ლიბერთის საოპერაციო პროდუქტებისა და დისტანციური მომსახურების დეპარტამენტს ნინო პირადაშვილი უხელმძღვანელებს
ლიბერთის საოპერაციო პროდუქტებისა და დისტანციური მომსახურების დეპარტამენტს ნინო პირადაშვილი უხელმძღვანელებს.
ნინო პირადაშვილი არის საბანკო სფეროს გამოცდილი პროფესიონალი, რომელსაც ფინანსურ სექტორში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ლიბერთის გუნდში შემოერთებამდე იგი იკავებდა მენეჯერულ პოზიციებს და პასუხისმგებელი იყო მომხმარებელთა გამოცდილების გაუმჯობესებაზე, გაყიდვების მართვაზე, საოპერაციო პროცესების ეფექტიანობის ზრდასა და ბიზნეს პროცესების განვითარებაზე.
მისი პროფესიული კარიერა უკავშირდება „ბანკი რესპუბლიკა“ ჯგუფი სოსიეტე ჟენერალეს და „თიბისი ბანკს“, სადაც პერსონალური საბანკო მომსახურების მიმართულებით მრავალწლიანი ლიდერული გამოცდილება დააგროვა და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა აღნიშნული ბიზნესის განვითარებაში.
„მოხარული ვარ, რომ ვუერთდები ლიბერთის გუნდს. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანზე ორიენტირებული კულტურა, რადგან სწორედ ეს ქმნის ძლიერი გუნდისა და მდგრადი შედეგების საფუძველს.
ლიბერთი ჩემთვის საინტერესოა თავისი მასშტაბით, ბაზარზე მნიშვნელოვანი როლითა და განვითარების პოტენციალით.
განსაკუთრებით მიმზიდველია ის რომ ჩემი ახალი პოზიცია აერთიანებს როგორც საოპერაციო პროდუქტებისა და სერვისების განვითარებას, ისე დისტანციური არხების მართვას - მიმართულებებს, სადაც შესაძლებელია რეალური გავლენის მოხდენა მომხმარებლის გამოცდილებასა და ბიზნესის შედეგებზე.
მჯერა, ლიბერთის გუნდთან ერთად შევძლებ ისეთი გარემოსა და მიდგომების დანერგვას, რომელიც გრძელვადიან ღირებულებას შექმნის როგორც მომხმარებლებისთვის, ისე ბანკისთვის,“ — ნინო პირადაშვილი, ლიბერთის საოპერაციო პროდუქტებისა და დისტანციური მომსახურების დეპარტამენტის უფროსი.
„მოხარულები ვართ, რომ ლიბერთის გუნდს შემოუერთდა ნინო პირადაშვილი. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება საბანკო სექტორში. გვჯერა, რომ მისი ცოდნა და გამოცდილება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ლიბერთის საოპერაციო პროდუქტებისა და დისტანციური მომსახურების შემდგომ განვითარებაში. ჩვენი მიზანია, მომხმარებლებს შევთავაზოთ კიდევ უფრო ეფექტური, სწრაფი და ხელმისაწვდომი სერვისები. დარწმუნებული ვართ, რომ ნინო, ლიბერთის გუნდთან ერთად, მნიშვნელოვნად გააძლიერებს როგორც საოპერაციო, ისე დისტანციური არხების მიმართულებას"- ნინო ჩადუნელი, ლიბერთის საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი.
ლიბერთის შესახებ:
ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 60 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება.
ბანკის აქტივები 6.2 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 5500-ს აღემატება. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით, 663 ბანკომატით, თვითმომსახურებისა და 10000 POS ტერმინალoთ საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში.
განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
ლიბერთის მისიაა გააუმჯობესოს თითოეული ადამიანის, მათი ოჯახის ცხოვრება და ბიზნესი საქართველოში.
სხვა სიახლეები
ბაზისბანკი 2025 წლის ფინანსურ შედეგებს აჯამებს და ბიზნესის მხარდაჭერით ბანკების უმსხვილეს სამეულში პოზიციებს იმყარებს
25.03.2026.11:14
ბაზისბანკის 2025 წლის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, ბანკი განაგრძობს ქართულ საფინანსო ბაზარზე მდგრად განვითარებას და პოზიციების თანმიმდევრულ განმტკიცებას ყველა საკვანძო სეგმენტში.
ბაზისბანკის ფინანსური მაჩვენებლები ციფრებში ასე გამოიყურება:
ბაზისბანკი კვლავ რჩება ქართული ბიზნესის ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერად და სტაბილურად იკავებს ადგილს უმსხვილესი ბანკების სამეულში. 2025 წელს, ბაზისბანკის მიერ ბიზნესის დაფინანსების ტემპი კიდევ უფრო გაიზარდა და იურიდიული პირების პორტფელის ზრდამ 13.7%, 2.3 მილიარდი ლარი, ხოლო იურიდიული პირების დეპოზიტების მოცულობამ 2 მილიარდი ლარი შეადგინა.
2025 წელს, საცალო სესხების მოცულობამ 1 მილიარდი ლარი, ხოლო საცალო დეპოზიტების მოცულობამ 1.5 მილიარდი ლარი შეადგინა.
ბაზისბანკის ჯგუფში შემავალი კომპანიების, ბბ ლიზინგისა და ბბ დაზღვევის 2025 წლის მონაცემებით - ბბ ლიზინგის პორტფელმა 46.5 მილიონ ლარს გადააჭარბა, პორტფელის ზრდამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.3% შეადგინა. ბბ დაზღვევის მიერ 2025 წელს მოზიდულმა პრემიამ 24 მილიონი ლარი შეადგინა.
2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, უკუგებამ მთლიან აქტივებზე (ROA) 2.8% შეადგინა, ხოლო უკუგებამ საკუთარ კაპიტალზე (ROE) 18.3%.
„ბაზისბანკის აქტივების დინამიური ზრდა და 4.9 მილიარდიან ნიშნულთან მიახლოება პირდაპირი დასტურია იმისა, რომ ბანკი სწორი სტრატეგიით ვითარდება. განსაკუთრებით საამაყოა ჩვენი პოზიცია უმსხვილეს ბანკთა სამეულში ბიზნესის დაფინანსების კუთხით. 2.3 მილიარდი ლარი, რომელიც იურიდიული პირების საკრედიტო პორტფელშია აკუმულირებული, ნიშნავს მრავალ მხარდაჭერილ წარმატებულ პროექტს, შექმნილ სამუშაო ადგილებსა და ბანკის მიერ შეტანილ წვლილს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.” - დავით ცაავა, ბაზისბანკის გენერალური დირექტორი.
ბაზისბანკის გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯები ორიენტირებულია პროცესების მაქსიმალურ გამარტივებასა და საუკეთესო საბანკო გამოცდილების შექმნაზე. კომფორტული საბანკო, სალიზინგო და სადაზღვევო მომსახურების ერთიან სივრცეში შეთავაზებით, ქმნის ეკოსისტემას, რომელიც მომხმარებლის წარმატებასა და გრძელვადიან ნდობაზეა ფოკუსირებული.