მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე - VR Shekvetili Forest Beach | By Paragraph-ის ახალი ბლოკების გაყიდვები დაიწყო
VR Shekvetili Forest Beach | By Paragraph დანიშნულების ახალი ადგილია შავიზღვისპირეთში, რომელიც ოთხივე სეზონის აქტიური ცხოვრებისთვისაა გათვლილი. პროექტი შეკვეთილში, სასტუმრო Paragraph-ის მეზობლად, 40 ჰექტარ მიწის ფართობზე შენდება. კომპლექსი მოიცავს 1200-მეტრიან დაცულ სანაპიროს, ბულვარს, ველო და საფეხმავლო ბილიკებს, რომლებიც მაცხოვრებლებსა და სტუმრებს კომფორტულსა და მრავალფეროვან გარემოს სთავაზობს.
პროექტი უკვე მოიცავს ორ ბლოკს — A და B2, სადაც მაღალი ინტერესის ფონზე აპარტამენტების 60%-ზე მეტი უკვე გაყიდულია. კომპანიაში აცხადებენ, რომ დიდი მოთხოვნის შედეგად დაიწყეს ახალი ბლოკების — B1 და C ბლოკების — გაყიდვაც. თითოეულ მათგანს საკუთარი უნიკალური უპირატესობები აქვს, ხოლო აპარტამენტების საწყისი ფასი 62,000$-ია.
„ჩვენ ვთავაზობთ ორ მიმართულებას - ბინებს სრული რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით, ასევე შესაძლებლობას, რომ მყიდველმა საკუთარი გემოვნებით განახორციელოს რემონტი. გვაქვს სხვადასხვა კვადრატულობის ბინები: სტუდიოს ტიპის, ერთი და ორ-საძინებლიანი. ასევე გვაქვს უნიკალური კონცეფცია - პირველ სართულზე განთავსებული აპარტამენტები საკუთარი ეზოებით, სადაც შეგიძლიათ შინაური ცხოველი გყავდეთ, ბავშვებთან ერთად ითამაშოთ ან საკუთარი მცენარეები გააშენოთ - ვფიქრობთ, რომ ეს გარემო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოჯახებისთვის“, - აღნიშნა VR HOLDING-ის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბექა ფაშალიშვილმა.
მისივე თქმით, პროექტზე არსებული მაღალი მოთხოვნა გახდა ახალი ბლოკების დამატების მთავარი მოტივატორი. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ასეთი გამოხმაურება სრულიად მოსალოდნელი იყო, რადგან პროექტი თავისი კონცეფციით, მდებარეობითა და ხარისხით უნიკალურია და პრაქტიკულად უკონკურენტოა ქართულ უძრავი ქონების ბაზარზე.
ასევე აღსანიშნავია, ისიც , რომ ინვესტორებისთვის საინტერესო შესაძლებლობას წარმოადგენს 5-ვარსკვლავიანი აპარტამენტების შეძენა, რაც პროექტის დასრულების შემდეგ, პროგნოზურად, 30-35%-ით გაზრდილ ინვესტიციურ ღირებულებას უზრუნველყოფს. პროექტის ეკონომიკური მიმზიდველობა დასტურდება კომპანიის მიერ გაზიარებული მონაცემებით, რომლებიც შეფასებულია საერთაშორისო კონსალტინგური კომპანია Cushman & Wakefield-ის მიერ:
ინვესტიციის ანაზღაურების მაჩვენებელი (ROI): 14.5%
უკუგების პერიოდი: 7 წელი
აღნიშნული მონაცემები ნათლად უსვამს ხაზს პროექტის ფინანსურ სიცოცხლისუნარიანობასა და მაღალი ხარისხის უძრავი ქონების ბაზარზე მის საინვესტიციო პოტენციალს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ აპარტამენტის გაქირავებასა და მართვას VR Signature - VR Holding-ის ექსკლუზიური ბრენდი უზრუნველყოფს საერთაშორისო პარტნიორი კომპანიის მეშვეობით.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე ადგილმდებარეობა, მასშტაბურობა და ფუნქციური მრავალფეროვნება, პროექტს შთამბეჭდავ ტურისტულ ცენტრად და რეგიონში ახალ მიზიდულობის ტალღად აქცევს.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
03.07.2025.17:46
ბიქეი ჰოლდინგმა, რომელიც წარმოადგენს თეთრი კვადრატის მფლობელ კომპანიას, გიორგი ნატროშვილი (CFA) თეთრი კვადრატის ახალ გენერალურ დირექტორად დანიშნა. გიორგი შეცვლის შორენა დარჩიაშვილს, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თეთრი კვადრატის ბრენდის შექმნასა და დეველოპერულ ბაზარზე მისი პოზიციის გაძლიერებაში. ბიქეი ჰოლდინგის აქციონერები და მენეჯმენტი გულწრფელ მადლიერებას გამოხატავენ შორენა დარჩიაშვილისადმი მისი ერთგულებისათვის და უსურვებენ მას წარმატებებს მომავალ საქმიანობაში.
ეს სტრატეგიული ცვლილება თეთრ კვადრატს მისცემს საშუალებას, რომ საქართველოს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე დარჩეს ინოვაციურ და ლიდერ კომპანიად და ამავე დროს მნიშვნელოვნად გააფართოვოს საერთაშორისო გაყიდვების არხები. თეთრი კვადრატი ყოველთვის გამოირჩეოდა თანამედროვე საცხოვრებელი პირობებისა და ურბანული გარემოს გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ინოვაციური გადაწყვეტილებებისა და პროდუქტების დანერგვით. ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება.
გამოცდილი ლიდერი ახალი ეპოქისთვის
გიორგი ნატროშვილი ახალ პოზიციას დიდი გამოცდილებით იკავებს. მას ამჟამად ბიქეი ჰოლდინგში ფინანსური დირექტორისა და საოპერაციო დირექტორის თანამდებობები უკავია. ბიქეი ჰოლდინგამდე, გიორგი იყო m2 უძრავი ქონების ფინანსური დირექტორი, სადაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კომპანიის ზრდასა და ოპერაციულ წარმატებაში. მანამდე, გიორგი მუშაობდა ჯეოსელში, საქართველოს ერთ-ერთ წამყვან სატელეკომუნიკაციო კომპანიაში, ხოლო კარიერა დაიწყო Ernst & Young-ში, სადაც ფასდაუდებელი გამოცდილება მიიღო ფინანსებსა და საკონსულტაციო მომსახურებაში.
გიორგი არის სერტიფიცირებული ფინანსური ანალიტიკოსი (CFA) და აღიარებული ექსპერტი ფინანსების, უძრავი ქონების განვითარების, საინვესტიციო მენეჯმენტის, ტექნოლოგიების, IT-ისა და ტელეკომუნიკაციების სფეროებში. მისი მრავალპროფილური გამოცდილება და პროგრესული ხედვა სრულად შეესაბამება თეთრი კვადრატის მისიას — დააწესოს ახალი სტანდარტები უძრავი ქონების განვითარების ინდუსტრიაში.
გიორგის ხელმძღვანელობით, თეთრი კვადრატი აქცენტებს გააკეთებს მოწინავე ტექნოლოგიებისა და ინოვაციური დიზაინის კონცეფციების დანერგვაზე, რათა შექმნას კომფორტული საცხოვრებელი სივრცეები. მისი ძლიერი ფინანსური და საინვესტიციო გამოცდილება კომპანიას დაეხმარება ოპერაციების ოპტიმიზაციაში, ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ზრდის ახალი შესაძლებლობების ათვისებაში. გიორგის ღრმა ცოდნა ტექნოლოგიებისა და ტელეკომუნიკაციების სფეროებში საშუალებას მისცემს თეთრ კვადრატს, ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები დანერგოს თავის პროექტებში, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მობინადრეების ცხოვრების სტანდარტებს და კომპანიას შეუნარჩუნებს კონკურენტულ უპირატესობას.
მომავლის მშენებლობა გამოცდილებით
„დღევანდელ დინამიკურ უძრავი ქონების ბაზარზე, კვალიფიკაცია და ექსპერტიზა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე,“ — განაცხადა ირაკლი ბურდილაძემ, ბიქეი ჰოლდინგის მმართველმა პარტნიორმა. „გიორგის გამოცდილება, სტრატეგიული ხედვა და ინოვაციებისადმი ერთგულება მას იდეალურ ლიდერად აქცევს თეთრი კვადრატის ზრდის ახალ ეტაპზე. გვჯერა, რომ მისი ხელმძღვანელობით ჩვენ შევძლებთ მომხმარებლებისა და პარტნიორებისთვის განსაკუთრებული ღირებულების შექმნას.“ თეთრი კვადრატი რჩება ერთგული თავისი ძირითადი ღირებულებების — ხარისხის, კეთილსინდისიერებისა და მომხმარებლის კმაყოფილებისადმი, როგორც ახალი, საინტერესო ეტაპი იწყება კომპანიისთვის.
თეთრი კვადრატის შესახებ
თეთრი კვადრატი არის უძრავი ქონების განვითარების წამყვანი კომპანია საქართველოში, რომელიც ცნობილია ინოვაციური საცხოვრებელი პროექტებითა და ინოვაციური ურბანული გადაწყვეტილებების შეთავაზებით. ბიქეი ჰოლდინგის შვილობილი კომპანია, თეთრი კვადრატი აგრძელებს დიზაინის, მდგრადობისა და საზოგადოებრივი განვითარების სფეროებში ახალი სტანდარტების დამკვიდრებას.