ლიბერთი ბიზნესისთვის - თანამედროვე ელექტრონული კომერციის სერვისი ბიზნესს
ლიბერთი აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას და საქართველოს მასშტაბით სავაჭრო და მომსახურების ობიექტებსსთავაზობს სრულფასოვან ელექტრონული კომერციის სერვისს, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, ვებ-გვერდსა თუმობილურ აპლიკაციაში მარტივად და უსაფრთხოდ მიიღონ ონლაინ გადახდები Visa და Mastercard-ის ადგილობრივი დასაერთაშორისო ბარათებით.
სერვისის ძირითადი ფუნქციონალი მოიცავს:
სისტემა უზრუნველყოფილია 3D Secure დაცვის ტექნოლოგიით, რაც გარანტიას იძლევა ტრანზაქციების უმაღლესუსაფრთხოებაზე. მარტივი ინტეგრაცია, მუდმივი ტექნიკური მხარდაჭერა და მრავალფუნქციური შესაძლებლობები ბიზნესსსაშუალებას აძლევს უმოკლეს დროში დაიწყოს ონლაინ გადახდების მიღება.
ლიბერთი მერჩანტებსა და პარტნიორებს სთავაზობს ტექნიკურ ინსტრუმენტებს, რომლებიც ინტეგრაციის პროცესს მარტივსა და სწრაფს ხდის. ამისთვის სპეციალურად შექმნილია ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელიც ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: https://libertypayments.ge/e-commerce
ბიზნეს მომხმარებლებისთვის ასევე ხელმისაწვდომია ავტომატური ანგარიშგება ტრანზაქციებზე და უნიკალური ლოიალობის პროგრამა, რომელიც ეხმარება ახალი კლიენტების მოზიდვაში, არსებული მომხმარებლების შენარჩუნებასა და მათთან უფრო მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბებაში.
„ლიბერთი აქტიურად უწყობს ხელს ადგილობრივი ბიზნესების ციფრულ ტრანსფორმაციას და მათ კონკურენტუნარიანობისზრდას. ელექტრონული კომერციის სერვისის განვითარება ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რადგან დღესმომხმარებლებს სწრაფი, კომფორტული და უსაფრთხო გადახდის შესაძლებლობა ესაჭიროებათ. ჩვენთვისპრიორიტეტულია, რომ ბიზნესს ჰქონდეს მარტივი ინტეგრაციისა და მრავალფუნქციური გადაწყვეტის საშუალება, რომელიცმის საჭიროებებს სრულად მოერგება,“ - დავით მესხიძე, ლიბერთის გადახდების ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი.
ლიბერთის ელ. კომერციაში ჩასართავად შეავსეთ განაცხადი შემდეგ ბმულზე: https://shorturl.at/LZ9DW , ხოლო ბიზნეს ანგარიშის გახსნა შესაძლებელია დისტანციურად - https://libertybusiness.ge
ლიბერთი ქვეყნის ერთერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირსა და 60 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება.
ბანკის აქტივები 5.6 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 5500-ს აღემატება. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით, 663 ბანკომატით, თვითმომსახურებისა და 9956 POS ტერმინალით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში.
განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
ლიბერთის მისიაა გააუმჯობესოს თითოეული ადამიანის, მათი ოჯახის ცხოვრება და ბიზნესი საქართველოში.
სხვა სიახლეები
25.09.2025.23:46
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და ტურიზმის სამიტის „ტურისტერის” თანაორგანიზებით, კონფერენცია გაიმართა, რომელიც ზამთრისა და სამთო-სათხილამურო ტურიზმს მიეძღვნა.
ღონისძიების მთავარი მიზანი საქართველოს ზამთრის კურორტების პოტენციალის წარმოჩენა, მათი კონკურენტული უპირატესობებისა და განვითარების პერსპექტივების განხილვა იყო. კონფერენციის მონაწილეები სამთო-სათხილამურო ტურიზმის ინდუსტრიაში მიმდინარე უახლეს ტენდენციებს, ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებსა და საკანონმდებლო სიახლეებს გაეცნენ.
“ჩვენ განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა პირდაპირი ჯავშნები, ე.წ. დესტინაციის მენეჯმენტი, სოციალური მედია არხებისა და ხელოვნური ინტელექტის რესურსის გამოყენება, რათა მცირე და საშუალო ბიზნესებს მოდერნიზაციისა და კონკურენტუნარიანობის ზრდის შესაძლებლობა ჰქონდეთ. ღონისძიება ასევე კავკასიის ჭრილში რეგიონულ მიმოხილვას, ინდუსტრიაში კონკურენციისა და თანამშრომლობის საკითხებს დაეთმო. ღონისძიებაზე დამსწრე კერძო სექტორს მივეცით პრაქტიკულად ცოდნა, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემს, არა მხოლოდ ზამთრის სეზონზე, არამედ ნებისმიერ დროს გაყიდვები გაზარდონ და როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საერთაშორისო ტურისტების მოზიდვის კუთხით, გაძლიერდნენ“ - აღნიშნა მამუკა ბერძენიშვილმა, ტურიზმის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა.
„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ამ კონფერენციის პარტნიორები ვართ. ბიზნესის მხარდაჭერა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიმართულებაა და ამაში მოვიაზრებთ არა მხოლოდ ფინანსური რესურსით უზრუნველყოფას, არამედ ისეთი ეკოსისტემის შექმნასაც, სადაც ბიზნესის წარმომადგენლებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ უახლესი ინფორმაცია, განვითარდნენ და გაიზიარონ თანამოაზრეების გამოცდილება. საქართველოს ბანკი აქტიურად დგას ბიზნესის გვერდით. მიგვაჩნია, რომ ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ძლიერი კომპონენტია, სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს ამ პლატფორმას და ღონისძიებებს, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესს აძლევს საჭირო ცოდნასა და სანაცნობო ქსელს, რათა ისინი გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანები და უფრო წარმატებულები“, - განაცხადა გიორგი კოკაიამ, საქართველოს ბანკის SME ბიზნეს და პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელმა.
ინფორმაციისთვის, ტურიზმის ინსტიტუტი არის ქართული ანალიტიკური ცენტრია, რომელიც ტურიზმისა და მოგზაურობის ინდუსტრიის განვითარებას უწყობს ხელს. მისი მთავარი მიზანია საქართველოს ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობა მდგრადი ტურიზმის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული სექტორების განვითარების, კვლევის, სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისა და ინოვაციური სტრატეგიების განხორციელების გზით.