მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

ლევან დავითაშვილი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

news image

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდა. ლევან დავითაშვილმა ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას როგორც საქართველოს, ისე გლობალურ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე, არსებულ ტენდენციებსა და პროგნოზებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნაგეოპოლიტიკური და რეგიონული შოკების მიუხედავად, საქართველო წარმატებით გაუმკლავდა საგარეო შოკებს და  მაკროეკონომიკური სტაბილურობა შეინარჩუნა.

 

„2024 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 9.4 პროცენტი შეადგინა - საქართველოს ჰქონდა გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკური ზრდის ტემპის მიხედვით მესამე ადგილზეა მსოფლიოში. 2024 წელს ეკონომიკური ზრდა იყო საკმაოდ დივერსიფიცირებული, ამასთან, გაიზარდა იმ სექტორების წვლილი ეკონომიკურ ზრდაში, რომლებიც მაღალი შრომის პროდუქტიულობით ხასიათდება. ძლიერია შიდა მოთხოვნა და ეკონომიკურ ზრდაში ყველაზე მაღალი წვლილი მოხმარებამ შეიტანა, რომელიც წლიურად 13%-ით გაიზარდა ძლიერი საკრედიტო აქტივობისა და ხელფასების ზრდის ფონზე" - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

 

ეკონომიკისა და  მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკის ზრდა-განვითარების კუთხით არსებულ ხელშემწყობ ფაქტორებზე, მიმდინარე რეფორმებზე და სახელმწიფო პროგრამებსა და პროექტებზე. მისი ინფორმაციით, მაღალი ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი კვლავ იქნება  კაპიტალური ხარჯები, ასევე ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისკენ, ინვესტიციების ზრდისკენ და საექსპორტო და ენერგეტიკული პოტენციალის ათვისებისკენ მიმართული რეფორმები და ინფრასტრუქტურული პროექტები ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდასა და სტრუქტურულ გაუმჯობესებას.

 

შეხვედრაში, რომელზეც წარმოდგენილი იყო საქართველოს კერძო სექტორი სხვადასხვა ბიზნეს დარგებიდან, მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა: ნინო ენუქიძემ, მარიამ ქვრივიშვილმა, ირაკლი ნადარეიშვილმა, ვახტანგ ცინცაძემ და გურამ გურამიშვილმა, რომლებმაც თავიანთ საკურატორო დარგებში არსებულ ტენდენციებზე მიმოხილვა გააკეთეს და დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

 

მინისტრის მოადგილეებმა ისაუბრეს ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პოზიტიურ ტენდენციებზე, მათ შორის, საუბარი შეეხო ქვეყანაში ინოვაციური სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების კუთხით მიმდინარე და განხორციელებულ პროგრამებს. როგორც აღინიშნასაქართველოს დღეს აქვს სწრაფად განვითარებადი დინამიური ეკოსისტემა, სტარტაპების მეტი მხარდაჭერისთვის ხორციელდება როგორც საგრანტო პროგრამები, ასევე სახელმწიფო ხელს უწყობს მათ კერძო ფინანსებზე ხელმისაწვდომობასა და ეხმარება საერთაშორისო ბაზრებზე გასასვლელად. შეხვედრაზე ითქვა, რომ მთავრობის მიერ 40 მილიონი ლარის დაფინანსებით მხარდაჭერილ სტარტაპებს საშუალება მიეცათ დაეგენერირებინათ დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარის ეკონომიკური სარგებელი, ასევე აღინიშნა, რომ გატარებული რეფორმების შედეგად, საქართველო პოზიციონირებს რეგიონში, როგორც  ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მზარდი და მიმზიდველი ცენტრი. საუბარი შეეხო ასევე პროგრამასაწარმოე საქართველოში,"  რომლის ხელშეწყობით ქვეყნის ეკონომიკის არაერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ვითარდება, მათ შორისროგორც ინვესტიციების მოზიდვის, ისე საექსპორტო პოტენციალის განვითარების კუთხით.

 

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს, ტურიზმის სფერო იყო. როგორც აღინიშნა, საქართველომ მიმდინარე წლის სამ თვეში ტურიზმიდან 826 მლნ დოლარის რეკორდული შემოსავალი მიიღო - ქვეყანაში იზრდება ტურისტული ნაკადები, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებიდან, განსაკუთრებით ნიდერლანდებიდან, სლოვაკეთიდან, ჩეხეთიდან, იტალიიდან, საბერძნეთიდან, აგრეთვე ისრაელიდან, ინდოეთიდან, ჩინეთიდან, ყურის ქვეყნებიდან და ა.ტურიზმის ზრდასთან ერთად ხაზი გაესვა ავიაციის სფეროში არსებულ ზრდის დინამიკას, ამ კუთხით საქართველოს მთავრობის პოლიტიკას და აქტიურ მუშაობას ქვეყანაში ახალი საერთაშორისო ავიაკომპანიების შემოსაყვანად, რომლის შედეგად, დღეს საქართველოში 60 ავიაკომპანია 100-მდე პირდაპირი მიმართულებით ახდენს ოპერირებას ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს ისეთ პროექტებზე, რომლებსაც ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებისა და საქართველოს გლობალური მიწოდების ჯაჭვებში ინტეგრაციის ზრდის თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებამათ შორის იყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, თბილისის ახალი აეროპორტიშავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და ა.. მინისტრის განმარტებით, აღნიშნული პროექტები გეგმაზომიერად და, ამავე დროს, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

 

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რომლის ფარგლებშიც ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა ბიზნესის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს მათთვის საინტერესო ყველა საკითხზე. ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელობას  და შეხვედრის მონაწილეებს საინტერესო დისკუსიისთვის და აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის პარასკევის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის

08.05.2025.20:03

საქართველოს ბანკი, მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის სპეციალური შეთავაზებების გაკეთებას  განაგრძობს. ამჯერად, ბანკი ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, sCool და Student card-ის მფლობელებს პარასკევის შემდეგი სიახლეები ელოდებათ:

9 მაისს სტუდენტებსა და მოსწავლეებს Body shop-ში 40%-იანი ქეშბექით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ. (sCool card-ით გადახდისას მაქსიმუმ 50 ლარს, ხოლო Student card-ით გადახდისას მაქსიმუმ 100 ლარს დაიბრუნებენ.)

ინფორმაციისთვის, მოსწავლემ sCool Card-ის შეთავაზებით სარგებლობისთვის, საჭიროა შეთავაზება sCoolApp-ში გაიაქტიუროს. 

გარდა ამისა, 10-11 მაისს, Mconalds-ში მოსწავლეები sCool Card-ით გადახდისას 20%-იანი სქულების  ქეშბექით ისარგებლებენ.(მაქსიმუმ 20 ლარის სქულა დაუბრუნდებათ). ხოლო, 16, 17 და 18 მაისს Mugsy’s Burger-სა და  sCool Big Sam-ში მოსწავლეები და სტუდენტები 40%-იანი ქეშბექს მიიღებენ (მაქსიმუმ 20 ლარს).

აღნიშნული შეთავაზებებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ბანკის sCool და Student card-ით გადახდისას.

თუ ჯერ არ გაქვთ მოსწავლის ან სტუდენტის ბარათი, მას ძალიან მარტივად, მობილბანკის დახმარებით შეუკვეთავთ და ციფრულ ბარათს გაიაქტიურებთ, სულ რამდენიმე წამში. ფიზიკური ბარათის მიღებას კი ჩვენს ნებისმიერ ფილიალში შეძლებთ. 

 

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა