m² Highlight არის გამორჩეული და საინტერესო პროექტია თავისი უნიკალური არქიტექტურითა და დიზაინით - კომპანიის გაყიდვების მენეჯერი
კომპანია m² საბურთალოზე ცათამბჯენებს აშენებს. m² Highlight - გამორჩეული არქიტექტურისა და დიზაინის მქონე ორი მანათობელი ცათამბჯენის პროექტია თბილისში, რომელიც მარშალ გელოვანის გამზირზე, m²-ის ინოვაციური უბნის, m³ საბურთალოს მიმდებარედ აშენდება და ამ უბანს კიდევ უფრო გამორჩეულსა და განსაკუთრებულს გახდის.
ეს იქნება m² -ის პირველი ცათამბჯენი, ის, როგორც ნებისმიერი m²-ის სხვა პროექტი, სრულად დააკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს, ინკლუზიური ხელმისაწვდომობის, ენერგოეფექტურობის, უსაფრთხოების და გენდერის საკითხების გათვალისწინებით.
როგორც გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას m²-ის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარიტა კიკნაძემ განაცხადა, პროექტი მოიაზრებს ღია ტერასებს, საერთო სამუშაო სივრცეებს, საოფისე და კომერციულ ფართებს, მიწისქვეშა ავტოსადგომებს და კომპლექსის მენეჯერის მომსახურებას.
„m² Highligt მდებარეობს ინოვაციური უბნის, m3 საბურთალოს მიმდებარედ და დაგეთანხმებით, რომ ნამდვილად გამორჩეული და საინტერესო პროექტია თავისი უნიკალური არქიტექტურითა და დიზაინით. პროექტი ორ 26 და 36 სართულიან შუშის მანათობელ ცათამბჯენს მოიცავს, აღნიშნულ შენობებს საერთო ვიტრაჟული სივრცე აერთიანებს, სადაც კომერციული და საოფისე ფართების განთავსებაა დაგეგმილი. სახლები გამოირჩევა კომფორტული გეგმარებითა და პანორამული ხედებით.
აღნიშნული პროექტი გათვლილია როგორც დამოუკიდებელი ცხოვრების მსურველ ადამიანებზე, ისე ახალგაზრდა წყვილებსა თუ ოჯახები, რომლებსაც მაღალსართულიან კომპლექსებში თანამედროვე და კომფორტული გარემო იზიდავთ. პროექტი სრულად აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს ინკლუზიური ხელმისაწვდომობის, ენერგოეფექტურობის და უსაფრთხოების გათვალისწინებით“, - აღნიშნა მარიტა კიკნაძემ.
როგორც კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, m² უკვე 17 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.
m²-ის აქციების 100%-იანი წილის მფლობელია საინვესტიციო კომპანია "საქართველოს კაპიტალი".
კომპანიის მიერ დასრულებულ 11 საცხოვრებელ კომპლექსში დღეს 3,000-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. ენერგო ეფექტურობა, მაღალი ხარისხის მშენებლობა, პროექტების თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სახლების ჩაბარების შემდგომი მომსახურება კომპლექსებში, m²-ის სახლებს საქართველოს ბაზარზე გამორჩეულს ხდის.
2019 წლიდან კომპანიამ დაიწყო უბნის ტიპის პროექტების განხორციელება. სწორედ ასეთი პროექტია m³ საბურთალო, რომელიც 2,600 ოჯახზეა გათვლილი.
m²-ის დასრულებული საცხოვრებელი კომპლექსებია:
m² ჩუბინაშვილზე, m² იპოდრომთან, m² ყაზბეგზე, m² ნუცუბიძეზე, m² თამარაშვილზე, ოპტიმა ისანი, სქაილაინ რეზიდენსი, m² იპოდრომთან 2, m² ყაზბეგზე 2, m² ჭავჭავაძეზე, m² მელიქიშვილზე.
დღეისათვის კომპანია m²-ს აქვს შემდეგი მიმდინარე პროექტები:
m² Highlight, m³ საბურთალო, m² მირცხულავაზე, m² ჭყონდიდელზე, m² ნუცუბიძეზე 2, m² მთაწმინდის პარკთან.
„ჩვენი მისიაა შევქმნათ და განვავითაროთ ისეთი თანამედროვე სივრცეები და ადგილები, რომლებიც ადამიანებს დააკავიშრებენ საკუთარ თავთან, ოჯახის წევრებთან, გარემოსთან, მისცემენ საშუალებას იცხოვრონ განსაკუთრებულად, საკუთარი ცხოვრებით“, - აცხადებენ კომპანიაში.
სხვა სიახლეები
15.07.2025.18:40
საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების მხარდასაჭერად, ხანის აკადემიასთან ერთად, კამპანია „გამოცდები 2025“ დაიწყო.
ინიციატივის მიზანია, აბიტურიენტებს მისცეს შესაძლებლობა, მოუსმინონ მოკლე აუდიოკონსპექტებს, რომლებიც გამოცდებისთვის მასალის გადამეორებაში დაეხმარებათ.
აუდიოკონსპექტებზე წვდომის მიღება ახალგაზრდებს პირდაპირ Soundcloud-ზე ან QR კოდის დასკანერების შედეგად შეუძლიათ, რომელიც მეტროს ბაქნებსა და ავტობუსის გაჩერებებზე არის განთავსებული.
ახლახან აღნიშნულ სერიას ბიოლოგიის აუდიოკონსპექტებიც დაემატა. ეტაპობრივად კი სხვა საგნებიც გახდება ხელმისაწვდომი.
წარმატებებს გისურვებთ გამოცდებზე და არ დაგავიწყდეთ, განათლების გზაზე არ გაჩერდეთ!