მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188.5
-0.005
flag
AZN 1.5851
-0.0005
flag
CNY 39.501
-0.0007
flag
EUR 3.1734
-0.0023
flag
GBP 3.6485
-0.0054
flag
KZT 57.29
0.0048
flag
TRY 0.0602
0
flag
USD 2.6946
-0.0008

ლოგისტიკის ახალი ეპიცენტრი - „თბილისი დრაი პორტის“ ტვირთბრუნვა იზრდება და მალე მეორე ფაზის მშენებლობაც დაიწყება

news image

„თბილისი დრაი პორტი“ (Tbilisi Dry Port), რომელმაც ოპერირება რამდენიმე თვის წინ დაიწყო, ტვირთნაკადის ზრდაზე საუბრობს. როგორც Business Insider Georgia-სთან საუბრისას „თბილისი დრაი პორტის“ გენერალურმა დირექტორმა ნინო ნემსაძემ განაცხადა, ტვირთნაკადის მნიშვნელოვანი ზრდა უკვე სახეზეა.

„რაც შეეხება ტვირთნაკადებს, არის მნიშვნელოვანი ზრდა. თუმცა, რაც საქართველოს რკინიგზამ ბათუმიდან და ფოთიდან ბლოკ მატარებლები დანიშნა, ჩვენი ტვირთბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს ყველაფერი ჩვენზე დადებითად აისახა.

დღეისათვის პორტში შემოსული ტვირთების უმეტესი ნაწილი არის თბილისისთვის განკუთვნილი ტვირთი, თუმცა გვაქვს სატრანზიტო ტვირთებიც, და განკუთვნილია რეგიონისთვის: სომხეთი, აზერბაიჯანი, ცენტრალური აზია. ასევე ექსპორტის რამდენიმე შემთხვევა გვქონდა. ჯერჯერობით ექსპორტის შემთხვევები მცირეა, თუმცა მზარდი“, – განმარტავს ნინო ნემსაძე.

აღსანიშნავია, რომ „თბილისის დრაი პორტის“ მშენებლობა რამდენიმე ფაზას მოიცავს. კომპანიამ პირველი ფაზის დასრულებისთანავე აქტიურად დაიწყო მეორე ფაზის განხორციელებაზე მუშაობა.

„მეორე ფაზის საპროექტო დოკუმენტაცია ახლა მზადდება და უახლოეს მომავალში დასრულდება. შემდეგ უკვე მშენებლობის ნებართვის მისაღებად მივმართავთ თბილისის მერიას. გვექნება რა სამშენებლო ნებართვა, მაშინვე დავიწყებთ სამშენებლო პროცესს. ჩვენი ვარაუდით, შემოდგომის ბოლოს უკვე აქტიურად გვექნება სამშენებლო სამუშაოები“, – ამბობს „თბილისი დრაი პორტის“ გენერალური დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ „თბილისი დრაი პორტის“ პირველი ფაზა წელიწადში 100 ათას TEU-მდე ტვირთბრუნვაზეა გათვლილი, ხოლო მეორე ფაზის განხორციელების შემდეგ პორტის წლიური ტვირთბრუნვა უკვე 280 ათას TEU-ს მიაღწევს.

„თბილისი დრაი პორტი“ მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის განვითარებაში, უზრუნველყოფს ინტეგრირებულ ლოგისტიკურ სერვისებს და წარმოადგენს ბათუმისა და ფოთის პორტების ლოგიკურ გაგრძელებას. იგი ფუნქციონირებს როგორც სატრანზიტო ჰაბი კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონების დასაკავშირებლად.

