ლიტერატურული პრემია „საბას“ 2025 წლის ფინალისტები ცნობილია!
წელს ლიტერატურულმა პრემიამ „საბა“ კონკურსი ოცდამესამედ გამოაცხადა. გამომცემლებმა და ავტორებმ250-მდეწიგნი წარმოადგინეს და ფინალისტების სია უკვე ცნობილია 7 ნომინაციაში. „უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანის“ ნომინაციის ფინალისტები მოგვიანებით, აგვისტოში გასაჯაროვდება, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ - გამარჯვებული, ტრადიციულად, სხვა გამარჯვებულების გამოვლენის პარალელურად გახდება ცნობილი.
„საბა“ თიბისიმ და პოეტმა რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. უკვე წლებია ის ყველაზე ავტორიტეტული პრემიაა ლიტერატურის დარგში. დაარსების დღიდან 100-მდე მწერალმა და ლიტერატორმა 5000-ზე მეტი წიგნი განიხილა, 200-ზე პრემია გაიცა და 150-ზე მეტი ავტორი დაჯილდოვდა (მათგან არაერთი -ორჯერ და მეტჯერ).
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2025 წლის ფინალისტები არიან:
წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი:
1. გიორგი საჯაია, „ლპობა“ (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო)
2. ინგა ჩახვაშვილი, „მოუყოლელი ამბები“ (ჩემი გამომცემლობა)
3. ლექსო ჩხაიძე, „გარეთ, ქარში საკითხავი“ (კალმოსანი)
4. კონსტანტინე ჭანკოტაძე, „ილუზიების მატარებელი“ (სეზან ფაბლიშინგი)
5. დავით ხორბალაძე, „UNLOVE“ (ღია სივრცე - ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრი)
წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა:
1. თეიმურაზ დოიაშვილი, „სულის კვეთება“ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა)
2. სოფიო შამანიდი, „აუტანელი კაცები / „აუტანელი“ ქალები“ (სულაკაურის გამომცემლობა)
წლის საუკეთესო პიესა:
1. ნოდარ მამაცაშვილი, „ლოკოკინას სინდრომი (პიესები)“ (აწმყო)
2. ბასა ჯანიკაშვილი, „მე გადმოვცურავ ზღვას“ (პალიტრა L)
წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა:
1. ლევან ბერძენიშვილი, „საუბრები ვეფხისტყაოსანზე“ (ინტელექტი)
2. ირაკლი ლაითაძე, „იყო ასეთი ქვეყანა - CCCP“ (არტანუჯი)
3. ანა მარგველაშვილი, „წერილები მეფეს“ (ალონი)
4. ბესო ხვედელიძე, „გოა მშვიდობისა“ (სულაკაურის გამომცემლობა)
წლის საუკეთესო პროზაული კრებული:
1. არმაზ ბეკარი, „მშვიდობით, სომერსეტ!“ (სულაკაურის გამომცემლობა)
2. მამუკა დოლიძე, „გამოფენა“ (მერანი)
წლის საუკეთესო პოეტური კრებული:
1. ბექა ახალაია, „კანალიზაციის ანგელოზები“ (ჯადოსნური სახლი)
2. რეზო გეთიაშვილი, „მეოთხე პირის ნიშანი“ (კალმოსანი)
3. გოჩა სხილაძე, „ღამის სიმღერა“ (ჩემი გამომცემლობა)
4. ალექსანდრე ჯინჭარაძე, „სარკეებით და სარკის გარეშე“ (ლოგოსი)
წლის საუკეთესო რომანი:
1. შოთა იათაშვილი, „ბედნიერება“ (ინტელექტი)
2. ნოდარ ლადარია, „ელი! ელი!“ (ინტელექტი)
3. ირაკლი მეტრეველი, „ნებადართული ჯადოქრობა“ (სულაკაურის გამომცემლობა)
4. ნინო ორტეგა ჭინჭარაული, „ლეთარგია“ (პალიტრა L)
5. მიხეილ ციხელაშვილი, „ტანჟერული სიზმარი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
25.07.2025.18:00
Bagana პირველი ქართული სლინგის მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც 2017 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელსა და დირექტორს თინათინ გახოკიძეს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და
რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
„ბაგანა" პირველი ქართული სლინგის მწარმოებელი კომპანიაა. ჩვენ 2017 წლიდან ვუწყობთ ხელს 0 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს განაგრძონ აქტიური სოციალური ცხოვრება შვილებთან ერთად. სწორედ ამიტომ მომხმარებელს ვთავაზობთ უმაღლესი ხარისხის, ბუნებრივი ქსოვილისგან დამზადებულ ბავშვის ჩასასმელებსა და გასული წლიდან უკვე ლაქტაციის მაისურებს, რომლებიც უზრუნველყოფს კომფორტულად გადაადგილებას ჩვილებთან ერთად და ახალისებს მშობლების ყოველდღიურ ცხოვრებას.
როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
„ბაგანა" პროექტ "Think Young"-ის სოციალური მეწარმეობის სკოლის კონკურსში გამარჯვების შედეგად შეიქმნა და მალევე მოახერხა ქართველი მომხმარებლების გულების მოგება. 2019 წლიდან კი პროდუქცია აქტიურად იყიდება საქართველოს ფარგლებს გარეთ. ექსპორტზე მასიურად გასვლის სურვილმა 2021 წელს კომპანია მიიყვანა პროექტ „შარქ თენქში", სადაც მოახერხა კიდეც გამარჯვება, თუმცა საბოლოოდ ინვესტორებთან მოლაპარაკება ვერ მოხერხდა და „ბაგანამ" ისევ საკუთარი რესურსით განაგრძო განვითარება. აღსანიშნავია, რომ პროდუქციაზე მოთხოვნა სტაბილურად მზარდია.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
„ბაგანას" მთავარი კონკურენტული უპირატესობა ხარისხი და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომაა. ჩვენი პროდუქცია თაობიდან თაობას გადაეცემა. გვქონია შემთხვევები როცა მეოთხე ბავშვის გასაზრდელად გამოუყენებიათ ჩვენი პროდუქცია. სხვა ბრენდებისაგან განსხვავებით, ,,ბაგანა" ახერხებს ბიუჯეტური ფასის შენარჩუნებას გაზრდილი თვითღირებულების მიუხედავად. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი მშობლებისა და მათი შვილების ჰარმონიული თანაცხოვრებაა, ამიტომ ვქმნით პროდუქტებს, რომლებიც ნებისმიერ სივრცეს მათზე მორგებულს ხდის - თავისუფალი გადაადგილებისთვის, ძუძუთი კვებისთვის, ბავშვის მშვიდი ძილისთვის.
გვქონია განსაკუთრებული შემთხვევებიც: მაგალითად, როდესაც ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის დროს მოგვწერა მომხმარებელმა როგორ მოახერხა თავშესაფარში შესვლა და იქ კომფორტულად ყოფნა 3 თვის ჩვილთან ერთად „ბაგანას“ დახმარებით.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
„ბაგანა" ახლო მომავალში გეგმავს ლაქტაციის ხელშეწყობის მიმართულებით პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდას, პარალელურად ეძებს პარტნიორებს ექსპორტისთვის.
ცნობისთვის, პროდუქციის შეძენა შესაძლებელია „ბაგანას“ პარტნიორ მაღაზიებში :