„ლეპერტი“ ბიუჯეტური პროდუქციის ახალი ხაზის განვითარებას გეგმავს
 
            კომპანია Lepert•ლეპერტ, სუვენირებისა და აქსესუარების ბაზარზე 5 წელია ოპერირებს. კომპანიაში არსებულ სიახლეებზე Business Insider Georgia, „ლეპერტის“ პარტნიორს, გიორგი გრიგალაშვილს ესაუბრა. მისივე თქმით, კომპანიამ არსებული კოლექციები გააფართოვა.
„დავამატეთ ახალი კოლექციები და თანდათან ვაფართოებთ სხვადასხვა მიმართულებებს. ძირითადად, ქართული თემატიკის ირგვლივ ვმუშაობთ, თუმცა დაგვიგროვდა მრავალი ინდივიდუალური ნამუშევარი სხვადასხვა კომპანიისთვის. ეს ნამუშევრები გამოყენებაში არ გვაქვს, რადგან ისინი კონკრეტული, დიდი კომპანიების საკუთრებას წარმოადგენს. ეს მიმართულება საკმაოდ საინტერესოა, რადგან კომპანიები ნივთებს ჩვენთან ამზადებენ, ჩვენ კი მათ ვინახავთ და საჭიროების შემთხვევაში ვაწვდით. აღნიშნული ნამუშევრები გამოყენებაში არ გვაქვს, რადგან ისინი კონფიდენციალურია “, - ამბობს კომპანიის პარტნიორი.
„ლეპერტი“ ახალი მიმართულების განვითარებას გეგმავს, რაც ბიუჯეტური პროდუქციის წარმოებას გულისხმობს.
„მოგეხსენებათ, ჩვენი ნივთები მაღალი სეგმენტისთვის არის განკუთვნილი, ამიტომ გადავწყვიტეთ უფრო ბიუჯეტური ხაზის შექმნა ტურისტებისთვის, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან და 5-დან 100 დოლარამდე თანხას ხარჯავენ სუვენირებზე. ძირითადად იგეგმება მაგნიტებისა და სხვა ბიუჯეტური ნივთების წარმოება. სწორედ ამ სეგმენტზე ვგეგმავთ მუშაობას და ამისთვის აქტიურად ვემზადებით “, - აცხადებს გიორგი გრიგალაშვილი.
კომპანიამ აქტიურად დაიწყო დიდი ზომის ნივთების წარმოება.
„ვგეგმავდით და ახლაც ვგეგმავთ დიდი ზომის ნივთების წარმოებას, მინიატურებთან ერთად. უკვე დავიწყეთ ქანდაკებების შექმნა და გვინდა, რომ ბიზნესი ამ მიმართულებითაც გავაფართოოთ.
ასევე გვაქვს იდეა, არსებული ნივთები გადავიტანოთ დეკორატიულ სანთლებში, რაც იქნება ბიუჯეტური ხაზის ნაწილი. მაგალითად, თუ მეტალში დამზადებული ქანდაკება შედარებით ძვირია, ანალოგიური დიზაინით სანთლის ფორმატში გაცილებით ხელმისაწვდომი და საჩუქრად შესაფერისი იქნება.
ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. ვამუშავებთ ყალიბებს, ამ ეტაპზე მზად გვაქვს დაახლოებით 10 ყალიბი და ნელ-ნელა დავამატებთ ახალებს “, - აღნიშნავს კომპანიის პარტნიორი.
„ლეპერტი“ განვითარების დასაჩქარებლად აქტიურად განიხილავს ახალი პარტნიორის დამატებას.
„მზად ვართ პარტნიორის მისაღებად, კონკრეტულად დიდი ზომის ნივთების განვითარების მიმართულებით. შესაძლოა, ეს პარტნიორი უცხოელიც იყოს. აქტიურად ვმუშაობთ, რათა ჩვენი წარმატებული ბიზნესი სწრაფად განვითარდეს. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ დიდ ნივთებთან დაკავშირებულ სეგმენტში პარტნიორი შემოვიყვანოთ. ამ ეტაპზე ვეძებთ და ვარჩევთ კანდიდატებს, მიმდინარეობს მოლაპარაკებების პროცესი. თუ ვინმეს ეს მიმართულება აინტერესებს, მზად ვართ თანამშრომლობისთვის “, - განმარტავს გიორგი გრიგალაშვილი.
ცნობისთვის, Lepert წარმოადგენს ქართულ ბრენდს, რომელიც აერთიანებს ხელოვნებას, კულტურასა და ინოვაციას, რაც მას განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მომხმარებლებისთვის.
 
            
            
        სხვა სიახლეები
 დაიბრუნეთ G&T Trader-ზე ვაჭრობის საკომისიოს 50% წლის ბოლომდე
                დაიბრუნეთ G&T Trader-ზე ვაჭრობის საკომისიოს 50% წლის ბოლომდე
                31.10.2025.16:24
გალტ & თაგარტმა საფონდო ბირჟაზე ვაჭრობით დაინტერესებულ პირებს ახალი შეთავაზება მოუმზადა. 20 ოქტომბრიდან 2025 წლის ბოლომდე G&T Trader-ზე ვაჭრობისას მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ვაჭრობის საკომისიოს 50% დაიბრუნონ.
G&T Trader პირველი მულტიპროდუქტიული და მულტისავალუტო პლატფორმაა საქართველოში, რომელიც გალტ ენდ თაგარტმა ბაზარს 10 წლის წინ გააცნო. მისი დახმარებით მომხმარებლებს მსოფლიოს ძირითად საფონდო ბირჟებზე აქვთ წვდომა, სხვადასხვა ტიპის ფასიანი ქაღალდით ვაჭრობენ და საკუთარი ინვესტიციების დინამიკას ადევნებენ თვალს.
“გალტ & თაგარტი მუდმივად იკვლევს მომხმარებელთა ინტერესებს, ვისმენთ მათ უკუკავშირს და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, პლატფორმის ფუნქციონალებსა და შეთავაზებებს კიდევ უფრო ვხვეწთ. გვიხარია, რომ ბოლო განახლების შედეგად, ჩვენს მომხმარებლებს კიდევ უფრო მეტ ბაზარზე აქვთ წვდომა, შეუძლიათ ამერიკულ საფონდო ბირჟებზე გახანგრძლივებული დროით, 24-საათიანი ივაჭრონ, მიიღონ დეტალური ანალიტიკური ინფორმაცია და სხვა“, - აღნიშნავს დავით ნიშნიანიძე, გალტ & თაგარტის საბროკერო დეპარტამენტის დირექტორი.
გაიგეთ მეტი გალტ & თაგარტის საბროკერო მომსახურების შესახებ ვებგვერდიდან:
