მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7076.5
-0.0072
flag
AZN 1.5991
-0.0005
flag
CNY 37.979
0.0029
flag
EUR 3.209
0.0061
flag
GBP 3.7162
-0.0122
flag
KZT 52.4
-0.0003
flag
TRY 0.0682
-0.0001
flag
USD 2.7195
-0.0008

ლიბერთისა და სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ შორის ექსკლუზიური თანამშრომლობა დაიწყო

news image

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image გვსურს, ქართული ანბანის სიღრმე და სილამაზე ხელოვნების ენით გავუზიაროთ მათ, ვინც აფასებს როგორც ისტორიას, ისე თანამედროვე ესთეტიკას - „ასომთავარი“

04.07.2025.12:00

„ასომთავარი“ არის ქართული კულტურული მემკვიდრეობით შთაგონებული ბრენდი, რომელიც ხელით შექმნილი ხელოვნების საშუალებით აცოცხლებს ანბანისა და უძველესი დამწერლობის ტრადიციებს. კომპანიაში არსებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia „ასომთავარის“ დამფუძნებელს მარიამ ჟორჟოლიანს ესაუბრა.

როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?

კომპანია „ასომთავარი" ამ ეტაპზე ფოკუსირებულია ხელით შესრულებული ნამუშევრების პოპულარიზაციაზე, რომელთა საფუძველიც უნიკალური ქართული ანბანი და დამწერლობაა.

ბოლოს დავამატეთ ახალი სერია სახელწოდებით „ქართული ანბანის სამსახოვანი დამწერლობა", რომელიც მოიცავს ექსკლუზიურ, ხელით შესრულებულ და ოქროთი გაფორმებულ ნახატებს. თითოეულ ასო-ნიშანს ახლავს ასომთავრული, ნუსხური, მხედრული ასო-ნიშნები, საერთაშორისო ტრანსკრიფციისა და რიცხვითი მნიშვნელობების თანმხლებით.

საზედაო ასოები მხატვრულად გადმოღებულია X–XIV საუკუნის ქართული ხელნაწერებიდან, რაც ნამუშევრებს პირდაპირ აკავშირებს უძველეს კალიგრაფიულ მემკვიდრეობასთან და ქმნის ხიდს წარსულსა და თანამედროვეობას შორის.

როგორია კომპანიის მიმდინარე ასორტიმენტი?

ამ ეტაპზე „ასომთავარი"-ს ასორტიმენტი იყოფა ორ მთავარ მიმართულებად:

  • "ქართული ანბანი" - სრული კომპოზიცია;
  • "ინდივიდუალური ასო-ნიშნები" - როგორც იდენტობის გამოხატულება.


ჩვენი ნამუშევრები წარმოდგენილია რამდენიმე განსხვავებულ ჩარჩოს და პასპარტის ფერში, რაც მნახველს აძლევს შერჩევის შესაძლებლობას როგორც ინტერიერის, ასევე ემოციური განწყობის მიხედვით.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა არის მისი უნიკალურობა - თითოეული ნამუშევარი ხელით არის შესრულებული და არის ორიგინალი. გარდა ამისა, გაყიდვები ხორციელდება მხოლოდ კომპანიის ოფიციალური ვებსაიტის მეშვეობით - asomtavari.com , რაც ქმნის ექსკლუზიურობის განცდას.


ბრენდი ეფუძნება ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორის, კალიგრაფ, დამწერლობათმცოდნე, პროფესორ ელენე მაჭავარიანის სამეცნიერო და მხატვრულ მოღვაწეობას, რომელიც 60 წელზე მეტია იკვლევს მოხატულ ხელნაწერებს, სამსახოვანი ანბანის გენეზისსა და გრაფიკული განვითარების კანონზომიერებებს.


რა გეგმები აქვს კომპანიას სამომავლოდ?

ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი მიზანია განვავითაროთ ის, რაც უკვე შევქმენით. გვსურს, ქართული ანბანის სიღრმე და სილამაზე ხელოვნების ენით გავუზიაროთ მათ, ვინც აფასებს როგორც ისტორიას, ისე თანამედროვე ესთეტიკას.


ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იდეა არის მხატვრული და საგანმანათლებლო წიგნის გამოცემა. ამ პროექტის საფუძველია პროფესორ ელენე მაჭავარიანის მრავალწლიანი სამეცნიერო და მხატვრული მოღვაწეობა. ის არის არაერთი გამოცემის ავტორი, მათ შორის: „ქართული ანბანის გრაფიკული საფუძვლები" (1982), „ქართული დამწერლობა" (2008), „მწიგნობრობაი ქართული" (2015) და სხვა.


მე, მისი შვილიშვილი ვაგრძელებ ამ საგანმანათლებლო და შემოქმედებით ხაზს ჩემი მხატვრული ნამუშევრებით მასთან ერთად, ერთობლივი ხედვით. სამომავლოდ ასევე ვგეგმავთ ახალი თემატური სერიების დამატებას, რომლებიც დარჩებიან ერთგულნი იმ ღირებულებების, რაც უკვე დევს „ასომთავარში".


ცნობისთვის, „ასომთავარი“ დაარსდა დაახლოებით ორი წლის წინ. ამ ეტაპზე კომპანია ექსპორტს არ ახორციელებს, თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც ქართველი მომხმარებლები იძენენ უცხოეთში წასაღებად ბრენდის პროდუქციას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა