მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7037.5
0.0027
flag
AZN 1.5866
0.0008
flag
CNY 37.58
0.0012
flag
EUR 3.153
0.0023
flag
GBP 3.6486
-0.0039
flag
KZT 50.13
0.0011
flag
TRY 0.066
0
flag
USD 2.6981
0.0013

ლოგისტიკური კომპანია ULC Terminal NCTS სისტემაში ჩასართავად ემზადება

news image

ლოგისტიკური კომპანია ULC Terminal აქტიურად ემზადება ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის – NCTS–ში ჩასართავად. როგორც Business Insider Georgia-სთან საუბარში კომპანიის დირექტორმა და ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გიორგი ჯანყარაშვილმა აღნიშნა, სისტემაში ჩართვა ნიშნავს ეფექტური და სწრაფი ტრანზიტული სერვისების დანერგვას.

მისი თქმით, კომპანიამ უკვე მიმართა შემოსავლების სამსახურს შესაბამისი ლიცენზიის მისაღებად, და მოსალოდნელია, რომ იგი სექტემბრის დასაწყისში გაიცემა. შედეგად, ULC Terminal გახდება მეხუთე ქართული კომპანია, რომელიც NCTS სისტემაში ჩაერთვება.

„NCTS სისტემის დანერგვა და საქართველოში მისი გამოყენება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ეკონომიკისთვის და სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისთვის, რომელსაც აბრეშუმის გზას ვუწოდებთ. ქართული კომპანიების ამ სისტემაში ინტეგრაცია სერიოზულ პოტენციალს ქმნის. ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა ისიც, რომ შესაძლებელი გახდება უცხოური კომპანიებიდან ფინანსების მობილიზება — სწორედ ეს არარეზიდენტი კომპანიები იქნებიან ჩვენი ძირითადი დამკვეთები,“ – აცხადებს გიორგი ჯანყარაშვილი.
მისივე თქმით, ქართული კომპანიებისთვის NCTS სისტემაში ჩართვა საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია.

„ლიცენზიის მისაღებად საჭიროა სისტემის დანერგვა - პროგრამული უზრუნველყოფის ჩათვლით. ასევე, კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, მათ შორის ფინანსურ მდგრადობას. ფაქტობრივად, ეს წარმოადგენს გარანტიას, რომელსაც იძლევა ქართული მხარე, რომ ტვირთი A-დან B პუნქტში ნამდვილად ჩავა და პასუხისმგებლობა სწორედ კომპანიაზეა,“ – აღნიშნავს ჯანყარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემა (NCTS) ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებს და უზრუნველყოფს ტვირთების ელექტრონულ მონიტორინგს, გამარტივებულ საბაჟო პროცედურებს და ტრანზიტის გამჭვირვალობას.

ULC Terminal 2021 წელს დაარსდა. მისი მიზანია ბაზარზე მომსახურების დონის ამაღლება, ევროპული სტანდარტების დანერგვა და ისეთი ლოგისტიკური ჰაბის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს საქონლის ტვირთბრუნვის ზრდას საქართველოს ტერიტორიაზე და გაამარტივებს კომუნიკაციას გადამხდელებსა და სახელმწიფოს შორის.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ბათუმში პირველად ბაზარზე კვადრატულ მეტრის საშუალო ფასმა 1,427 აშშ დოლარს მიაღწია - Galt & Taggart

19.08.2025.19:00

2025 წლის ივნისში, პირველად ბაზარზე კვადრატულ მეტრის საშუალო ფასმა 1,427 აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა კვარტლის ფასთან შედარებით 2.7%-ითაა გაზრდილი. 

ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ მიმოხილვაში „ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონება“ არის აღნიშნული. 

Galt & Taggart-ში აცხადებენ, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში (რაც 2013 წლიდან გაცემული ნებართვებით აშენდა) საშუალო ფასი 2025 წელს ივნისში კვარტალურად 0.7%-ით, ხოლო წლიურად 11.5%-ით გაიზარდა და 1,307 აშშ დოლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა