„ლუკასი“ საქართველოში Baku Caviar-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ულოცავს წევრ კომპანია „ლუკასს“ პრესტიჟული და ისტორიული აზერბაიჯანული ხიზილალის ბრენდის, Baku Caviar-ის, ოფიციალურად შემოყვანას საქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ „ლუკასი“ არა მხოლოდ ექსკლუზიურ იმპორტიორად, არამედ ბრენდის ოფიციალურ წარმომადგენელად და მომავალში ადგილობრივ მწარმოებლადაც იქნება აღიარებული, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვნად ზრდის როგორც ეკონომიკურ შესაძლებლობებს, ასევე პრემიუმ სეგმენტის განვითარებას.
Baku Caviar გლობალურად ცნობილია როგორც მსოფლიოში პირველი მდგრადი ხიზილალის მწარმოებელი. კომპანია იყენებს თანამედროვე აკვაკულტურულ ტექნოლოგიებს, ზუსტად იცავს ზუთხის გენეტიკურ სისუფთავეს და პასუხისმგებლობით მართავს კასპიის ზღვის რესურსებს. ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მიდგომაა ეკოლოგიური პასუხისმგებლობა: თითო შეძენილ ხიზილალაზე კომპანია კასპიის ზღვაში ათ ზორჩას აბრუნებს, რითაც მნიშვნელოვან წვლილს შეაქვს რეგიონის ეკოსისტემის დაცვასა და ზუთხის პოპულაციის აღდგენაში.
აზერბაიჯანი, როგორც კასპიის ზღვის მთავარი და ისტორიული ხიზილალას აკვანი, აწარმოებს უნიკალურ, უმაღლესი ხარისხის პროდუქტს, რომელიც მრავალი ათწლეულია მსოფლიო გურმანებისა და ლუქს-ინდუსტრიის პროფესიონალების აღიარებულია.
„„ლუკასი“ სიამაყით აცხადებს, რომ საქართველოში ოფიციალურად გახდება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და მაღალი ხარისხის აზერბაიჯანული ხიზილალის ბრენდის, Baku Caviar-ის, ექსკლუზიური წარმომადგენელი. ეს თანამშრომლობა არა მხოლოდ საწარმოსთვის, არამედ ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანი ეტაპია“ განაცხადა ქეთევან გერსამიამ, კომპანია „ლუკასის“ დამფუძნებელმა.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ულოცავს წევრ კომპანია „ლუკასს“ ამ წარმატებულ მოლაპარაკებასა და პროექტს. პრემიუმ-სეგმენტის პროდუქტების შემოსვლა ქვეყანაში არა მხოლოდ გემოვნების სტანდარტებს ამაღლებს, არამედ მუდმივად უბიძგებს ადგილობრივ ბაზარს სიახლისა და მაღალი ხარისხისკენ. მსგავსი საერთაშორისო ბრენდების შემოსვლა ქმნის ინვესტიციების ახალ ნაკადს, ასპარეზს აძლევს ადგილობრივ საწარმოებს და საბოლოოდ აძლიერებს ქვეყნის ეკონომიკურ ეკოსისტემას“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
STEM ოლიმპიადაზე 150-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
სხვა სიახლეები
2025 წლის ბოლო კვარტალში დავამატეთ კიდევ 50 ახალი აპარატი და გავაფართოვეთ ასორტიმენტი - „ჯამბო“
11.12.2025.18:00
„ჯამბო“ არის პირველი ქართული ყავის ბრენდი, რომელიც სულ რამდენიმე თვეა ოპერირებს ბაზარზე. კომპანიაში არსებულ სიახლეებზე, Business Insider Georgia ნიკორა ტრეიდის ყავის განვითარების ხელმძღვანელს თათია ზარქუას ესაუბრა.
„ჯამბო“ ბაზარზე 2025 წლის გაზაფხულზე გამოჩნდა, უკვე ძალიან კარგად იგრძნობა ჩვენი ზრდა. გაყიდვები თვიდან თვემდე საშუალოდ 20-30%-ით გვემატება, ამასთან ბრენდის ცნობადობაც იზრდება -მომხმარებელი უკვე გვიცნობს და გვიბრუნდება.
2025 წლის ბოლო კვარტალში დავამატეთ კიდევ 50 ახალი აპარატი და გავაფართოვეთ ასორტიმენტი, რის შედეგადაც „ჯამბოს“ აპარატები კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდა “, - აღნიშნავს თათია ზარქუა.
ნოემბრის თვიდან კომპანიამ მომხმარებელს ორი ახალი პროდუქტი შესთავაზა.
„ნოემბრიდან ჩვენს მომხმარებლებს ორი ახალი, ძალიან პოპულარული პროდუქტი შევთავაზეთ - BARU-ს მაჩა ლატე და ვანილა ჩაი ლატე.

BARÚ ბელგიური პრემიუმ ბრენდია და ნამდვილად მაღალი სტანდარტის პროდუქცია აქვს. მათი მაჩა და ვანილა ჩაი ლატე იმდენად მოთხოვნადია მსოფლიოში, რომ გადავწყვიტეთ ჯამბოს აპარატებშიც დაგვემატებინა და შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.
პროდუქტის ჩაშვების დღიდან ყურადღებით ვაკვირდებით გაყიდვებს და სასიხარულოა რომ ორივე პროდუქტი არა მხოლოდ ახალ მომხმარებელს იზიდავს,არამედ არსებულსაც ინარჩუნებს და ძალიან პოზიტიურ შეფასებებს იღებს „“, - აღნიშნავს ნიკორა ტრეიდის ყავის განვითარების ხელმძღვანელი.
ცნობისთვის, ამჟამად "ჯამბო" მხოლოდ თვითმომსახურების აპარატების სახით არსებობს. კომპანია ყავის იმპორტს, ძირითადად, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან ახორციელებს, როგორიცაა ეთიოპია, კენია, ბრაზილია, კოლუმბია.