მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7042.3
0.0048
flag
AZN 1.5877
0.0011
flag
CNY 37.623
0.0043
flag
EUR 3.145
-0.008
flag
GBP 3.6437
-0.0049
flag
KZT 50.14
0.0001
flag
TRY 0.066
0
flag
USD 2.7
0.0019

„ლილუაშვილის მამულმა“ ასორტიმენტი გააფართოვა

news image

„ლილუაშვილის მამულმა“ ასორტიმენტი გააფართოვა და ოთხი ახალი სახეობის საოჯახო ლიქიორი დაამატა. ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს კომპანიის დამფუძნებელმა, მათე ლილუაშვილმა განუცხადა.

„გავაფართოვეთ ასორტიმენტი და დავამატეთ ოთხი სახეობის საოჯახო ლიქიორი, რომელიც ასევე დეგუსტაციაში შედის. არომატები განსხვავებულია - ბუშმალა, ჟოლო, ალუბალი და ჩვენი ეზოს ვარდის ლიქიორი, რომელიც ბებიის რეცეპტით მზადდება “, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

„ლილუაშვილის მამული“ ადგილზე მისულ სტუმრებს სხვადასხვა სახის მასტერკლასს სთავაზობს. მსურველებს პროგრამის შედგენა თავად შეუძლიათ.

„მომხმარებლებს ვთავაზობთ სხვადასხვა სახის მასტერკლასს. მსურველებს პროგრამის შედგენა თავად შეუძლიათ. ჩვენს ღვინის მარანში აქტიურად მიმდინარეობს დეგუსტაციის პროცესი. რომელიმე სტუმარს თუ კონკრეტული ღვინის სახეობა მოეწონა შესაძლებლობა აქვს თავად ჩამოასხას ეს ღვინო და იყოს მისივე სახელობის “, - აცხადებს მათე ლილუაშვილი.

შემოდგომის სეზონზე „ლილუაშვილის მამული“ აქტიურად გეგმავს რთველის მასტერკლასებს.

„ვისაც სურვილი ექნება, შეუძლია შემოდგომის პერიოდში, დაახლოებით 20 სექტემბრიდან ოქტომბრის შუა რიცხვებამდე, მიიღოს მონაწილეობა რთველში. რთველი ჩვენთან დიდხანს გრძელდება და სტუმრებს საშუალება აქვთ:

• მონაწილეობა მიიღონ ყურძნის კრეფაში;

• საკუთარი ფეხით დაწურონ ყურძენი საწნახელში;

• ჩაერთონ ჩურჩხელის ამოვლების პროცესში.

გარდა ამისა, აქტიურად ფუნქციონირებს ჩვენი სარესტორნო სივრცეც “, - განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი.

ცნობისთვის, „ლილუაშვილის მამული“ იმერეთში, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაგორაში მდებარეობს. ბუნებაში ჩაფლული მამული 2018 წლიდან ფუნქციონირებს და აერთიანებს ორსაუკუნოვან მეღვინეობას, საოჯახო სასტუმროსა და იმერულ სამზარეულოს.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „მეტროპოლ ლისის“ მულტიფუნქციური პროექტი ხორციელდება

21.08.2025.16:47

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკი დეველოპერული კომპანია მეტროპოლის პარტნიორია, რომელიც თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ, ახალ სუბურბანულ პროექტს ახორიცელებს. პროექტი 70 000 მ² ფართობზე მულტიფუნქციურ საცხოვრებელ სივრცეებს ითვალისწინებს. მისი ჯამური საინვესტიციო მოცულობა 15 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც საქართველოს ბანკის წილი 9 150 000  ლარზე მეტია.

მეტროპოლ ლისის კონცეფცია ეკოლოგიურად სუფთა გარემოს, თანამედროვე არქიტექტურასა და სრულად განვითარებულ ინფრასტრუქტურას ემყარება. ახალ უბანში 70-მდე ვილა აშენდება, რომელთა ნაკვეთის ფართობი 600 მ²-დან 1,500 მ²-მდეა. მობინადრეებს შესაძლებლობა ექნებათ, სახლის ხუთი განსხვავებული არქიტექტურული დიზაინიდან სასურველი აირჩიონ, რომლის აშენებასაც კომპანია, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს.

დასახლება მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურით გამოირჩევა, მათ შორისაა: პადელის მოედანი, ღია კინოთეატრი, საბავშვო და სპორტული მოედნები, ველობილიკები და მოსასვენებელი ზონები, დეკორაციული გამწვანება და შადრევნები. პროექტი ასევე ჭკვიან სისტემებს მოიცავს.

„მეტროპოლი მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საცხოვრებელ, საინვესტიციო და სუბურბანულ უძრავ ქონებას და მათ ინტერესებზე მორგებულ გადაწყვეტებს – უკეთესი ცხოვრებისთვის. მეტროპოლ ლისი კი ჩვენთვის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია. იგი ლისის ტბის მიმდებარედ, თბილისის ეკოლოგიურად სუფთა და მშვიდ უბანში მდებარეობს, მისი მაცხოვრებლები  კი კეთილმოწყობილი სარეკრეაციო სივრცით ისარგებლებენ. გვინდა, დასახლების სრული ინფრასტრუქტურა თანამედროვე ცხოვრების სტილს მოვარგოთ“, - აღნიშნავს გიორგი მხეიძე, დეველოპერული კომპანია მეტროპოლის გენერალური დირექტორი.

“საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი გარემოს ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. მიგვაჩნია, რომ მეტროპოლ ლისი სწორედ ასეთი პროექტია და მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეს პროექტი მობინადრეებს გამორჩეულ კომფორტს, უსაფრთხოებასა და ბუნებასთან სიახლოვეს შესთავაზებს, ჩვენ კი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინტიტუტი არ ვჩერდებით და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ერთობლივად კიდევ არაერთ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ”, - აღნიშნავს ირაკლი კიკალიშვილი, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი.

დეველოპერული კომპანია მეტროპოლი 2022 წლიდან მომხმარებლებს საცხოვრებელი, საინვესტიციო და სუბურბანული უძრავი ქონების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. მეტროპოლი საქართველოს ბანკთან დაარსების დღიდან თანამშრომლობს. აღსანიშნავია, რომ წელს დასრულდა მეტროპოლ ბაგების მშენებლობა, რომელიც ასევე ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა. მეტროპოლი ამჟამად 2,000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. სამომავლოდ კი საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოებასა და წარმომადგენლობითი ოფისების გახსნას გეგმავს. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა