ლევან კობახიძე საქართველოს ბანკის გადახდების მიმართულების ხელმძღვანელად დაინიშნა
საქართველოს ბანკის გუნდში მნიშვნელოვანი სიახლეა. ბანკის გადახდების ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელად 2025 წლის დეკემბრიდან ლევან კობახიძე დაინიშნა.
აღსანიშნავია, რომ ლევან კობახიძე 2019-2023 წლებში საქართველოს ბანკში ციფრული არხების მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა. ამჯერად კი მისი საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილება გადახდების სფეროს კიდევ უფრო განვითარებისკენ იქნება მიმართული.
ლევან კობახიძეს მრავალწლიანი და მრავალმხრივი გამოცდილება აქვს საბანკო, ფინტექ და ტელეკომუნიკაციების სექტორებში, განსაკუთრებით კი ციფრული არხებისა და ინოვაციური გადახდების მართვის სფეროში. მისი პროფესიული კარიერა არაერთ ხელმძღვანელ პოზიციას მოიცავს, მათ შორის: Wells Fargo-ში ციფრული ანგარიშების გახსნის მიმართულებით აღმასრულებელი დირექტორის, საქართველოს ბანკში ციფრული არხების ხელმძღვანელის, Veon Georgia-ში ციფრული პროდუქტების მართვისა და ინოვაციების ხელმძღვანელის როლს და სხვა.
ლევან კობახიძეს მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი (MBA) სან-ფრანცისკოს Hult International Business School-ში, ხოლო ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
დღის ტოპ 10 სიახლე
2025 წელი სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ისთვის საკმაოდ წარმატებული იყო - სებასტიენ ვინსენტი
სხვა სიახლეები
2026 წელი განვითარების ახალი ეტაპი იქნება - როგორია BODBE Hotel - ის სამომავლო გეგმები
16.01.2026.18:00
კახეთის გულში, სიღნაღთან მდებარე სასტუმრო „ბოდბემ“ სულ მცირე დროში მოიგო როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტუმრების გული და იქცა ადგილად, სადაც დახვეწილი დიზაინი, კომფორტული გარემო და თანამედროვე სერვისი ქმნიან ტრადიციულ სტუმართმოყვარეობას. სასტუმროს განვითარების 2026 წლის ხედვასთან დაკავშირებით Business Insider Georgia სასტუმროს მარკეტინგის ხელმძღვანელს, ქეთი ბახტურიძეს ესაუბრა.
„2026 წელი "ბოდბესთვის“ განვითარების ახალი ეტაპია. სასტუმრო კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება, სტუმრებს მეტ არჩევანსა და გამოცდილებას შევთავაზებთ.

გვემატება კვების ობიექტი - „კახური კუთხე“, სადაც ადგილობრივი სამზარეულო ავთენტურ გარემოში გაცოცხლდება. ჩვენი სტუმრებისთვის საყვარელი, ღია აუზის ზონა კიდევ უფრო ცოცხალი და საინტერესო გახდება პიცა ბარით. პადელის მოედანი, რომელიც უკვე ფუნქციონირებს, 2026 წლიდან სრულად აღიჭურვება და მზად იქნება როგორც სტუმრებისთვის, ასევე შეჯიბრებებისა და სპორტული ღონისძიებების მასპინძლობისთვის.
ჩვენი მთავარი მიზანია, მომავალ წელს მნიშვნელოვნად გავზარდოთ ბოდბეზე შეყვარებული სტუმრების რაოდენობა და ვიქცეთ იმ ადგილად, რომელსაც ადამიანები გააზრებულად, ნამდვილი დასვენებისთვის ირჩევენ მაშინ, როცა განტვირთვა სჭირდებათ “, - აცხადებს ქეთი ბახტურიძე.
აღსანიშნავია, რომ „ბოდბე“ არ არის მხოლოდ ადგილი - ეს არის გამოცდილება, რომელიც მუდმივად ვითარდება.