„თბილისი დრაი პორტი“ არის მულტიმოდალური საკონტეინერო ტერმინალი, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთის მიღებას როგორც რკინიგზით, ასევე სატვირთო მანქანებით, და მის დასაწყობებას. „თბილისი დრაი პორტი“ დაკავშირებულია სარკინიგზო ლიანდაგით საქართველოს რკინიგზის თბილისის ტერმინალთან, საიდანაც მოხდება ბათუმისა და ფოთის ზღვის პორტებიდან ჩამოსული კონტეინერების „თბილისი დრაი პორტში“ გადმოზიდვა.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image გაიცანით ნათია მეტრეველი, საშაბათო სკოლის დამფუძნებელი და მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მონაწილე

16.04.2026.18:00

თუ გსურთ, ბავშვებისთვის ისტორიის გაკვეთილები ნამდვილ მოგზაურობად აქციოთ, საშაბათო სკოლა ჩემოდანი უნდა გაიცნოთ. ეს სივრცე ნათია მეტრეველმა 2022 წელს ერთი მიზნით შექმნა - სურდა, პატარებისთვის საგანმანათლებლო პროცესი ემოციური და ინტერაქციული გზით გამოეცოცხლებინა.

ნათია იმ მიზანდასახულ მეწარმე ქალებს შორისაა, რომლებმაც მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა. პროგრამა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის, EBRD-ის და საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობით ხორციელდება და უშიშარ, ინოვაციური იდეებით სავსე ქალ ლიდერებს 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს ‒ იდეიდან ბიზნესის წარმატებამდე.

ექსპედიცია წარსულში და ძიებით სწავლების მეთოდი

საშაბათო სკოლა ჩემოდანში თითოეული შაბათი პატარა ექსპედიციაა, სადაც მოზარდებიმოვლენების მიზეზების ამოხსნას, კრიტიკულ დაკვირვებასა და დამოუკიდებელ აზროვნებასსწავლობენ. ნათია ამბობს, რომ სკოლის მთავარი ძალა ის ადამიანები არიან, რომლებმაც ამ იდეასპირველივე დღიდან ნდობა გამოუცხადეს:

“ჩვენი ლექტორები არ არიან უბრალოდ მასწავლებლები, რომლებიც ინფორმაციასგადასცემენ ბავშვებს. ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც საკუთარი გამოცდილება, ცოდნა და ძვირფასი ამბები “ჩაალაგეს ჩემოდანში”. საბოლოოდ ბავშვებს სწორედ მათიანთებული თვალები და ენთუზიაზმი ამახსოვრდებათ ყველაზე მეტად.”

პროფესიონალების რჩევები და ბიზნესის ახლებური ხედვა

ნათიასთვის, როგორც მეწარმისთვის, მნიშვნელოვანი იყო, დაენახა საკუთარი საქმიანობის სრულისურათი და დახმარება პროფესიონალებისგან მიეღო:

“მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში მიღებული გამოცდილებაჩემთვის იყო შესაძლებლობა, სრულიად ნეიტრალურ სივრცეში, სხვადასხვა დარგისპროფესიონალებისთვის გამეზიარებინა ჩემი გეგმები და მათგან მიმეღო დროული, საჭირო რჩევები”.

ამ შეხვედრებმა და ექსპერტების რჩევებმა ნათიას ბიზნესის სტრატეგიულად დაგეგმვაში შეუწყოხელი. მან ზუსტად დაინახა საკუთარი ძლიერი მხარეები და გაიცნო უამრავი საინტერესო, ძლიერიქალი, რაც დამწყები მეწარმისთვის უდიდესი შთაგონების წყაროა.

რა გეგმები აქვს საშაბათო სკოლას?

მიღებული ცოდნა და სტრატეგიული ხედვა პირდაპირ აისახა საშაბათო სკოლის სამომავლოგეგმებზე. გუნდმა უკვე დაიწყო ახალი პროექტი პატარებისთვის. პარალელურად, აქტიურადმზადდება საზაფხულო პროგრამაც. სექტემბრიდან კი სკოლა განახლებული ენერგიით დაბრუნდება, რათა მოსწავლეებთან ერთად კვლავ განაგრძოს საინტერესო ადგილებისა თუ ამბების აღმოჩენა.

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა, რომელშიც ნათიამ მონაწილეობა მიიღო, პლატფორმაბიზნეს 360°-ის მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს პლატფორმა აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესს სთავაზობს, მათ შორის საგანმანათლებლორესურსებს, ინდივიდუალურ პროგრამებსა და სექტორულ ანალიზს. პლატფორმის შესახებ სრულინფორმაციას ამ ბმულზე გაეცნობით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა