ლოკოკინების ფერმის მფლობელი და მწარმოებელი „ნადი ჯგუფი“ საექსპორტო არეალს აფართოებს
ლოკოკინების ფერმის მფლობელი და მწარმოებელი „ნადი ჯგუფი“ გაზაფხულზე 20%-ით მეტ მოსავალს ელოდება.
როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის დამფუძნებელმა მერაბ ნადარაიამ განაცხადა, კომპანია მოსავლის აღება ივნისის შუა რიცხვებიდან დაიწყებს და პროდუქციას ადგილობრივი ბაზრის გარდა საექსპორტო ბაზრებსაც მიაწვდის.
„მიმდინარე სეზონზე საკმაოდ კარგ მოსავალს ველოდებით. რეალურად გასულ წელთან შედარებით 20%-ით მეტს ველოდებით. რაც შეეხება ექსპორტს, ვგეგმავთ თურქეთში, საფრანგეთსა და ესპანეთში. ესპანეთი ეს ახალი ბაზარია და მოთხოვნა იქ ცოცხალ ლოკოკინებზეა. რაც შეეხება საფრანგეთსა და თურქეთს, ამ ბაზრებზე ვყიდით როგორც ცოცხალი ლოკოკინას, ისე ფილეს“, - აღნიშნა მერაბ ნადარაიამ.
„ნადი ჯგუფს“ მიმდინარე წელს ლოკოკინების ფერმის გაფართოება არ მოუხდენია და ის ამ დროისათვის 15 ჰა ფართობზეა გაშენებული.
კომპანია გარდა ლოკოკინის გადამუშავება/წარმოებისა, ქვეყანაში დარგის განვითარებასაც უწყობს ხელს და მეწარმეებსა თუ ფერმერებს ლოკოკინების მოშენებაშიც ეხმარება. მერაბ ნადარაიას თქმით, ინტერესი დიდია.
„მოთხოვნა არის, ყოველ წელს ახალ ახალი ფერმერები გვემატებიან და ეს მიმართულება ქვეყანაში ყოველწლიურად ვითარდება. რეალურად ამ ბიზნესში ყოველწლიურად 10-15%-ით მეტი ფერმერი ერთვება“, - ამბობს მერაბ ნადარაია.
ლოკოკინების ფერმების ზრდის ფონზე „ნადი ჯგუფი“ ასოციაციის შექმნასაც არ გამორიცხავს და როგორც მერაბ ნადარაია ამბობს, აღნიშნულ საკითხზე ფერმერებთან უკვე მუშაობს და მოლაპარაკებებს აწარმოებს.
აღსანიშნავია, რომ წლის განმავლობაში ლოკოკინების მოსავლის აღება ორჯერ გაზაფხულზე და შემოდგმაზე ხდება. საგულისხმოა, რომ 2024 წელს კომპანიამ ექსპორტზე 400 ტონა პროდუქცია გაიტანა.
ლოკოკინების ფილეზე მოთხოვნა იზრდება ადგილობრივ ბაზარზეც. „ნადი ჯგუფი“ ადგილობრივ ბაზარზე აქტიურად თანამშრომლობს ჰორეკა სექტორთან.
1 ტონა ლოკოკინადან ფილეს გამოსავლიანობა მხოლოდ 20%-ია, მაგრამ მიუხედავად ამ რაოდენობისა მოგების მხრივ კომპანიისთვის უფრო ხელსაყრელი ლოკოკინას ფილეს ექსპორტია.
შპს „ნადი ჯგუფი“ 2018 წელს, იტალიური კომპანია ,,ჩერასკოს" მოლუსკების საერთაშორისო ინსტიტუტთან თანამშრომლობით, დაფუძნდა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
22.05.2025.14:00
მონაწილეობა მივიღეთ ქალაქ ბათუმში გამართულ ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენაში „EBIT 2025“. ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს კომპანიის დამფუძნებელმა დავით პარკაძემ განუცხადა.
მონაწილეობა მივიღეთ ქალაქ ბათუმში გამართულ ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენაში, რომელმაც საკმაოდ კარგად ჩაიარა და გვაქვს ახალი შემოთავაზებები ძირითადად, სასტუმროების მხრიდან. ამ ეტაპზე, სეზონის შესაბამისად, გარე ექსტერიერის ავეჯის ახალ დეტალებზე ვმუშაობთ. ამ კუთხით დაინტერესება საკმაოდ მაღალია.
საწარმოს თვალსაზრისით, ყველა ხარჯი დათვლილია. თვის ბოლოს გვექნება რამოდენიმე მოლაპარაკება და შემდეგ დაფინანსებაზე წარვადგენთ დოკუმენტაციას. სავარაუდოდ, ამ წლის ბოლომდე ძირითადი სამუშაოები დაიწყება ახალ ბაზაზე გაშენების თვალსაზრისით, რომელიც სოფელ ლამისყანაში განთავსდება. საწარმოში იქნება გადამამუშავებელი ნედლეულის, ხის და რკინის საამქრო, ასევე განვავითარებთ აგრო ტურიზმის მიმართულებას და დაახლოებით ხუთ კოტეჯს განვათავსებთ დამსვენებლებისათვის. რეალურად ეს იქნება არამარტო ტურისტებისთვის, არამედ ახალგაზრდებისთვისაც. ზაფხულობით მოვაწყობთ ბანაკს და ძალიან ბევრ ადამიანს მივცემთ შესაძლებლობას რომ ჩამოვიდეს ჩვენთან და დაესწროს ღია მასტერკლასებს. ეხლაც, გამოფენაზე მასტერკლასები ჩავატარეთ და დიდი დაინტერესება გამოიწვია ახალგაზრდებში. ძალიან ბევრს აქვს სურვილი რომ შეისწავლოს ხელსაქმე. პარალელურად, ვმუშაობთ ადგილობრივ კოლეჯთან და როგორც კი ნედლეულს გავაშენებთ დავიწყებთ ინტენსიურ გადამზადების კურსებს. კასპში დაიგეგმება პირველი სწავლების კურსი და გადამზადებული კადრები ჩვენთან დასაქმდებიან. 7 წელია ამისთვის ვემზადებით და ყველა ხელს გვიწყობს. სახელწიფოც მაქსიმალურად ჩართულია ჩვენს განვითარებაში. რა თქმა უნდა ის დონორები, მხარდამჭერები ვინც იყვნენ და დაგვაფინანსეს აქტიურად არიან ჩართულები ჩვენს გვანვითარებაში და არ წყვეტენ ჩვენს მხარდაჭერას. ჩვენც არ ვიშურებთ ძალისხმევას რომ ჩვენი სრულყოფილი, გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც გვაქვს გაწერილი დაახლოებით 4-5 წელზე რაც შეიძლება სწრაფად შევასრულოთ.