაზღვევა, რომელიც მოქმედებს თურქეთის ტერიტორიაზე.
„კომპანია მომხმარებლებს ახალ პროდუქტს სთავაზობს - სავალდებულო ავტოდაზღვევას, რომელიც მოქმედებს თურქეთის ტერიტორიაზე. ეს დაზღვევა აუცილებელია ყველა იმ სატრანსპორტო საშუალებისთვის, რომელიც შედის თურქეთის ტერიტორიაზე, რადგან ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული დაზღვევის გარეშე იქ გადაადგილება შეუძლებელია.
მსგავსი დაზღვევის აუცილებლობა განსაკუთრებულად აქტუალური გახდა, რადგან ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები, როგორც კერძო პირები, ასევე სატრანსპორტო კომპანიები ხშირად გადაადგილდებიან თურქეთის მიმართულებით. განსაკუთრებულად დიდია მოთხოვნა აღნიშნულ პროდუქტზე აჭარის რეგიონში, სადაც თურქეთის მიმართულებით სატრანსპორტო მიმოსვლა განსაკუთრებით ინტენსიურია.

„მაგნუს დაზღვევა" აქამდე მომხმარებლებს სთავაზობდა ე.წ. „მწვანე ბარათს", რომელიც სავალდებულოა როგორც თურქეთში, ასევე ევროპის ქვეყნებში გადაადგილებისას. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ბევრ ადამიანს სჭირდება დაზღვევა მხოლოდ თურქეთის მიმართულებით, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება შეეთავაზებინა სპეციალურად თურქეთისთვის მორგებული პროდუქტი, რომლის ფასიც ბევრად უფრო ხელმისაწვდომი იქნებოდა.
აღნიშნული პროდუქტი განკუთვნილია შემდეგი კატეგორიებისათვის:
• ფიზიკური პირებისთვის
• სატრანსპორტო კომპანიებისთვის
• ავტობუსების მძღოლებისთვის
• ნებისმიერი ტიპის სატრანსპორტო საშუალების მფლობელებისთვის
პროდუქტის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობა ხელმისაწვდომი ფასია. მსუბუქი ავტომობილის შემთხვევაში ერთ თვიანი დაზღვევა მომხმარებელს მხოლოდ 50 ლარი დაუჯდება. ამას ემატება მომსახურების კომფორტი - დაზღვევის შეძენა სრულად ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი, რაც განსაკუთრებით მოსახერხებელია “, - აცხადებს მაია კახიანი.
ცნობისთვის, სადაზღვევო კომპანია „მაგნუსი“ საქართველოში 2016 წლიდან ოპერირებს. წლის ბოლომდე კომპანია მომხმარებლისთვის კიდევ ბევრ საინტერესო სიახლის შესთავაზებას გეგმავს.
დღის ტოპ 10 სიახლე
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება - პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
სხვა სიახლეები
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
14.04.2026.18:03
სტუდენტებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ ფინანსური განათლების საკითხები, აქვთ შესაძლებლობა, გაიარონ ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსი. პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.
კურსის ფარგლებში, შეხვედრა 25 აპრილს, 13:00 საათზე გაიმართება. დასწრების მსურველებმა, უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.
შეხვედრას ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარი, ლევან ფავლენიშვილი გაუძღვება.
ტრენინგზე განვიხილავთ სტუდენტებისთვის საინტერესო თემებს ფინანსური განათლებიდან: ბიუჯეტირებას, შემოსავლებს, ხარჯებს, ემოციურ ფაქტორებს, ანაბარს, დანაზოგს და სხვ.
შეხვედრის ძირითადი თემები შეეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ბიუჯეტირება, ფულის ფსიქოლოგია, ხარჯვის ემოციური ფაქტორები, პროცენტი, ანაბარი, ემოციების გავლენა დანაზოგებზე და სხვა.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
ინფორმაციისთვის, ლევან ფავლენიშვილი ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარია, რომელსაც აქვს ISET-ის მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში. ის ასევე არის ედინბურგის უნივერსიტეტის, მათემატიკის სკოლის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი ოპერაციების კვლევაში.
ლევანი 2014 წლიდან ასწავლის სხვადასხვა უნივერსიტეტში არაერთ საგანს: ეკონომიკის პრინციპები, საერთაშორისო ეკონომიკა, საერთაშორისო ფინანსები, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების ეკონომიკა, ეკონომეტრიკა და ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზი.
2021 წელს ლევანმა კოლეგებთან ერთად დააარსა საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა (GELi), რომელსაც ის ხელმძღვანელობდა 2024 წლამდე და რომლის ფარგლებშიც საქართველოში ეკონომიკური და ფინანსური წიგნიერების გავრცელებისთვის არა ერთი პროექტი გაუკეთებია.
ამასთან, 2026 წელს ფინანსური წიგნიერების სასერტიფიკატო კურსების ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება სამ განსხვავებულ ჯგუფთან: სტუდენტებთან, მასწავლებლებთან და სკოლის მოსწავლეების მშობლებთან. თითოეული კურსი მორგებული იქნება ინდივიდუალური ჯგუფის ინტერესებსა და საჭიროებებზე. შეხვედრები ჩატარდება როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ ფორმატში და მათ მაღალკვალიფიციური ლექტორები გაუძღვებიან.
გაეცანით საქართველოს ბანკის მიერ შექმნის საგანმანათლებლო პროექტებს ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge