მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7108.6
0.0142
flag
AZN 1.6078
-0.0013
flag
CNY 38.038
0.0012
flag
EUR 3.0861
-0.0123
flag
GBP 3.6838
-0.0089
flag
KZT 53.79
0.0036
flag
TRY 0.0699
-0.0001
flag
USD 2.7342
-0.0007

„ლუდისას“ ექსპორტს განვიხილავთ, თუმცა ჯერჯერობით კონცენტრაცია ქართული ბაზრის ათვისებაზე გაქვს - კომპანიის კომერციული დირექტორი

news image

ლუდისა • Ludisa-ს ექსპორტს განვიხილავთ, თუმცა ჯერჯერობით კონცენტრაცია ქართული ბაზრის ათვისებაზე გაქვს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან „ლუდისას“ კომერციულმა დირექტორმა ირაკლი ქურდაძემ განაცხადა.

ქართულ ბაზარზე პრემიუმ ხარისხის ჩიფსი რამდენიმე თვის უკან გამოჩნდა.

„გვინდა, რომ სხვადასხვა ქსელებში შეძლებისდაგვარად შევიდეთ, რათა მომხმარებელს ჰქონდეს საშუალება მასთან ახლოს „ლუდისა“ დახლზე ნახოს და ამის შემდეგ იქნება გეგმაში, რომ ექსპორტზეც დავიწყოთ მუშაობა“, - აღნიშნა ირაკლი ქურდაძემ.

აღსანიშნავია, რომ „ლუდისა“ რამდენიმე სუპერმარკეტის ქსელში უკვე წარმატებით იყიდება.
„ლუდისა“ პრემიალური სეგმენტისთვის შექმნილი პროდუქტია. ეს არის ტალღოვანი ჩიფსი. „ლუდისას“ წარმოებისთვის განსხვავებულია ნედლეულიც, რადგანაც ბევრად უკეთესი და უმაღლესი ხარისხის კარტოფილი გამოიყენება და სხვა ჯიშის კარტოფილი, განსხვავებით რეგულარული ჩიფსებისგან. შესაბამისად ხარისხი, გემო, შეფუთვა და ასე შემდეგ ამ პროდუქტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღეისათვის „ლუდისა“ შესულია „კარფურში“, „აგროჰაბში“, „სპარის“ და „დეილის“ ობიექტებში და ასევე სპეციალიზებულ ლუდის ჩამოსასხმელ ობიექტებში. „ლუდისა“ ასევე წარმოდგენილია სხვადასხვა უბნის მაღაზიებში“, - განმარტავს „ლუდისას“ კომერციული დირექტორი.

კომპანიის მენეჯმენტის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ „ლუდისა“ ბაზარზე ახალი მოთამაშეა, მან მოახერხა და დახლზე წარმატებით გაუწია კონკურენცია უცხოურ ბრენდებს.

„ლუდისას“ დისტრიბუცია მარტის პირველი რიცხვებიდან დავიწყეთ. თუ შევხედავთ კონკრეტულ ობიექტზე, სადაც წარმოდგენილი იყო „ლუდისა“ და ავიღებთ თვიურ ჭრილს, მან სერიოზული კონკურენცია გაუწია იმპორტირებულ ჩიფსებს, მათ შორის „ლეისსაც“ და სხვა უცხოური დასახელების პრემიალური სეგმენტის ჩიფსებს.

ჩვენ ფასს საერთოდ არ ვაქცევთ ყურადღებას, ვამბობთ, რომ არავის კონკურენტები არ ვართ. ჩვენ გაქვს უმაღლესი ხარისხი და გემო. მარკეტინგული აქტივობაც ისე გაქვს აწყობილი, რომ ვქმნით იმ სეგმენტს ვისთვისაც საინტერესო შეიძლება იყოს „ლუდისა“, - აცხადებს კომპანიის კომერციული დირექტორი.

ამ ეტაპზე ლუდისა ბაზარზე წარმოდგენილია სამი სახეობით: მარილიანი, პომიდვრის სალსა, რომელიც ახალი გემოა ქართული ბაზრისთვის და ასევე, ხახვისა და არაჟნის არომატით.

 

 

 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენი მიზანია მომხმარებლებისთვის დაზღვევა მაქსიმალურად მარტივი, ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი გავხადოთ - Magnus Insurance Brokers

30.05.2025.10:00

ქართული სადაზღვევო კომპანია Magnus Insurance Brokers-ის აღმასრულებელი დირექტორი მაია კახიანი მიმდინარე სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Goergia-ს ესაუბრა

 

ჩვენი მიზანია მომხმარებლებისთვის დაზღვევა მაქსიმალურად მარტივი, ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი გავხადოთ. ვგეგმავთ მუშაობის დაწყებას მობილურ აპლიკაციაზე, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს დაზღვევა შეიძინოს სწრაფად და კომფორტულად

მაისში ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობის მემორანდუმს კომპანია Strada Motors-თან. ჩვენს მომხმარებლებს ექნებათ ექსკლუზიური პირობები  მათ მიერ წარმოდგენილ საავტომობილო ბრენდებზე “, - ამბობს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მაია კახიანი.

 

მიმდინარე წელს კომპანიაში დაინერგა მწვანე ბარათის ელექტროუნული წესით გაცემის პროცესი 

„2025 წლიდან დაინერგა მწვანე ბარათის (საზღვარგარეთის ქვეყნებში მოქმედი სავალდებულო დაზღვევის) ელექტრონული გაცემის პროცესი. ეს განსაკუთრებით კომფორტულია მათთვის, ვინც ქვეყნის გარეთ იმყოფება და სჭირდება აღნიშნული დაზღვევის სახეობა.

ჩვენ ვაერთიანებთ საქართველოს ბაზრის წამყვან სადაზღვევო კომპანიებს ერთ სივრცეში, რაც მომხმარებლებს აძლევს არჩევანის თავისუფლებას და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას “, - აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მაია კახიანი.

 

ცნობისთვის, კომპანიის გუნდი შედგება პროფესიონალი კადრებისაგან, რომლებმაც წლების განმავლობაში დააგროვეს საკმაოდ დიდი გამოცდილება სადაზღვევო სფეროში. გუნდი არის ორიენტირებული მომხმარებლის კმაყოფილებაზე და გრძელვადიან ურთიერთობაზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა