ლიბერთისა და მთიელი წიგნების მოგზაურობა გრძელდება
ლიბერთისა და მთიელი წიგნების მოგზაურობა გრძელდება. ამ თავგადასავალს გზადაგზა ახალი ადგილები და პერსონაჟები ემატებიან. 2025 წელი იმერეთის წელი იყო. მთიელმა წიგნებმა და ლიბერთიმ სწორედ ამ რეგიონში იმოგზაურა. პროექტის ფარგლებში ეს მეექვსე მასშტაბური გასვლა იყო, რომლის შედეგად მაღალმთიან სოფლებში 3000-ზე მეტი წიგნი დარიგდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩაფიქრებული სურვილი ასობით ბავშვს აუხდა და ახლა მათი წიგნის თაროებს საუკეთესო საბავშვო გამოცემები ამშვენებს. პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი სწორედ ესაა – ბავშვებმა საჩუქრად მიიღონ ის წიგნები, რომლის წაკითხვასაც დიდი ხანია ნატრობენ. "მთიელი წიგნები" 2023 წელს შეიქმნა და მისი მიზანია, საქართველოში არც ერთი ბავშვი არ დარჩეს ყველაზე ძვირფასი საჩუქრის - წიგნის გარეშე. ამავე წელს პროექტის სტრატეგიული პარტნიორი გახდა ლიბერთი.
ამ ინიციატივის ფარგლებში 7500 წიგნი საჩუქრად მიიღო 2100-მა მთაში მცხოვრებმა ბავშვმა; 50 სკოლის ბიბლიოთეკა შეივსო 2150 ახალი გამოცემით; 1100 წიგნი კი საჩუქრად გადაეცათ ბავშვებს, რომლებიც გზაში შემთხვევით შეხვდნენ პროექტის ორგანიზატორებს. მთიელი წიგნების 2026 წელი უკვე დაგეგმილია. თავგადასავალი სამეგრელოთი გრძელდება.
დღის ტოპ 10 სიახლე
მარტში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 9.8%-ით გაიზარდა და $320.6 მლნ შეადგინა - სებ
სხვა სიახლეები
Kiwi Post-მა დიდ დიღომში ახალი ფილიალი გახსნა
15.04.2026.18:00
Kiwi Post • კივი პოსტი გაფართოებას განაგრძობს. ამჯერად, კომპანიამ ახალი ფილიალი დიდ დიღომში გახსნა. ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს კომპანიის საოპერაციო მენეჯერმა ქეთი შანიძემ განუცხადა.
„ბოლო პერიოდში გავხსენით რამდენიმე ახალი ფილიალი - წერეთლის N76-ში და ახლახან გავხსენით ფილიალი დიდ დიღომშიც, მირიან მეფის N17-ში. აღნიშნული გაფართოება განპირობებულია მომხმარებელთა მაღალი მოთხოვნით, ვინაიდან ჩვენი მომსახურებით უკვე თითქმის ყველა უბანში სარგებლობენ. ახალი ლოკაციების დამატება სწორედ ჩვენი ერთგული მომხმარებლების საჭიროებებსა და მოთხოვნებზე პასუხია.
ამჟამად, კომპანია 8 ფილიალს აერთიანებს და განვითარების აქტიურ ეტაპზეა. სამომავლოდ იგეგმება კიდევ უფრო გაფართოება და ახალი ფილიალების დამატება “, - აცხადებს ქეთი შანიძე.
ინფორმაციისთვის, Kiwi Post-ის მეშვეობით ამანათების გამოწერა შესაძლებელია 7 ქვეყნიდან. ესენია:
• ამერიკა;
• დიდი ბრიტანეთი;
• თურქეთი;
• ჩინეთი;
• პოლონეთი;
• საბერძნეთი;
• ესპანეთი.