ლიბერთის ციფრული ბანკის საერთაშორისო აღიარება - შვიდი პრესტიჟული ჯილდო Global Finance-სგან
ლიბერთის ციფრულმა ბანკმა პირველი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა – ავტორიტეტულმა ფინანსურმა გამოცემამ Global Finance-მა 2025 წლის World's Best Digital Bank Awards-ის ფარგლებში ბანკს შვიდი პრესტიჟული ჯილდო მიანიჭა.
ლიბერთიმ გამარჯვება მოიპოვა შემდეგ ნომინაციებში:
„ჩვენთვის უდიდესი პატივია Global Finance-ის მიერ მიღებული ასეთი მნიშვნელოვანი აღიარება. წელს პირველად წარვადგინეთ ჩვენი ციფრული სერვისები და პირველივე მონაწილეობისას მოვიპოვეთ შვიდი ჯილდო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ ლიბერთის მობაილ ბანკი მთლიანად ჩვენი შიდა ციფრული გუნდის მიერ არის შექმნილი – ეს გამარჯვება მათი ყოველდღიური შრომისა და პროფესიონალიზმის შედეგია და ამასთან ერთად, მომხმარებლების ნდობისა და მხარდაჭერის პირდაპირი დადასტურებაა.
საერთაშორისო წარმატება კიდევ უფრო გვამხნევებს, რომ გავაგრძელოთ ბანკის უნივერსალიზაციისა და ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი და შევქმნათ ისეთი საბანკო გამოცდილება, რომელიც მაქსიმალურად პასუხობს როგორც კორპორატიული, ასევე საცალო მომხმარებლის ყოველდღიურ საჭიროებებს" – განაცხადა ლიბერთის ციფრული ბანკინგის მიმართულების ხელმძღვანელმა ელენე ჩუბინიძემ.
Global Finance 1987 წელს დაარსდა და დღეს 160 ქვეყანაში ოპერირებს. გამოცემას 193 ქვეყანაში 50,000-ზე მეტი მკითხველი ჰყავს და ფინანსურ სამყაროში სანდოობისა და ხარისხის სტანდარტად არის აღიარებული. ყოველწლიურად Global Finance გამოარჩევს საუკეთესო ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს და მათ გამორჩეული შედეგებისთვის აჯილდოებს.
ლიბერთის ციფრული ბანკის მიერ Global Finance-ის პრესტიჟული ჯილდოების მოპოვება ისტორიული აღიარებაა, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებს ბანკის მიზანს – შექმნას ციფრული ბანკინგის ახალი სტანდარტი საქართველოში და უზრუნველყოს მომხმარებლისთვის საუკეთესო ფინანსური გამოცდილება ნებისმიერ არხში.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
09.09.2025.16:00
სამცხე-ჯავახეთში გამართული „გემო ფესტის“ ერთ-ერთი მონაწილე იყო ელია•Elia, რომელიც ახალციხეში საკუთარ ფერმასა და ყველის საწარმოს ფლობს. „ელიამ“ „გემო ფესტზე“ სამი პროდუქტი წარმოადგინა: ქადა სენდვიჩი ტენილი ყველით, სალათი ტენილი ყველით, ქადა სენდვიჩი გამომშრალი ხორცით.
როგორც „ელიას“ მფლობელი ილია ინასარიძე განმარტავს, „გემო ფესტმა“ საკმაოდ კარგად ჩაიარა და გაყიდვებითაც კმაყოფილია.
„კარგი აქტიურობა იყო და მოლოდინმაც გაამართლა. ზოგადად, გამოფენა-გაყიდვებში მონაწილეობა ჩვენს ცნობადობას ძალიან ზრდის,“ — აცხადებს ილია ინასარიძე.
სამომავლოდ „ელია“ საკუთარი სამზარეულოს მიმართულების განვითარებას აპირებს. გეგმებშია სასტუმროს მშენებლობაც, თუმცა მანამდე „ელია“ ყველის წარმოების გაფართოებასა და გაყიდვების ზრდაზე მუშაობს.
„ჩვენი საწარმო 4 წელია ბაზარზეა და ყველა სტანდარტს ვაკმაყოფილებთ. მანამდე იყო ოჯახური წარმოება. საწარმოში ძირითადად ტენილ ყველს ვამზადებთ, რაც ჩვენი ოჯახის ცოდნიდან გამომდინარეობს. ტენილი ყველი არის მესხური ყველი და ის ძალიან გემრიელია. ტენილი ყველი ყველას მოსწონს, თუმცა ჩვენი ძირითადი მომხმარებლები არიან სასტუმროს ქსელები. გეტყვით, რომ ჩვენი ტენილი ყველი წარმოდგენილია ისეთ ცნობილ სასტუმროებში, როგორებიც არის „ბილტმორი“, „პარაგრაფი“, ასევე ვართ „გიუანში“ და ასე შემდეგ.
წლიდან წლამდე გაყიდვების მინიმუმ 20%-იანი ზრდა გვაქვს. ცნობადობის გაზრდასთან ერთად იზრდება გაყიდვებიც და წარმოებაც.
„ელიას“ მფლობელობაში არის ფერმაც და გვყავს ადგილობრივი ჯიშის ძროხები. რძის დიდი წარმოებით არ გამოირჩევიან, მაგრამ საკმაოდ ხარისხიან რძეს იძლევიან. დაავადებებზე მეტად გამძლე ჯიშებია და ტენილ ყველსაც სჭირდება ადგილობრივი ჯიშის ძროხებისგან მიღებული რძე, რომ ის გემოვნური თვისებები ჰქონდეს, რაც რეალურად „ელიას“ მიერ წარმოებულ ყველს აქვს,“ — განმარტავს ილია ინასარიძე.
სამომავლოდ „ელია“ ტენილი ყველით სუპერმარკეტებში შესვლასაც განიხილავს.
„ნელ-ნელა მივდივარ იმისკენ, რომ ჩვენი ყველი სუპერმარკეტებშიც შევიტანოთ, თუმცა ამისათვის წარმოება უნდა გავზარდო. დღეს, რასაც ვაწარმოებ, მისი მომხმარებელი გვყავს. გაფართოების მიმართულებით ჯერ მიწოდების ქსელია ასაწყობი, ასევე რძის წარმოების მოცულობებია გასაზრდელი,“ — აცხადებს „ელიას“ მფლობელი.
„ელიას“ საწარმო ახალციხეში, სოფელ ანდრიაწმინდაში მდებარეობს და წარმოების საწყის ეტაპზე მან სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობითაც ისარგებლა, ხოლო შემდეგ უკვე არასამთავრობო სექტორთან გააგრძელა თანამშრომლობა და კომპანიამ „ფАО“-დანაც მიიღო გარკვეული დახმარება.
დღეისათვის „ელიას“ საწარმო მხოლოდ 30%-ითაა დატვირთული.