Lion Finance Group-ის შვილობილი Ameriabank-ი $60 მილიონს AI Data ცენტრის მშენებლობაში მიმართავს, რომელიც Firebird-ის, NVIDIA-ს, Dell Technologies-ის თანამშრომლობით შენდება
Lion Finance Group-ის შვილობილმა Ameriabank-მა 60 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება გამოყო Firebird AI-ის მიერ ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრის მშენებლობისთვის, რაც სომხეთის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტის დაფინანსების პროცესის დაწყებას აღნიშნავს.
Firebird-ის, NVIDIA-ს, Dell Technologies-ისა და სომხეთის მთავრობის თანამშრომლობით აშენებული მონაცემთა ცენტრი რეგიონში ყველაზე მძლავრი იქნება. იგი მისცემს შესაძლებლობას კვლევით ინსტიტუტებს, ტექნოლოგიურ კომპანიებსა და ბიზნესებს, ფართო მასშტაბით დანერგონ თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები, რაც გააძლიერებს სომხეთის წამყვან პოზიციას გლობალურ ტექნოლოგიურ რუკაზე.
Ameriabank-ი ინარჩუნებს სომხეთში უმსხვილესი კორპორატიული კრედიტორის პოზიციას და სომხეთში დაფუძნებულ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს ინდივიდუალურ ფინანსურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს. ბანკის კორპორატიული პორტფელი, 1 ტრილიონ დრამს აჭარბებს, რაც სომხეთის საბანკო სექტორისთვის უპრეცედენტო მიღწევაა.
დღის ტოპ 10 სიახლე
ბიბლუსში საქართველოს ბანკის თაროები განთავსდა - აღმოაჩინე წიგნები ბავშვობის მოგონებებსა და ბებიებზე
სხვა სიახლეები
„ენ ჯი თი ჯგუფი" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა
30.03.2026.12:20
„ენ ჯი თი ჯგუფი" (NGT) წამყვანი ქართული მრავალპროფილური კომპანია, რომელიც 2007 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მიზნად ისახავს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში წვლილის შეტანასა და ტექნოლოგიური ინოვაციების მხარდაჭერას, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს შეუერთდა.
კომპანია მომხმარებლებს თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ უნიკალური ექსპერტიზით დაგროვებულ ბიზნეს გადაწყვეტილებათა ფართო სპექტრს სთავაზობს, რომელიც აღნიშნული მიმართულების ბიზნეს სექტორს წამყვან მოთამაშედ აყალიბებს. ჯგუფის შემადგენლობაში ერთიანდებიან ისეთი ცნობილი ბრენდები და მიმართულებები, როგორიცაა: ,,სიგნიფაი", ,,ელვარე კომპანიათა ჯგუფი", ,,დოქტრა", ,,ენ ჯი თი გრუპი", ,,ჯი-თრასთი", ,,ფაბრა", ,,ბივიჟენი" და,,ზეპტოსი".
კომპანია NGT არსებულ, თუ პოტენციურ პარტნიორებს სთავაზობს ბიზნეს გადაწყვეტილებათა ფართო სპექტრს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. NGT-ის გუნდი მუდმივად ზრუნავს სერვისების გაუმჯობესებაზე, რათა საქართველოში მოქმედმა ბიზნესებმა შეძლონ გლობალურ სტანდარტებთან შესაბამისობა და კონკურენტუნარიანობის ამაღლება.
დღეისათვის კომპანია საქართველოში 25-ზე მეტი საერთაშორისო ლიდერი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია. მისი მომსახურებით სარგებლობენ უმსხვილესი ორგანიზაციები საბანკო, საცალო ვაჭრობის, სამთავრობო, საწარმოო და სამედიცინო ინდუსტრიები.
კომპანიის მთავარი ფასეულობაა ბიზნესისათვის პრაქტიკული ღირებულის მქონე გადაწყვეტილებების შექმნა. ამასთანავე, კომპანიის კორპორაციული კულტურა ორიენტირებულია თითოეული თანამშრომლის თვითრეალიზაციაზე, რაც საუკეთესო გარემოს ქმნის ინოვაციური იდეების განსახორციელებლად.
„მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მზარდ ოჯახს „ენ ჯი თი ჯგუფი" შეუერთდა, კომპანია, რომელიც 19 წლიანი წარმატებული მოღვაწეობითა და 1000-ზე მეტი განხორციელებული პროექტით ტექნოლოგიური ინდუსტრიის ერთ-ერთი აღიარებული ლიდერია. NGT-ის მრავალფეროვანი პორტფელი და ისეთი სტრატეგიული სექტორების მხარდაჭერა, როგორიცაა საბანკო, სამედიცინო და სახელმწიფო სფეროები, კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ მაღალ პროფესიონალიზმს. განსაკუთრებით აღსანიშნავია კომპანიის ე.წ. Turn-Key მიდგომა და მჭიდრო კავშირი 25-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან, რაც ქართულ ბაზარზე ინოვაციური სტანდარტების დამკვიდრებას უწყობს ხელს. გვჯერა, რომ მათი გამოცდილება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ასოციაციის საქმიანობასა და ქვეყნის ბიზნესგარემოს შემდგომ განვითარებაში" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.