მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7043.1
0.0076
flag
AZN 1.5841
-0.0004
flag
CNY 37.76
-0.0016
flag
EUR 3.1579
0.0141
flag
GBP 3.6436
0.0172
flag
KZT 50.02
0
flag
TRY 0.0655
0
flag
USD 2.694
-0.0006

LG Trans-მა, მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე სატვირთო ავტომობილების პარკინგის გაფართოება ვადაზე ადრე დაასრულა - ინვესტიცია 14 მლნ ლარია

news image

2024 წელს კომპანია „ლგ ტრანსმა“, მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე სატვირთო ავტომობილების პარკინგი ცენტრალი / Trucks Parking Central-ის გაფართოება განახორციელა და ცენტრალს პიკურ პერიოდში 1150-მდე ავტომობილის დატევა შეუძლია. 
სატვირთო ავტომობილების პარკინგი ექსპლუატაციაში 2023 წლის 11 ოქტომბერს შევიდა და ის 400 სატვირთო ავტომობილზე იყო გათვლილი, თუმცა კომპანიას ვალდებულება ჰქონდა, რომ მისი გამტარუნარიანობა 2025 წლის პირველი ნახევრისთვის 700-მდე გაეზარდა. თუმცა „ლგ ტრანსმა“ ვალდებულებები ნაადრევადაც შეასრულა და უფრო მეტადაც გაფართოვდა. 

როგორც Business Insider Georgia-სთან „ლგ ტრანსის“ ერთ-ერთმა დირექტორმა მამუკა ფრიდონაშვილმა განაცხადა, არსებულ ტერიტორიაზე  “სატვირთო ავტომობილების პარკინგი ცენტრალის“ გაფართოება უკვე ვეღარ მოხდება. 

„700 მანქანაზე რა ვალდებულებაც გვქონდა ეს პროექტი უკვე დავასრულეთ და დამატებითი გაფართოებაც მოვახდინეთ. პიკურ პერიოდში ჩვენთან უკვე 1150 მანქანა დგება. მეტად გაფართოების საშუალებას უკვე ტერიტორია აღარ იძლევა, რადგანაც ერთის მხრივ მდინარე არაგვი ჩამოდის, ხოლო მეორეს მხრივ უკვე კერძო ნაკვეთებია“, - აღნიშნა მამუკა ფრიდონაშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალის გაფართოება ვერ ხერხდება, სამაგიეროდ ტერიტორიაზე გარკვეული სამუშაოები ისევ მიმდინარეობს. აქ უკვე გაიხსნა სხვადასხვა კომერციული ფართები. 

„მანქანების გასაჩერებელ ადგილს მეტს ვეღარ დავამატებთ, თუმცა სხვა მხრივ გავფართოვდით, ანუ ტერიტორიაზე გაიხსნა კომერციული ობიექტები. გაიხსნა მარკეტი, სადაც მძღოლებს სურსათის და სასმელის შეძენა შეუძლიათ და ასევე გაიხსნა ავტონაწილების მაღაზია. რეალურად პატარა ზომის, 40 კვ/მ-ზე ავტონაწილების მაღაზია ისედაც გვქონდა, თუმცა მოხდა მისი ფართობის ზრდა და ახლა მაღაზია უკვე 150 კვ/მ-ზეა“, - ამბობს „ლგ ტრანსის“ დირექტორი.

2024 წელს „სატვირთო ავტომობილების პარკინგი ცენტრალმა“ დაახლოებით 150 ათასი მანქანა მიიღო. როგორც მამუკა ფრიდონაშვილი ამბობს, საქართველოს დერეფნის მსგავსად ცენტრალშიც იზრდება სატვირთო ავტომობილების რაოდენობა, რომელთაც ტვირთი სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებით გადააქვთ, საუბარია დანიშნულებით რუსეთის, ყაზახეთის, სომხეთის, თურქეთის და ყირგიზეთის  ტვირთებზე.

კომპანია „ლგ ტრანსმა“ „სატვირთო ავტომობილების პარკინგი ცენტრალი“ მშენებლობა/გაფართოებისთვის 14 მლნ ლარის ინვესტიცია უკვე განახორციელა და 2025 წელს სხვადასხვა სამუშაოებზე კიდევ 2 მლნ ლარს დახარჯვა აპირებს.

აღსანიშნავია, რომ „ლგ ტრანსმა“ პარკინგის მოსაწყობად მიწა სახელმწიფოსგან 25 წლიანი იჯარით აიღო და წლის განმავლობაში 400 000 ლარამდე საიჯარო თანხის გადახდა უწევს. იმავდროულად აღებული ვალდებულების მიხედვით კომპანიას 30 ადამიანი უნდა დაესაქმებინა, თუმცა დღეისათვის გაცილებით მეტ ადამიანს ასაქმებს.

მეტეოროლოგიურ პირობების გამო ხშირად კობი-გუდაურის გზაზე სატვირთო ავტომობილებს გადაადგილება ეზღუდებათ და იქმნებასაცობი. ახლა კი ამ ავტომობილებს უკვე „სატვირთო ავტომობილების პარკინგი ცენტრალის“ ტერიტორიაზე ჩასვლა და იქ დაპარკინგება შეუძლიათ. თუ რა პერიოდი გაჩერდება სატვირთო ავტომობილი პარკინგზე ეს სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული. 

„სატვირთო ავტომობილების პარკინგი ცენტრალზე“ მოთხოვნა სულ აქტუალური იქნება, რადგანაც აღნიშნული ინფრასტრუქტურა გზების სატვირთო ავტომობილებისგან განტვირთვისთვის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. 

სატვირთო ავტომობილების პარკინგი ცენტრალი / Trucks Parking Central თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი სივრცეა. ადგილზე მოქმედებს ყველა საჭირო სერვისი. საპარკინგე ზონით სარგებლობა ნებისმიერ მსურველს, განუსაზღვრელი დროით, 40 ლარად შეუძლია.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე ქონების დაზღვევის სეგემნტის ლიდერი ალდაგია

01.09.2025.19:00

2025 წლის 6 თვის განმავლობაში ქონების დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიამ 96 მლნ ლარი შეადგინა. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემების მიხედვით, ქონების დაზღვევის ბაზრის ლიდერი სადაზღვევო კომპანია ალდაგია. ალდაგმა 2025 წლის იანვარ-ივნისში ქონების დაზღვევის მიმართულებით 48.8 მლნ ლარი მოიზიდა და ბაზრის 51%-იანი წილიც დაიკავა.

მოზიდული პრემიის მიხედვით ქონების დაზღვევის ლიდერი კომპანიები - TOP 5

ალდაგი: 48.8 მლნ ლარი - ბაზრის წილი 51%

თიბისი: 19.2 მლნ ლარი - ბაზრის წილი 20%

ირაო: 9.3 მლნ ლარი - ბაზრის წილი 10%

ჯიპიაი: 8.3 მლნ ლარი - ბაზრის წილი 9%

უნისონი: 4.4 მლნ ლარი - ბაზრის წილი 4%

სხვა: 6.2  მლნ ლარი - მოზიდული პრემია 6%.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა