მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7047.4
-0.0021
flag
AZN 1.5916
-0.0002
flag
CNY 37.693
-0.0032
flag
EUR 3.123
-0.0114
flag
GBP 3.6172
0.0004
flag
KZT 49.81
-0.0001
flag
TRY 0.0667
0
flag
USD 2.7067
-0.0003

ლოკოკინების ფერმა „ნადი ჯგუფი“ საექსპორტო არეალის გაფართოებაზე მუშაობს - სამიზნე იტალიისა და ესპანეთის ბაზრებია

news image

ლოკოკინების ფერმის მფლობელი და მწარმოებელი „ნადი ჯგუფი“ საექსპორტო არეალის გაფართოებით არის დაკავებული. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის დამფუძნებელმა მერაბ ნადარაიამ განაცხადა, ამ ეტაპზე „ნადი ჯგუფი“ პროდუქციის ექსპორტს თურქეთსა და საფრანგეთში ახდენს, ხოლო სამომავლოდ ექსპორტს იტალიასა და ესპანეთშიც განიხილავს. 


„მოსავლის აღება უკვე დაწყებული გვაქვს და საკმაოდ კარგი მოსავალია. ფაქტობრივად მოსავალი წელს 30%-ით არის გაზრდილი. ჩვენ პროდუქციას ექსპორტს თურქეთსა და საფრანგეთში ვახდენთ. ასევე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ იტალიაში დაბრუნებაზე და ესპანეთის ბაზარზე გასვლაზე. გასულ წელს იტალიაში ექსპორტი საკმაოდ ცოტა იყო. თუმცა დღეს ჩვენი ექსპორტის დაახლოებით 60%-ი თურქეთს უკავია, ხოლო დანარჩენი საფრანგეთს“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.


საქსტატის საიტზე განთავსებული სტატისტიკა აჩვენებს, რომ თურქეთში ლოკოკინას ექსპორტი რაოდენობრივად პირველ ადგილზეა, თუმცა ფისკალური კუთხით ექსპორტი უფრო საფრანგეთშია მომგებიანი. „ნადი ჯგუფში“ აცხადებენ, რომ სხვადასხვა სახის ხელშეკრულებები აქვთ და ამიტომ რაოდენობრივად ყველაზე მეტს ამ ეტაპზე თურქეთში ყიდიან. 

„სხვადასხვა ხელშეკრულებები გაქვს და ამიტომ ჩვენ არ გვინდა, რომ რომელიმე ხელშეკრულება დავაზარალოთ და ამიტომ საფრანგეთში ექსპორტი რაოდენობრივად შედარებით ნაკლები გაქვს“, - ამბობს მერაბ ნადარაია. 

რაც შეეხება ესპანეთს, ეს საქართველოში „გაზრდილი“ ლოკოკინასთვის ახალი ბაზარია. თუმცა ირკვევა, რომ ესპანეთში სხვა ჯიშის ლოკოკინებზეა მოთხოვნა და ამიტომ „ნადი ჯგუფმა“ თავის ფერმაში ამ ჯიშის ლოკოკინების გამრავლება დაიწყო და თუ პროექტი გაამართლებს, ესპანეთის ბაზარზეც შევა. 

„სხვა ჯიშის ლოკოკინებზეა მოთხოვნა ესპანეთში. ახლა ამ ჯიშს ვცდით, თუ რამდენად შეეგუება საქართველოს კლიმატს ეს ლოკოკინა და ამის შემდეგ დავიწყებთ ესპანეთში ექსპორტს. ვნახოთ რა გამოვა. სურვილი არის“, - განმარტავს მერაბ ნადარაია. 

დღეისათვის „ნადი ჯგუფის“ ლოკოკინების ფერმა 3 ჯიშის ლოკოკინების გამრავლებაზეა ორიენტირებული.

რაც შეეხება ფერმერების დაინტერესებას, „ნადი ჯგუფში“ აცხადებენ, რომ ინტერესმა იკლო და ამის მიზეზად თავისუფალი ფართობების არარსებობას ასახელებენ. 


„მოთხოვნა არ გაზრდილა და ფერმერების აქტიურობა ცოტა შეჩერდა კიდეც. ამის მიზეზი არის ალბათ ის, რომ ხელსაყრელი პირობები არ არის, ლოკოკინას მისთვის ხელსაყრელი პირობები სჭირდება და სადაც ვენახია იქ ხომ ვენახს ვერ ამოიღებენ ამიტომ ფართობები სჭირდება და ამ რაოდენობის თავისუფალი ფართობი არ არის. დაკავებულია“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

თავად „ნადი ჯგუფი“ ფერმის გაფართოებას აღარ აპირებს. 

„ფერმის გაფართოებას არ ვაპირებ, რადგანაც საკმაოდ მოზრდილი ფერმა მაქვს. გაფართოების რესურსიც არ არის. ალბათ იმ ფერმერების რაოდენობის ზრდას შევუწყობთ ხელს, რომლებიც ლოკოკინების მოშენებით იქნებიან დაინტერესებულნი“, - აცხადებს მერაბ ნადარაია. 

სამომავლოდ „ნადი ჯგუფი“ ახალი მიმართულების ათვისებასაც განიხილავს და კოსმეტიკის განვითარების მიმართულებით საკუთარი წვლილის შეტანას გეგმავს. 

„კოსმეტიკის მიმართულებით ძირითადად ლოკოკინას ლორწოზეა საუბარი. ჩვენ ლორწო ამოგვაქვს არსებული ჯიშებისგანაც, მაგრამ ლორწოს ბაზარი ცალკეა განსახილველი. დიდი ინვესტიცია სჭირდება, რომ მისგან ფხვნილი მივიღოთ. ისე კი ვგეგმავთ სამომავლოდ“, - აცხადებს „ნადი ჯგუფის“ დამფუძნებელი.

შპს „ნადი ჯგუფი“ 2018 წელს, იტალიური კომპანია ,,ჩერასკოს" მოლუსკების საერთაშორისო ინსტიტუტთან თანამშრომლობით, დაფუძნდა.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალის დასკვნითი კონცერტი 2 აგვისტოს გაიმართება

31.07.2025.10:28

ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალი 2 აგვისტოს, ვალდო ვეზერსის დაუვიწყარი კონცერტით დაიხურება. სცენის რაინდად წოდებული მუსკალური მოგზაური საქართველოში თავის ევროპულ ბენდთან ერთად ჩამოდის და ეს კონცერტი იქნება ამერიკული და ევროპული ბლუზის საუცხოო სიმბიოზი; ასევე, შეასრულებენ ჯეიმს ბრაუნის ცნობილ ჰიტებს.

სერ ვალდო ვეზერსი - ბლუზის შემსრულებელი და საქსოფონისტი. თავისი უნიკალურობით მან მთელი ევროპა დაიპყრო. ის გამორჩეულია, როგორც პირველი შავკანიანი ქანთრი საქსოფონისტი, რომელიც მუსიკით არღვევს კულტურულ და რასობრივ საზღვრებს.

ვალდო ვეზერსი - ეს მხოლოდ მუსიკოსის სახელი არ არის - ესაა მთლიანი ეპოქის ხმა. არტისტი, რომელმაც ჯეიმს ბრაუნის ფანკის იმპერიაში 15 წელი გაატარა.

2008 წელს, ვეზერსს გერმანიაში მაინბრექსენის სასახლის რაინდის წოდება მიენიჭა.

ასეთ არაჩვეულებრივ ნოტაზე დასრულდება წელს ლაგოდეხის მეცხრე საერთაშორისო ბლუზ ფესტივალი, რომელიც წლების განმავლობაში, თიბისის მხარდაჭერით ტარდება და უკვე სარგებლობს მაღალი რეპუტაციით მუსიკალურ სამყაროში. ფესტივალმა მსმენელს არაერთი დაუვიწყარი ემოცია აჩუქა - საოცარი მუსიკოსები, ბლუზი ლაგოდეხის უნიკალურ გარემოში და გრძნობა, რომ მუსიკა და თავისუფლება მართლაც აქ და ახლაა.

ფესტივალის დასკვნითი კონცერტის ბილეთების შეძენისას,  ახალი თიბისი ბარათით, ნებისმიერი კონცეპტ ბარათით და ერთგული საკრედიტო ბარათით, ისარგებლეთ 15%-იანი ფასდაკლებით.

ფესტივალი მომდევნო ზაფხულამდე გვემშვიდობება.

მომავალ, უკვე მეათე შეხვედრამდე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა