მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7074.6
-0.0012
flag
AZN 1.5918
-0.0003
flag
CNY 38.013
0
flag
EUR 3.1321
0.0028
flag
GBP 3.5557
-0.0055
flag
KZT 51.53
-0.0018
flag
TRY 0.0641
0
flag
USD 2.7064
-0.0001

„ლეპერტმა“ მომხმარებელს ახალი კოლექცია - არქეოლოგია ღვინის კულტურაში შესთავაზა

news image

„ლეპერტმა“ მომხმარებელს ახალი კოლექცია - „არქეოლოგია ღვინის კულტურაში“ შესთავაზა , - ამის შესახებ Business Insider Georgia -ს კომპანიის პარტნიორმა გიორგი გრიგალაშვილმა განუცხადა.

„დავიწყეთ „ლეპერტის“ ღვინის წარმოება. ამ ეტაპზე დაგეგმილია დაახლოებით 2000 ბოთლის გამოშვება. შეფუთვა შექმნილია ქართული არქეოლოგიის მოტივებზე დაყრდნობით. თითოეულ ბოთლზე ანოტაციაში მითითებული იქნება კონკრეტული რეპლიკები მაგალითად, ნიკეს ქანდაკება, წნორის ლომი, თამადა, ოქროს საწმისი და სხვა. ბოთლებს ექნება მიმაგრებული ბრელოკებიც, ხოლო ანოტაციაში დეტალურად იქნება აღწერილი თითოეული ნივთის ისტორია.

ღვინო არის მაღალი ხარისხის. ძირითადად წარმოდგენილია საფერავის 2011, 2019 და 2020 წლის მოსავლები.

პროექტი შეიქმნა ქართული არქეოლოგიის პოპულარიზაციის მიზნით უცხოელი მომხმარებლებისთვის. თითოეული სასაჩუქრე პაკეტი მორგებულია მომხმარებლის სურვილებს, გემოვნებასა და ფინანსურ შესაძლებლობებზე. თუ პაკეტში შედის ბრელოკი - პატარა მინიატურა, მას მოჰყვება მისივე ნივთის შესაბამისი საცობი. მაგალითად, თუ პაკეტში განთავსებულია წნორის ლომი, მას მოჰყვება შესაბამისი საცობი სახსნელთან ერთად. ასევე შესაძლებელია დიდი ქანდაკების დამატებაც,“ - აცხადებს გიორგი გრიგალაშვილი.

ცნობისთვის, Lepert წარმოადგენს ქართულ ბრენდს, რომელიც აერთიანებს ხელოვნებას, კულტურასა და ინოვაციას, რაც მას განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მომხმარებლებისთვის.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკმა 450,000,000 ლარის 11.5%-იანი ევრობონდები გამოუშვა

12.11.2025.12:15

საქართველოს ბანკმა 450 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ევრობონდები გამოუშვა. ლარში დენომინირებული ევრობონდების სარგებელი 11.50%-ია, მისი დაფარვის ვადად კი 2028 წლის 17 ნოემბერი განისაზღვრა.

ტრანზაქციის მენეჯერები არიან ისეთი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკები როგორიცაა: Citigroup; J.P. Morgan. BCP Securities, Oppenheimer Europe, Société Générale და „გალტ & თაგარტი“ .

რაც შეეხება იურიდიულ მრჩევლებს, ტრანზაქციაში ინგლისისა და ამერიკის ფედერალური კანონმდებლობის შესაბამისობის კუთხით ჩართული იყვნენ: Sidley Austin LLP და Baker & McKenzie LLP. ქართული კანონმდებლობის შესაბამისობის კუთხით კი Dentons Georgia LLC და Andersen-ი.

ევრობონდები ირლანდიის საფონდო ბირჟაზე განთავსდება და Moody's Investors Service Ltd-ისგან Ba2 რეიტინგს მიიღებს.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკის ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტრანზაქცია წარმატებით დასრულდა. 2025 წლის მანძილზე, ეს არის კავკასიაში, თურქეთსა და ცენტრალურ აზიაში, კერძო სექტორიდან ადგილობრივი ვალუტის ევრობონდის ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო განთავსება. ვფიქრობ, ტრანზაქცია იძლევა დამაჯერებელ ილუსტრაციას იმისას, თუ რამდენად ძლიერია ბანკის ჯგუფის ფინანსური მდგომარეობა და რამდენად მაღალია ინტერესი და ნდობა ინვესტორების მხრიდან“ ,- განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა