მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7152
0.0064
flag
AZN 1.5871
-0.0005
flag
CNY 39.209
0.0078
flag
EUR 3.115
0.0067
flag
GBP 3.5707
0.0098
flag
KZT 57.48
0.0035
flag
TRY 0.0605
-0.0002
flag
USD 2.6981
-0.0008

Lion Finance Group-ის შვილობილი Ameriabank-ი გლობალური ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (GTFP) ფარგლებში კავკასიის რეგიონში საუკეთესო ბანკად დასახელდა IFC-ის მიერ

news image

Lion Finance Group-ის შვილობილი ამერიაბანკი დასახელდა კავკასიის რეგიონში ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში საუკეთესო ბანკად საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მიერ. ეს სიახლე ცნობილი გახდა 2026 წლის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) დაჯილდოების ცერემონიაზე.

ცერემონია, რომლის მიზანიც იყო გასული წლის განმავლობაში ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსებაში საუკეთესო პარტნიორების დაჯილდოება, გაიმართა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მე-9 გლობალური სავაჭრო პარტნიორების შეხვედრის დასრულების ფარგლებში, ლისაბონში, პორტუგალიაში. ღონისძიებამ სამი დღის განმავლობაში გააერთიანა 400-ზე მეტი დელეგატი 50-ზე მეტი ქვეყნიდან და მოიცავდა პროფესიულ დისკუსიებს, ქსელურ შეხვედრებსა და საზეიმო აქტივობებს.

ვაჭრობის დაფინანსების გლობალური პროგრამა (GTFP) წარმოადგენს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის ერთ-ერთ მთავარ პროგრამას, რომელმაც ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში 200,000 კომპანიას მიაწოდა დაახლოებით 130 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის სავაჭრო დაფინანსება. პროგრამა ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტებს განვითარებად ბაზრებზე აძლევს შესაძლებლობას გააფართოონ ფინანსებზე წვდომა და შეამცირონ ნაღდი უზრუნველყოფის მოთხოვნები, მსხვილ საერთაშორისო ბანკებთან პარტნიორობის გზით.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის

06.04.2026.10:24

ბაზისბანკი აგრძელებს ციფრული სერვისების განვითარებისა და სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესების მიმართულებით აქტიურ მუშაობას და ბაზისბანკის ახალ მობაილბანკს ახალი ფუნქციონალები დაემატა.

ახალ მობაილბანკში უკვე შესაძლებელია:

  • მარტივი სამომხმარებლო სესხის აღება ონლაინ, 2 წუთში
  • უზრუნველყოფილი სესხების ონლაინ მოთხოვნა 
  • ბბ დაზღვევით სარგებლობისთვის ონლაინ განაცხადის გაგზავნა ბანკში
  • 24/7 თანხის სხვა ბანკში გადარიცხვა ან მიღება მობილურის ნომრით
  • 24/7 თანხის გადარიცხვა ანგარიშის ნომრით თიბისი ბანკში
  • ვადიანი ანაბრის გახსნა ონლაინ, მობაილბანკით

“ჩვენი მომხმარებლების სურვილების და მოლოდინების გათვალისწინებით შექმნილ ახალ მობაილბანკშიმნიშვნელოვნად გავამარტივეთ პროცესები და გავაუმჯობესეთ მომხმარებლის ციფრული გამოცდილება. გამომდინარე იქიდან, რომ დისტანციური ბანკინგის განვითარება მუდმივი პროცესი და ბაზისბანკის სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, ჩვენი გუნდი მუდმივად ზრუნავს, რათა კიდევ ბევრი სიახლე შევთავაზოთ მომხმარებელს ახალი პროდუქტებითა და სერვისებით დისტანციურად სარგებლობისთვის.“ - ბაზისბანკის მობაილ და ინტერნეტ ბანკის პროდუქტის მფლობელი, ხატია შავერდაშვილი.

თუ ჯერ არ გაქვთ ახალი მობაილბანკი, დარეგისტრირდით მარტივად ან განაახლეთ ვერსია:

Apple Store-დან

Google Play-დან

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვირეკეთ *9292 ან მოგვწერეთ

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა